კი ძნელია მაგრამ ჩვენი სახელმწიფო რაცაა განა არ ვიცით ყველამ??? სახელმწიფოს რაგბი არ სჭირდება, სჭირდება მხოლოდ რუსეთთან მოგებული თამაში - აი ესაა სიმართლე. მომავალ წელს ტრაბზონის მერეც იქნება დაპირებები... დაჯდეს კავშირი და დაელოდოს ჩვენი უთავბოლო სახელმწიფო რამეს რომ გააკეთებს.
კავშირმა თავის მხრივ ერთი მოედანი თუ გააკეთა, ნორმალური საფარით და გასახდელებით, დავიჯერო შეუძლებელია ამის გაკეთება სახელმწიფოს გარეშე, მე ვამბობ უბრალო სათამაშო მოედანზე, თუნდაც უტრიბუნო, მაგრამ ნორმალური საფარით.
სერიოზულ ტურნირებზე რომ ნაკრები სერიოზულად უნდა მოემზადოს და უძლიერესი შემადგენლობით გავიდეს, ვგულისხმობ შოტლანდიის ტესტებს და ჩერჩილის თასს, ეგეც სახელმწიფოს ბრალია?
საქართველოს ჩემპიონატი რომ არეულ-დარეული სისტემით ტარდება და თბილისის ჩემპიონატად არის გადაქცეული ეგეც სახელმწიფოა???
ნაკრებისთვის ტესტ მატჩები რომ სანაძლეობით ეწყობა ეგ ნორმალურია???
მე მაინტერესებს, არ ვიცნობ არავის კავშირში და ვინც ახლოსაა კავშირის მუშაკებთან, იქნებ აქ დაწეროთ - რას აკეთებენ იქ კავშირში მთელი დღე???
კიდევ უამრავ რაღაცის ჩამოწერა შეიძლება რასაც კავშირი არ აკეთებს, რისი გაკეთებაც სახელმწიფოს გარეშე შეიძლება.
მე ისეთ საქმეს არ მოვკიდებ ხელს რაც არ ვიცი და ვიცი რომ ვერ გაუძღვები. ამიტომ ხელის გაშვერა და "თუ მაგარი ხარ შენ გააკეთე უკეთო" ესაა საბავშო ბაღის დონის საუბარი....
მენეჯმენტი და მართვა ქართულ რაგბში არის 0-ის დონეზე. ამიტომ გამოსავალი არის - გამოცდილი და პროფესიონალი, მენეჯერების ჩამოყვანა, თუნდაც ორის,... თუ არ იციან როგორ უნდა მუშაობა, სხვებისგან მაინც ისწავლიან...
This post has been edited by giorgi77 on 3 Dec 2009, 20:19
"І прийде час, коли один скаже: "Слава Україні! ", а мільйони відповідатимуть "Героям слава!"