თუ ხალხი რუსეთის ჰიმნის დროს დაუსტვენს ეგ ნორმალურია და არც უნდა გაგვიკვირდეს.
არც სტვენაა მოწინააღმდეგე გუნდის მორაგბის მიმართ დიდი დანაშაული როცა ის ჩვენ კარში ჯარიმას ურტყავს.
ვერანაირ ლოგიკაში ვერ ჯდება.
1. მზესუმზირის ჭამის რიტუალი (ვერ გავიგე რატო მიიჩნევს ყოველი მესამე ქართველი თავს ვალდებულად ეს გააკეთოს თამაშის დროს).
2. სკამების დამტვრევის რიტუალი (თან მაშინ როცა გუნდი დიდი ანგარიშით იგებს, როცა აგებს კიდე ჰო ნუ აპროტესტებ რაღაცას. არ ვამბობ რო კარგია მაგრამ ნუ რაღაც ლოგიკაში ჯდება).
3. ფრაზები-რა მაგარია ეს დადმოტყნული.
4.უაზრო გინება მოწინააღმდეგის მიმაღთ როცა მოედანზე რაღაც რაგბის მსგავსი გამოსდით.
5. მსაჯს თუ ერთი ოცჯერ არ შეაგინე ჩათვალე რო სტადიონზე ტყუილად იყავი.
6. სიკვდილ სიცოცხლის საკითხი ხუთი წუთით ადრე მიხვიდე სახლში რაგბის დამთავრების შემდეგ. (აუცილებელია სანამ მატჩი დამთავრდება წამოდგე დაიღრიალო თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო და უკანმოუხედავად გაიქცე რათა მარშრუტკამ არ გაგასწროს).
7. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია 5 წუთით დაგვიანება. აუცილებლად უნდა კითხო მერე ყველას ვინც შენს გვერდით ზის რა ანგარიშია, მიუხედავად იმისა რომ წერია ეს ყველაფერი ტაბლოზე.
8. აუცილებელია შესვენების დროს წახვიდე ფენოვანი ხაჭაპურის საჭმელად. თუ არ გშია ტვალეტში მაინც უნდა წახვიდე ზრდილობის გულისთვის. აბა რო დარჩე ტრიბუნაზე ხო ნახავ როგორ იწყება მეორე ტაიმი და ეგ კიდე დაუშვებელია.
9. აუცილებელია ასევე მობილური ტელეფონით მესიჯობა.
10. თუკი ვინმე შენს წინ მჯდომი ზედმეტი ემოციისგან წამოხტა მაშინ როცა ლელო გადის შენ მოვალე ხარ ეს კაცი სკამზე დასვა. აბა ისე ვერ ხედავ რა ხდება მოედანზე. შენც ხო არ ადგები.
11. აუცილებლად უნდა გაბრაზდე ტრიბუნაზე თუ დაინახე ვინმე გოგო. ეს ოღონთ გულში. კაცი რო სტადიონზე გულიანად ვერ შეიგინება ის რაღა ცხოვრებაა.
12. და ბოლოს აუცილებლად უნდა თქვა ფრაზა. რაგბისტებს ვენაცვალე ფეხბურთელების დედა მოვტყან. ავკრძალოთ საქართველოში ფეხბურთი და მთელი ეს ფული რაგბის განვითარებას მოვახმაროთ