მოსაწევი მავნებელია...
http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=33077&comments=showუფალმა მოიხსენიოს მობურთალი მიქაელ მესხელი, რომლისა სახელი ეწოდა სტადიონსა ერთსა მდებარე ველსა ვაკეისასა ზედა და რომელსა მეორეგვარად ჰქვიან ”ლოკომოტივ”. ღმერთმა დალოცოს მკლავნი ძლიერნი და მუხლნი დაუღლელნი, რომელნიც მიმოდიან სტადიონსა ესე და კურთხეულ იყოს ის სისხლი, რომელიც დაღვრილა ამა მინდორსა ზედა, მომხვდურთაგან გატეხილ ცხვირთა, ახეულ ყურთა და დაჩეხილ წვივთა გამო. უფალმა დალოცოს ქომაგნი და მოკეთენი სპორტისა ამის, რაგბად წოდებულისა და კეთილისმსურველნი ორთავ ქვეყანასა ზედა.
ქრისტეშობიდან ორიათასთორმეტსა, პირველსა თვესა გაზაფხულისასა, რიცხვითა ჩვიდმეტ, ურუსთა გუნდი, რომელსაც ეტყვიან ”დათვებ”, მოადგა ”მიქაელსა მესხელსა” და მათმან გაღმაქვეყნელმან სარდალმან, მოიწერა არზაი ვრცელი და გულშემძვრელი: ”რამეთუ აქამდე გუნდმან ჩვენმა მარცხი და კვნესა ჰპოვა მიწაზე ქართლისაიზე, მიწაზე ტრაპეზუნტისაიზე, მიწაზე მთავრისა კიისაიზე, ქალაქსა, რომელსაც ეტყვიან ილიჩოვეც, მიწაზე ციმბირისაიზე და ყოველსა სხვაგანაც, სადაც კი ქართველნი და ურუსნი ერთმანეთს შეერკინენენ, მე ქვეშევრდომი ბრიტთა მეფისა, შთამომავალი ჰერცოგთა ჯონსთა და სარდალი ურუსთა, გულითა კეთილ გეტყოდით თქვენ: დაგვნებდით, რამეთუ დადგა ჟამი ჩვენი და წარვიდა ჟამი თქვენი. თუკი არრა განსჯით არზასა ამას გონებითა, იქნება სისხლთათხევა დიდი და დროშანი და თქვენნი შემუსვრილ იქნება უკუნისამდე”.
კაცმან ერთმან, რომელსაც ეტყვიან მილტონ და გვარი მისი არს ჰეიგ, ჯვაროსანმან რაინდმან ევროპისამან და ელჩმან გაღმამხარისამან, მდინარე ვერისპირ შეჰყარა რაზმი ჯვაროსანთა და ხალხნი სხვანიც. ხოლო ჯარსა მას უსარდლა ძეი ტბელისა აბუსერისძისა, კაცი ლიდერი და კაცი წინამძღოლი. ვერრა ენა და ვერრა კალამი ვერ აღწერს ბრძოლასა მას ფიცხელს. რუსთა რბევა გოლიათმან ერთმან, გორგისძემან იწყო და ლელოი პირველი დასდო ალაგსა მას. ხოლო მსაჯმან, რომელსაც ბრიტანელნი უხმობენ - რეფერ, ხელებ ზე-აღმართა, ოდეს მეკომამ კვირიკაშვილმან შენასრულებ ქმნა დარტყმაი ძლიერი. შემდგომ ამისად, იყო ურუსთა კვნესა, რომლის ხმამან უწია წყნეთსა და საბურთალოსა. ”ჯვაროსნებმა” ურუსნი მრავალგზის მოარბიეს. ანგარიში მატჩისა ესე იყო – 46:0 და რიცხვნი და ციფრნი კარგად მაინც ვერა იტყვიან ამბავსა მას, რაც მოხდა ვაკესა შინა.
და დღესა, გამარჯვებისა დიდისა, დღესა ძლევისა არცთუ საკვირველისა, დღესა სიხარულისა და მტრის აცრემლებისა - ხალხმან ქართლისამან, სამაგრელოისამან, კახეთისამან, იმერეთისა და გურიისამან, ხალხმან სვანეთისამან და მთიელმან სრულიად ფხოვისამან, ხალხმან აფხაზეთისამან და აჭარისამან, რაჭისა და ლეჩხუმისამან, და ერმან სრულიად საქართველოსამან, დასწერა წერილი ერთი, ცრემლითა და აჯითა დიდითა, მიმართ ხელმძღვანელთა და მუშაკთა რაგბისა დედამიწაზედ.
”დედამიწაზედ მეთაურნო რაგბისაო. უფროსნო და წინამძღოლნო სახეობისა დიდისა და მნიშვნელოვნისა. ხალხნო, რომელთაცა საფიქრალ მრავალნი გაქვთ და გექნებათ უკუნისამდე, რამეთუ, საფიქრალი რაგბისა არის დიდი და აუცილებელი. გეაჯებით და გვედრებთ შვილნი კახოსისა, კუხოსისა და გაჩიოსისა, და შთამომავალნი ქართლოსისა: მოიღეთ მოწყალება და ახალრომაელთა ნაცვლად ჩაგვსვით ტურნირსა შინა, რომელსაც ჰქვიან დიდ ექვს ერ და რომელიც არის შვენიერი ხარისხითა და სიჩაუქითა. უკეთუ, თქვენც ხედავთ, რომ გუნდი იტალიკებისა, არღარა არიან შთამომავალნი ჭეშმარიტ რომაელთა და ”სკუადრა აძურა” ბრიტანელთა და გალთა მიერ დამცრობილ არს ფრიად და მარცხი იტალიელთა არის სრულიად ჩვეული და უდრტვინველი რამ. ამავ დროსა კი, გუნდი ჩვენი, შემკობილი ყოვლითა სიმშვენიერითა, მქონე პოტენციალისა დიდისა და მყოფი განვითარებისა კვალად, არს მსხვერპლი უსამართლობისა დიდისა. რამეთუ, ”ჯვაროსნებსა” ამათ, არა აქვთ შანსი, რომ ტოლ-სწორად შერკინება ჰქმნან ბობოლათა წინააღმდეგ და ნაცვლად იმისა, რომ კლასი მათი ამაღლდეს უელსის, სქოტების და გალების გუნდებთან ჭიდილში, ხვდებიან ესე კიევის ურუსთა და ბოჰემიელთა, რომელნიც გინა დონითა და გინა ხარისხითა თამაშისათა და გინა მორაგბეებითა ამითა, დიდად ჩამოუვარდებიან ქართლოსიანებს. გეაჯებით, დიდნო ”ირბ”-ელნო, კაცნო ახოვანნო, ბრძენნო და მრავლისმცოდნენო – მოგვეცით შანსი ერთი და ”ჯვაროსნები” არათუ თავსლაფს არ დაისხამენ, არამედ უფრო გაამშვენიერებენ დიდსა ექვსსა ერსა. ყოველივე მოხდება გეგმისამებრ, როგორც თქვენებრ ბრძენნი გადაწყვეტენ და ითათბირებენ. თხოვნაი ჩვენი არს გულრწფელ და მართალ. მარადის თქვენზედ მლოცველნი…”. დაე იყოს, ყოველნი ისე, რაც უფალსსა სწადიან!
ლევან სეფისკვერაძე
This post has been edited by rugby 4 life on 22 Mar 2012, 14:58