
გამოგზავნილია: 4 Aug 2016, 11:48 #48503294 - სასტატიო მასალა კი დადე და...

ველოდებით მედიას
* * *
აი ეს მოვქექე...
ვისაც აინტერესებს + crusaders პოსტი გამოგზავნილია: 4 Aug 2016, 11:48 #48503294
ბათუმის მერია და საქართველოს რაგბის კავშირი 5, 6 და 7 აგვისტოს წარმოგიდგენთ ბათუმის ქვიშის რაგბის ფესტივალს #BatumiBeachRugby2016
✔ სიახლე - ტურნირი სამოყვარულოა, მაგრამ მოყვარულ გუნდს უფლება აქვს დაიმატოს 2 პროფესიონალი მოთამაშე (2-ზე მეტი პროფესიონალის შეყვანისთვის გუნდი მოიხსნება ტურნირიდან)
ტურნირის პარტნიორები არიან: TBC BANK - თიბისი ბანკი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და 'სპორტი ყველასათვის'
ტურნირის ორგანიზატორია საქართველოს ქვიშის რაგბის კავშირი Georgian Beach Rugby 5
ტურნირის ლუდია ნატახტარი Natakhtari
ტურნირის წყალი #ბონაქუა
ტურნირის ენერგეტიკული სასმელია მეტქევსმეტე 16TH
მატჩის ბურთების ოფიციალური მომწოდებელია Rhino Rugby Georgia და Rhino Rugby
ტურნრირის ორგანიზატორია საქართველოს ქვიშის რაგბის კავშირი
ტურნირის LIVESTREAM-ს უზრუნველყობს ინტერნეტ მაუწყებელი Devi.ge
წესდება
● მოედნის ზომა: 30 x 22 მეტრი
● სათამაშო დრო: ორი 4 წუთიანი ტაიმი, შესვენება 1 წუთი
● გუნდს უნდა ეცვას ერთი ფერის ფორმა ორგანიზატორებთან შეთანხმებით
● გუნდი შედგება 10 მოთამაშისგან, 5 თამაშობს 5 სათადარიგოა
● შეცვლა ხდება თამაშის შეუჩერებლად, შემტევი გუნდის მიერ (ან როცა თამაში შეჩერებულია)
● ლელო 1 ქულაა, გარდასახვა არ სრულდება
● ფეხით თამაში არ შეიძლება
● აუტი და შერკინება ქვიშის რაგბში არ არის
● აუტის ნაცვლად თამაში განახლდება, აუტის ხაზიდან 2 მეტრის შიგნით, მიწაზედადებულ ბურთზე ფეხის შეხებით, იგივე ხდება შერკინების ნაცვლად.
● თუ ბურთიანი მოთამაშე შებოჭეს, მან უნდა მოახერხოს არა უგვიანეს 2 წმ–ის განმავლობაში ბურთი გადასცეს თანაგუნდელს. წინააღმდეგ შემთხვევაში, (მსაჯის მესამე თვლაზე)ბურთი გადაეცემა მოწინააღმდეგეს.
● თამაშის დაწყება გათამაშებით - ცენტრიდან მიწაზე დადებული ბურთზე, ფეხის შეხებით. თამაშს დაიწყებს ცენტრიდან ლელოს მიმღები გუნდი.
● გათამაშების დროს დამცავი გუნდი იხევს უკან ორ მეტრზე
● შეცვლები შეუზღუდავია
● ყვითელი ბარათი 2 წუთით გაგდებაა
● წითელი ბარათი თამაშის ბოლომდე დაძევებაა
● წითელი ბარათის მიმღები შეიძლება დისკვალიფიცირებული იქნას ორგანიზატორების მიერ, დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე
● ჯგუფში თუ გუნდებმა დააგროვეს თანაბარი ქულები, უპირატესობა ენიჭება იმ გუნდს:
1 - რომელსაც ურთიერთშეხვედრებში უკეთესი მაჩვენებელი აქვს
2 - გატანილი აქვს მეტი ლელო ჯგუფური ეტაპის ყველა თამაშში
3 - გაშვებული აქვს ნაკლები ლელო
4 - აქვს ნაკლები ბარათი,
5 - თუ აქამე ყველაფერი დაემთხვა, გამარჯვებული კენჭისყრით გამოვლინდება

ფინალურ ეტაპზე ძირითადი დროის ფრედ დამთავრების შემთხვევაში, ორივე გუნდს აკლდება თითო მოთამაშე და თამაში გრძელდება პირველი ლელომდე - ოქროს ლელომდე
P.S. წითელი ბარათი: ა) მსაჯის(განმეორებით) და მოწინააღმდეგის მიმართ უხამსი სიტყვით მიმართვა ბ) მუშტი-კრივი (მატჩის შემდგომ დამნაშავეს სასჯელს დაადგენს რაგბის კავშირის სადისციპლინო კომიტეტი)
crusaders მადლობა
This post has been edited by GiorgiG83 on 4 Aug 2016, 12:21