climber
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2084
წევრი No.: 12638
რეგისტრ.: 7-September 05
|
#18428734 · 11 Mar 2010, 16:44 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რუსეთის ჰიმნის დროს ამბოდნენ უნდა ავდგეთო და ზურგით შემოვტრიალდეოთ კიდე აპირებთ ვინმე? ისე სტვენა და გინება არ არის კარგი საქციელი! და ჯობს მასე მოვიქცეთ! * * * დეპარტამენტში საქართველო–რუსეთის მოახლოებულ მატჩზე იმსჯელეს
13 და 20 მარტს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები „ევროპის ერთა თასზე" მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავს. „ბორჯღალოსნები" 13 მარტს ბუქარესტში რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, 20 მარტს კი ტრაბზონში „ერთა თასის" ბოლო მატჩში რუსეთის ნაკრებთან ითამაშებენ. საქართველოს ნაკრები ბუქარესტშია და რუმინეთთან შეხვედრისთვის ემზადება. რუმინეთთან მატჩი 13 მარტს თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება, რუსეთთან დაპირისპირება კი 20 მარტს 17:00 საათზე. ორივე შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი განახორციელებს.
მოახლოებულ მატჩებთან დაკავშირებით, 11 მარტს 14:00 საათზე რაგბის კავშირის პრეზიდენტმა - გია ნიჟარაძემ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტში პრესკონფერენცია გამართა. პრესკონფერენციას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე - დავით ნამგალაური, საპატრულო პოლიციის უფროის გიორგი გეგეჭკორი და რაგბის ქომაგთა კლუბის პრეზიდენტი - ნიკა რამიშვილი დაესწრნენ.
გია ნიჟარაძე:" რუსეთთან მატჩის მოლოდინი ძალიან დიდია. ბილეთები დაახლოებით 3 დღეში გაიყიდა. მინდა ვურჩიო ქართველ გულშემატკივარს, რომ თუ აქვთ საშუალება მაშინ ტრაბზონში ერთი ან სულაც ორი დღით ადრე გაემგზავრონ, რადგან საღვარზე გადასვლა საკმაოდ დიდ პრობლემებთან არის დაკავშირებული. გუშინ 4 საათი მიდიოდა ამ საკითხეზე მსჯელობა პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან, ყველა სტრუქტურა ჩართულია ამ საკითხში და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საზღვარზე პორობლემა არ შეიქმნას. თუმცა, იმის გამო, რომ ძალინ ბევრი ადამინი აპირებს თურქეთში გადასვლას, ბუნებრივად, იქმნება დაბრკოლება.
ამიტომ, კარგი იქნება საზღვრის ადრე გადალახვა. თუ 20 მარტს თბილისის დროით 11 საათზე თურქეთის საზღვარი არ გექნებათ გადალახული მაშინ ძალინ მცირეა იმის შანსი, რომ თამაშზე მოხვდეთ. მინდა გავაფრთხილო აგრეთვე ის ადამიანები ვინც თურქეთში გადასვლას საკუთარი ავტომანქანით გეგმავს. აუცილებლად, მოაწესრიგონ ყველა საჭირო საბუთი წინააღმდეგ შემთხვევაში სერიოზული პრობლემები შეექმნებათ. მინდობილობის საბუთი კი, როგორც ქართულ ასევე თურქულ ენაზე უნდა იყოს.
თურქული ვარიანტი დამოწმებული თურქეთის საელჩოს მიერ. თურქული სადაზღვევო კომპანიები 3-4 დღით ადრე დაიწყებენ მუშაობას ბათუმში „აჭარატურის" ოფისში ჭავჭავაძის 49 ნომერში. დაზღვევის ფასი 20 დოლარამდე იქნება. მძღოლებს მოუწევთ გზაზე ყურადღებით მოძრაობა, რადგან მაქსიმალური სიჩქარე 100 კილმეტრი საათშია და სიჩქარის გადაჭარბება საკმაოდ მკაცრად ისჯება. სტადიონზე მხოლოდ წყლის შეტანის უფლებას მოგცემენ და ისიც პოლიეთილენის ბოთლით. აგრეთვე, თხოვნა და მოწოდება გულშემატკივარს: ნუ იქნებით აგრესიულები.
რაგბის ტრადიციები მოწინააღმდეგე გუნდის და გულშემატკივრის პატივისცემას ითვალისწინებს. სტადიონზე ცუდი მოქცევით პრობლემას პირველ რიგში ქართველ მორაგბებს შეუქმნით. ამიტომ გთხოვთ, რომ სათანადოდ ვუმასპინძლოთ მეტოქეს. მართალია მატჩი ტრაბზონში ტარდება, მაგრამ ჩვენ ამ თამაშის მასპინძლები ვართ. ისე კი, ცხადია საქართველოს ნაკრები ტრაბზონში მხოლოდ მოსაგებად იბრძოლებს".
გიორგი გეგეჭკორი:" მაქსიმალურად მობილიზებულია ყველა სტრუქტურა იმისთვის, რომ გულშემატკივარი თურქეთში იოლად გადავიდეს და ნაკრებს მხრი დაუჭიროს. გთხოვთ, რომ ყველა საბუთი წესრიგში გქონდეთ, განსაკუთრებით ეს იმ ადამიანებს ეხება ვინც საზღვრის გადალახვას ავტომანქანით აპირებს".
ნიკა რამიშვილი:" დავარიგებთ ფლაერებს, რომელზეც ეწერება რაგბის გულშემატკივართა ქცევის წესები სტადიონზე. გვინდა, რომ ქართველი გულშემატკივარი ჩვენ ნაკრებს ღირსეული მხარდაჭერით დაეხაროს. არ გვინდა რუსეთის ჰიმნზე სტვენა და გინება. თუ მათი ჰიმნის მიმართ პროტესტის გამოხატვა გვინდა მაშინ სულ გავჩუმდეთ, ან არ მოვუსმინოთ და ეს პროტესტის გამოხატვის ყველაზე კარგი ფორმა იქნება". დავით ნამგალაური:" იმედი მაქვს, რომ გულშემატკივარი ვისაც ტრაბზონში მეტოქის მიმართ აგრესიის გამოხატვა უნდა ბილეთს საერთოდ არ ფლობს, რადგან ასეთი რამ დაუშვებელია. ისედაც მძიმე თამაში იქნება და ამით მორაგბეებს დამატებით პრობლემას შევუქმნით. მორაგბეებზე მეტად არავის უნდა ამ თამაშში გამარჯვება, ეს მათი დღეა. ამიტომ, ზედმეტ პრობლემებს ნუ შევუქმნით. ეს სპორტია, სანახაობაა და რაიმე უმსგავსო საქციელის ჩადენა დაუშვებელია. ცუდათ მოქცევა უბრალოდ არ გვეკადრება".
საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა
შერკინება: დავით ხინჩაგიშვილი ("ბრივი", საფრანგეთი), დავით დადუნაშვილი ("პერიგო", საფრანგეთი), გოდერძი შველიძე ("მონტობანი", საფრანგეთი), იური ნატრიაშვილი ("ფარულ კონსტანცა", რუმინეთი), ანტონ ფეიქრიშვილი ("აჟენი", საფრანგეთი), ილია ზედგინიძე ("კარკერედნიერი", საფრანგეთი), გიორგი ნემსაძე ("მასი", საფრანგეთი), ლაშა თავართქილაძე ("ფარულ კონსტანცა", რუმინეთი), გიორგი ჩხაიძე ("მონპელიე", საფრანგეთი), გრიგოლ ლაბაძე ("მერსეი-ვიტროლი", საფრანგეთი), დიმიტრი ბასილაია ("ლე ბუგი", საფრანგეთი), ბესარიონ უდესიანი ("სენტ ეტიენი", საფრანგეთი)
უკანა ხაზი: ირაკლი აბუსერიძე ("ოსერი", საფრანგეთი), ბიძინა სამხარაძე ("ფარულ კონსტანცა", რუმინეთი), ლაშა მალაღურაძე („ბეზიე», საფრანგეთი), ირაკლი ჩხიკვაძე ("აია", ქუთაისი), მალხაზ ურჯუკაშვილი ("ფიჟაკი", საფრანგეთი), ირაკლი მაჩხანელი („სენტ ეტიენი», საფრანგეთი), ალექსანდრე თოდუა ("ლელო", თბილისი), დავით კაჭარავა ("ნიცა", საფრანგეთი), ირაკლი გიორგაძე („დაქსი", საფრანგეთი), თედო ზიბზიბაძე ("პერიგო", საფრანგეთი), მერაბ კვირიკაშვილი ("ფიჟაკი", საფრანგეთი).
მთავარი მწვრთნელი: ტიმ ლეინი შერკინების მწვრთნელი: დემიენ კამინსიფიზი მომზადების მწვრთნელი: ჯონი ნამუ მწვრთნელის ასისტენტი: ილია მაისურაძე მენეჯერი: ვასილ აბაშიძე
|