გადავიდეთ კონკრეტიკაზე მაშინ:
პირველი ვიტყვი, რომ 100% ვეთანხმები დათკას შენიშვნებს. ცოტა უფრო ვრცლად ჩემს აზრებზე:
1. რაგბის თეორიული და პრაქტიკული სწავლება (ელიტური სარაგბო ქვეყნების სარაგბო სკოლების სტანდარტების შესაბამისად), მსოფლიო რაგბის ისტორია, რაგბის ისტორია საქართველოში, სარაგბო ეთიკა); სპეციალისტების კონსულტაციების შემდეგ შესაძლოა ფიზმომზადების სისტემაში ჩართულ იქნას ქართული საბრძოლო ხელოვნების _ ხრიდოლის ელემენტები.
ძალიან სასარგებლოა რაგბის ისტორიის სწავლება, თუმცა ჩემი აზრით ისტორიაზე უფრო საჭიროა რაგბის თეორიული საფუძვლების შესწავლა და თეორიული გაკვეთილები. არა რომელიმე მოთამაშის ბიოგრაფიის ცოდნა (ეს არ ნიშნავს, რომ ცუდია თუ იცი ვინ იყო ოფაჰენგავი ან კრონფილდი), არამედ ის თუ რის განმო გახდა იგი ასეთი დიდი, მისი თამაშების გარჩევა და შესაბამისად ყველა პოზიციის მოთამაშეების თამაშის დეტალური გარჩევა. ამასთან ერთად მაინტერესებს რა შუაშია ხრიდოლი. ინგლისური თამაშისთვის ასეთი ლოგიკით ბოქსი უფრო მისაღებია თუ გავითვალისწინებთ, რომ მოედანზე ჩხუბის დროს მხოლოდ ბოქსის ილეთების გამოყენებაა მიღებული (ეს ლირიულ გადახვევად შეგიძლიათ მიიღოთ, თუმცა აქ არის სიმართლის დიდი მარცვალი ჩემის აზრით).
2. სპეციალურად სარაგბო სკოლებისათვის შექმნილი ლექციათა კურსით სტუდიური მეცადინეობა შემდეგ სფეროებში (ასაკობრივი ჯგუფების შესაბამისად): საქართველოს ისტორია, ქართული ლიტერატურა, მეტყველების კულტურა, ლოგიკა (აბსტრაქტული და სხარტი აზროვნების განსავითარებლად), ქართული ხალხური სიმღერა და გალობა; ინგლისური ენა.
მე ვერ ვხვდები რას გულისხმობთ სპეციალურ სარაგბო სკოლაში. თუ ეს უნდა იყოს ჩვეულებრივი საშუალო სკოლის დონის დაწესებულება, რომლის დამთავრების შემდეგაც მოსწავლეს ექნება საშუალება გააგრძელოს სწავლა უნივერსიტეტში, მაშინ ეს კურსი ნამდვილად მცირეა და ასეთი სკოლის პროგრამა სრულად უნდა აკმაყოფილებდეს განათლების სამინისტროსა და ზოგადად სრულყოფილი საშულო განათლებისათვის საჭირო სტანდარტებს. თუ ეს არის ჩვეულებრივი სკოლის სარაგბო დანამატი, მაშინ რა საჭიროა საშუალო სკოლის საგნების დუბლირება.
რატომ ინგლისური და არა ფრანგული? აქ აქცენტი არ კეთდება მხოლოდ ფრანგულზე.
მიუხედავად იმისა, რომ დიდი პატივს ვცემ მგალობლებს და საგალობლებს ცოტა სასაცილოდ მეჩვენება რეგბისტების დაყენება და გალობის გაკვეთილების ჩატარება. ეს ისეთი თემაა, სადაც საიროა სპეციალური ნიჭი და ამ ნიჭის გარეშე საყოველთაოდ გალობის შესწავლა ცოტა სასაცილოდ და ზედმეტად ურარელიგიურ ვაშა პატრიოტულად მეჩვენება.
3. სარაგბო სკოლების მატერიალური ბაზა (რომელიც უნდა მოეწყოს ელიტური სარაგბო ქვეყნების სარაგბო სკოლების სტანდარტების შესაბამისად) უნდა შედგებოდეს შემდეგი ელემენტებისაგან:
_ არანაკლებ შვიდი სტანდარტული სავარჯიშო სარაგბო მოედანი (ბალახის საფარით),
_ ერთი საშეჯიბრებო სტადიონი (ტრიბუნებითა და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურით);
_ არანაკლებ ერთი სტანდარტული სარაგბო მოედანი ხელოვნური საფარით;
_ დახურული საცურაო აუზი (არანაკლებ ოცდახუთმეტრიანი);
_ დახურული სავარჯიშო დარბაზი;
_ სამედიცინო-აღდგენითი ცენტრი.
აქ სრულად ვეთანხმები ბატონი დათკას კომენტარს და ვთვლი რომ ეს იდეალური ვარიანტია, ხოლო დღეევანდელი გადასახედიდან უტოპიური, რამაც ვშიშობ არ დააფრთხოს განხორციელებაზე პასუხისმგებელი ამხანაგები.
4. რაგბის სფეროს პერსონალის _ მწვრთნელების (როგორც ბავშვთა, ისე პროფესიული რაგბის მწვრთნელების), ფიტნეს-მწვრთნელების, მსაჯებისა და რაგბის მომსახურე სამედიცინო პერსონალის უწყვეტი მომზადების უზრუნველსაყოფად საქართველოს რაგბის კავშირთან იქმნება რაგბის ინსტიტუტი. რაგბის ინსტიტუტი ერთიანი კონცეფციის საფუძველზე უზრუნველყოფს რაგბის სფეროს მომსახურე სხვადასხვა პროფესიის სპეციალისტების მომზადებას.
რა სახის ინსტიტუტზეა საუბარი? მემგონი მსგავსი საქმე არა არგბის კავშირთან არსებულმა ინსტიტუტმა, არამდ უკვე არსებულმა ფიზკულტურის ინსტიტუტმა (უფრო სწორედ რაც მისგან დარჩა) უნდა განახორციელოს სავარაუდოდ რაგბის მწვრთნელის, ფიტნეს მწვრთნელის და შესაბამისი სპეციალობების დანერგვით ან გადამზადებით. ეს შესაძლებელია იყოს როგორც ბაკალავრიატი, ასევე სამაგისტრო პროგრამა ამ სფეროში მომუშავე პერსონალისათვის. კავშირმა მხოლოდ მოახდინოს ამ სპეციალობის კოორდინაცია და დამატებითი კურსების და ტრეინინგების უზრუნველყოფა.
5. 1. საშეჯიბრებო სისტემის სტრუქტურა
ამ ეტაპზე მიზანშეწონილია პროფესიული რაგბის კლუბების მხოლოდ ერთი დონის არსებობა (ზედა და ქვედა ლიგებად დაყოფის გარეშე). რესურსები არ იძლევა სხვაგვარი სტრუქტურის არსებობის შესაძლებლობას. შესაბამისად, არ იქნება ქვედა ლიგაში ჩამოქვეითებისა და ქვედა ლიგიდან ზედა ლიგაში აღზევების სისტემა. ამგვარი სისტემა არ არის უცხო სპორტის სხვა სახეობებისთვის, მაგალითად, მსგავს სისტემას ეფუძნება ნბა (კალათბურთის ნაციონალური ასოციაცია) ნჰლ (ჰოკეის ნაციონალური ლიგა), კჰლ (ჰოკეის კონტინენტური ლიგა _ ყოფილი სსრკ-ს ნაწილის ტერიტორიაზე).
მოყვარულებს შორის ჩემპიონატი (შესაძლოა, რეგიონის ფარგლებში) კი შეიძლება თავისი შეხედულებისამებრ ჩაატაროს რაგბის კავშირმა.
ამის შესაბამისად, საშეჯიბრებო სისტემა შედგება შემდეგი სტრუქტურისაგან:
ა) ეროვნული ჩემპიონატი პროფესიულ კლუბებს შორის;
ბ) ეროვნული ჩემპიონატი ახალგაზრდულ გუნდებს შორის (21 წლამდელები);
გ) ეროვნული ჩემპიონატი 19 წლამდელებს შორის;
დ) ეროვნული ჩემპინატი 17 წლამდელებს შორის;
ე) მუდმივმოქმედი ფესტივალები 15 წლამდელებისათვის.
მაინტერესებს რით არის განპირობებული 21 ან თუნდაც 19 წლის მორაგბეების ერთმანეთისაგან და მითუმეტეს პროფესიული კლუბისაგან გამოყოფა. თუ ეს განპირობებულია მხოლოდ იმით რომ ტარდება 19 წლამდელთა და 21 წლამდელთა მსოფლუიო ჩემპიონატები, ჩემის აზრით ეს უბრალოდ არასწორად გვაქვს გაგებული. 19 და 21 წლის მორაგბეების მოკვეთა მომავალი პროფ ლიგიდან ფაქტიურად გამოიწვევს ამ ლიგის როგორც მინიმუმ ძალიან დაძაბუნებას. 19 წლის მორაგბე და მითუმეტსე 21 წლის მორაგბე ჩემის აზრით არის ზუსტად ის ძალა, რომელიც უნდა ამოძრავებდეს მზარდ პროფესიონალურ გუნდს. ამასთანს ამდენი დამოუკიდებელი ჩემპიონატის ჩატარება დაკავშირებულია ძალიან დიდი დანახარჯებთან ყველა კლუბისათვის, რომლებიც მოინდომებენ ამ ასაკის მორაგბეების დასაქმებას თავიანთ კლუბებში. ამგვარად მიმაჩნია, რომ უნდა იყოს პროფ ლიგა, სადაც მონაწილე გუნდებს დაუწესდებათ შესაბამისი მოთხოვნები. ის კლუბები, რომლებიც ვერ დააკმაყოფილებენ ამ მოთხოვნებს ავტონომიურ ჭრილში იპოვიან გამოსავალს (თუნდაც ის კლუბი, რომელშიც მე ვთამაშობ და რომელსაც არ აქვს პრეტენზია პროფესიონალიზმზე). ამ პროფ ლიგაშ შეძლებს ითამაშოს ყველა ის მორაგბე, რომელსაც დღეს შეუძილია ითამაშოს უმაღლეს ლიგაში.
6. ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება ექნებათ ლიცენზიის მქონე პროფესიულ კლუბებს.
ლიცენზიის პირობები დადგინდება რაგბის კავშირის დებულებით. ლიცენზირების სავალდებულო პირობა უნდა იყოს:
ლიცენზირების პირობები მემგონი ჯერ საკამათოა, რადგანაც მიმაჩნია რომ მოთხოვნები არესებული ვითარების გათვალისწინებით უნდა იზრდებოდეს ეტაპობრივად.
7. ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობს რვა პროფესიული გუნდი, რომელიც შექმნილია რეგიონული პრინციპის დაცვით (საქართველოს ამჟამინდელი კონტროლირებადი ტერიტორიის სრული დაფარვის პრინციპის დაცვით).
1) თბილისი
2) აჭარა
3) გურია
4) სამეგრელო (ფოთითა და ზემო სვანეთით);
5) იმერეთი (რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთით)
6) ქართლი (შიდა ქართლი მცხეთა-მთიანეთითა და სამცხე-ჯავახეთი

7) ქვემო ქართლი (რუსთავი ქვემო ქართლით)
8) კახეთი
ეს საკითხი ფორუმზე მრავალჯერ განხილულა და კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ, რომ პარიტეტულად რეგიონებისათვის თითო ქვოტის მიცემა მიმაჩნია უბრალოდ უსამართლობად და თითიდან გამოწოვილ ფაქტად:
– დღს რეგბისტების 90% მოდის თბილისზე, ამგვარად ეს კონცეფცია მიანიშნებს იმაზე, რომ უნდა მოიშალოს ძირძველი ქართული რეგბის კერები და შეიქმნას ხელოვნული წარმონაქმნი. პირველი ეს კონცეფცია ვერ გავა ვერცერთ რეგბისტულ დონეზე (ელემენტარულად რეალურ ვითარებაში არამგონია დათანხმდეს ლელო, ლოკომოტივი, ყოჩები, თსუ, აკადემია თავიანთი ისტორიის წაშლას). შესაბამისად კომპრომისულად მეჩვენება არა ტერიტორიული პრიცნიპით ქვოტების დაშვება, არამედ ლიცენზირების შედეგად ბუნებრივი გადარჩევის პრინციპის დანერგვა. კლუბი, რომელიც დააკმაყოფილებს მოთხოვნას დაიშვება ჩემპიონატზე, ხოლო კლუბები რომლებიც ვერ დააკმაყოფილებენ ისევ კავშირის ფრთებ ქვეშ შექმნიან სანუგეშო ლიგას (ასეთი ლიგის არ არსებობა ელემენტარულად გამოიწვევს ბევრი მოთამაშის სრულად დაკარგვას, რადგანაც ძალიან ბევრი რეგბის თამაშს იწყებს იმ ასაკში, როცა ასაკობრივი ლიგებისთვის უკვე ხანდაზმულია. ამის მაგალითი უამრავია ქართულ რაგბში. ელემენტარულარ ისტორიულად საუნივერსიტეტო სპორტია).
– ბევრი რეგიონისათვის რეგბი ჯერ კიდევ უცხო ხილად რჩება და შესაბამისად მიმაჩნია რომ მათი ეგერევე პროფ დონეზე ჩართვა და თბილისის კლუბების გაუქმება უბრალოდ არასწორია და უსამართლოა. ასეთმა რეგიონალურმა კლუბებმა უნდა იარსებონ ასე ვთქვათ "დევშირმეს" პრინციპით (ისტორიულად ტყვე ბავშვების მოტაცება და მათ იენიჩრებად ფორმირების პროცესი ოსმალეთში) და ზირითადად იკვებოს თბილისის ან ქუთაისის კლუბებში გაზრდილი იმ ახალგაზრდა მორაგბეებით, რომლებიც ვერ მოხვდებიან ამ რეგიონების კლუბებში. შესაბამისად პირველ ეტაპზე ეს ავტომატურად განსაზღვრავს იმას, რომ ის ახალგაზრდა, რომელიც ფორმის პიკს შედარებით გვიან აღწევს გაწირული ხდება ითამაშოს რეგიონში და ამან შესაძლებელია უბრალოდ ასეთი ახალგაზრდა მორაგბის სპორტთან ჩამოშრება გამოიწვიოს. ასევე ეს განოიწვევს წინასწარ ფავორიტად თბილისური თავკომბალის განსაზღვრას.
7.
1) თბილისი
2) ბათუმი (აჭარა)
3) ოზურგეთი (გურია)
4) ფოთი ან ზუგდიდი (სამეგრელო - ზემო სვანეთი);
5) ქუთაისი (იმერეთი - რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი)
6) გორი (ქართლი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი და სამცხე-ჯავახეთი

7) რუსთავი (ქვემო ქართლი, ქვემო ქართლი)
8) საგარეჯო (კახეთი)
რატომ საგარეჯო და არა თელავი. ასეთივე კითხვის დასმა შეიძლება ყველა სხვა რეგიონის მიმართ.
ეროვნული ჩემპიონატს შეიძლება ეწოდოს ჯვაროსანთა ლიგა რამდენიმე არგუმენტის გამო:
ა) ჩვენი დროშის გამო;
ბ) ჯვრის თაყვანისმცემელთა (მატარებელთა, მადიდებელთა) ჩემპიონატია.
გ) საპატიოა ჯვაროსანთა ლიგაში თამაში და საერთოდ ჯვაროსნობა მოითხოვს ღირსების ქონას, თავისუფლების სიყვარულს, თავდადებას, თანადგომას (ყოველივე იმას, რაც მორაგბის ხასიათში უნდა იყოს).
ჯვაროსანთა ლიგა და ჯილდოდ ჯვრის დაწესება მეჩვენება არასწორად. პირველი როგორც უკვე აღინიშნა საქართველო მულტიეთნიკური და მრავალკონფესიური ქვეყანაა. ასეთმა პოლიტიკამ თავის დროზე ბევრი პრობლემა შეუქმან საქართველოს ზოგადად და არ არიუს მართებული ჩემი აზრით რელიგიური ფაქტორის გამო მრავალი მორაგბისთვის დისკომფორტის შექმნა. ბოლოსდაბოლოს რეგბი საქართველოში არაქართველის შემოტანილია და ბევრ ეთნიკურად არაქართველს უბრძოლია ქართული რეგბის დიდებისათვის. ქართული რეგბის სიმბოლოდ დაწესებულია ბორჯღალი და ჩემი აზრით მასთან უნდა ასოცირდებოდეს ქართული რეგბი. და ზოგადად ისტორიულად რომ მივუდგეთ ჯვაროსნობა და ჯვაროსნები პირადად ჩემთან ავანტიურისტ და თავქარიან უმეცრებთან უფრო ასოცირდება ვიდრე სამართლიან ქრისტეს მებრძოლებთან. ამისათვის ნუ შევალთ ისტორიულ პოლემიკაში

აღარ გავაგრძელებ დეტალურად სხვა ასაკობრივი ჩემოპიონატების განხილვას. მემგონი ჩემი შენიშნვები და კითხვები ნათლად ჩამოვაყალიბე.
ბოდიშს მოგიხდით ბევრი წერისათვის. კიდევ ბევრის დაწერა შეიძლება, თუმცა ჯერ თავს შევიკავებ
This post has been edited by OSTAP on 15 Dec 2009, 19:28