იდეაში ლაშა დვალიშვილის სტუდია უნდა ფიქრობდეს მოგების მიღებაზე.
ანუ თუ შიძენენ ლეგალურად

პრემიერლიგას და გადაიხდიან ერთ მილონ დოლარს(ციფრი რა თქმა უნდა პირობითია) შემდეგ სპონსორებიდან და რეკლამებიდან უნდა შემოგივიდეს მილონ ნახევარი და მოგება ნახონ.
ამიტომ წლის დასაწყისში კარგად უნდა დაითვალონ თუ რომელი ასპარეზობის ჩვენებაა ყველაზე მომგებიანი და ის უნდა აჩვენონ.
ეს ძალიან ბუნებრივია და აჩვენებს თუ არა ეს სტუდია რაგბის უშუალოდ მათი გადასაწყვეტია.
მაგრამ მეორეს მხრივ როცა არსებობს ქვეყანაში საზოგადოებრივი მაუწყებელი და როცა ამ ქვეყნის ნაკრები მსოფლიოში ერთ-ერთ პოპულარულ სპორტის სახეობაში ზედიზედ სამჯერ ხვდება მსოფლიოს უძლიერეს ნაკრებებს შორის, ეს ტელევიზია იმის მაგივრად რომ ჩემპიონთა ლიგას ტრანსლიაციებზე(90% ჩემი პოსტებისა ფეხბურთის განყოფილებაშია, ამიტომ მე ფეხბურთის არ სიყვარულს ვერავინ ვერ დამაბრალებს) ხარჯავდეს ფულს, უფრო ბუნებრივი იქნება ამ ფულის ნაწილი სწორედ ამ ძვირი სარაგბო მატჩების შეძენას მოახმაროს.
თორე ჩემპიონთა ლიგას პირველი არხის საშუალებით თუ მის გარეშე ისედაც ყოველთვის ვუყურებდით.