მოკლედ არ მეზარება და დავიწყებ. ქოქოსა (ლაშა ხმალაძე) უდავოდ საუკეთესო 10 ნომერია დღესდღეობით შიდა ჩემპიონატში (და არა მარტო...

imho მალაღურასაც ჯობია

). სხვებს თუ არა მე მახსოვს ყოჩები ლელოს შარშანწინდელ (მგონი) თამაშში(მე რო ყოჩები-ყოჩების ვბღაოდი) როგორ გაამწარა მთელი თამაში მალაღურა, ბოლოს ბურთზე დაუფარა და ლელოც დადო. გამომდინარე ყოველივედან ველოდი რომ სოხაძესაც ასე თუ ისე დაჩაგრავდა (მიუხედავად იმისა, რომ სოხაძეც უნიჭიერესია და მე მინახია მისი უმაღლეს დონეზე ჩატარებული თამაშები). თავიდან ჩემი "პროგნოზი" გამართლდა. ქოქოსამ უკეთ ურტყა მოედანში ვიდრე თემუკამ და თემუკას ბოლოს თავისი ოცდაორიდან აუტში დარტყმა უწევდა რაც ლელოს აძლევდა შეტევის საშუალებას, თუმცა შემდგომ სოხაძემ მოედანში ტაქტიკურ რტყმას ცოტა ხნით ბურთის ამოტანა და ე.წ. "აბრაგანების" რტყმა არჩია რამაც ძალიან აურია ლელოს უკანა ხაზის თამაში და ყოჩებმაც დიდი ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვეს, რადგან ლელოს უკანა ხაზში "ხვრელები" გაჩნდა, რითაც თავად სოხაძემ ისარგებლა კარგად და ერთი ორჯერ არეული ლელოს ხაზი გაჭრა, უბრალო პირდაპირ სირბილით. საბოლოო ჯამში ეს ანგარიშშიც აისახა და პირველი ტაიმი ყოჩების გამარჯვებით დასრულდა 6:10.
მეორე ტაიმის დასაწყსში ქოქოსამ ძალიან კარგად ურტყა ყოჩების უკანა ხაზს. მისი თითქმის ყველა დარტყმული ჯერ ძირს ეცემოდა და მხოლოდ მერე ახერხებდნენ ყოჩები აღებას და მოგერიებას, ლელოც რა თქმა უნდა ხაზს წევდა და მოგერიება რთულდებოდა, თუმცა თემუკა სოხაძემ რამოდენიმეჯერ იმდენად კარგად დაუბრუნა უკან ბურთი, რომ ასეთმა გადაკიდებებმაც აზრი დაკარგა, რადგან ტერიოტორიულ უპირატესობას აღარ იძლეოოდნენ და ლელოსაც იქ აძლევდა შეტევას საიდანაც დაიწყო. მერე ვნახეთ სოხაძის შესრულებული რამოდენიმე მშვენიერი cross field kick რომლების უმეტესობაც ყოჩების მოთამაშეებმა ვერ აიღეს, თუმცა თამაში გამწვავდა და ლელოს ასეთი ბურთების აუტში გადაგდება უწევდათ. 2ჯერ კი ყოჩების მოთამაშეებმა მოახერხეს ასეთი ბურთის აღება და სალელოვე შეტევის თავადვე გაფუჭება

. უნდა ვთქვა, რომ ქოქოსას "ვინტების" შემდეგაც მოუწიათ რამოდენიმეჯერ ყოჩებს აუტში ბურთის მოგერიება, თუმცა ლელო ამ შეხვედრაში აუტებში აშკარად დაიჩაგრა... პირველად ცხოვრებაში ვნახე საქართველოს ჩემპიონატში, რომ ვინმე დაკიდებულ ბურთს სირბილში და შემდგომ ნახტომში იღებდა. პირველმა ეს ლამაზი ილეთი "ქოქოსამ" შეასრულა, ხოლო შემდგომ კი ყოჩების 8 ნომერმა ტრაპაიძემ, რომელმაც ზუსტად ქოქოსას ააცალა (რომელიც ასევე ნახტომში იყო) მაღალი ბურთი. წვიმის გამო ხელით თამაში მინიმუმამდე იყო დაყვანილი, თუმცა რამოდენიმე ლამაზი კომბინაცია (KOMBINACIAAA ! ! !

) ორივე გუნდის შესრულებით ვნახეთ. ყოჩებმა ხაზიც გაჭრეს, თუმცა ბოლო წამზე სოხაძეს ბურთზე ფეხი მიურტყეს არადა იგი ბურთის შეცურებას ცდილობდა და ნიჟარაძეს ლელოს დადება აღარ გაუჭირდებოდა. საბოლოო ჯამში ამინდის მიუხედავად თამაში ნამდვილად შედგა. პირადად მე შიდა ჩემპიონატში ესეთი ლამაზი და დაძაბული თამაში დიდი ნახია არ მინახია. თუ შარშან რაგბს მხოლოდ ერთი გუნდი თამაშობდა და ჩემპიონიც გახდა წელს ასეთი გუნდი ორია (შეიძლება მეტიც...) რაც ნამდვილად კარგია. მოკლედ იარეთ ხალხო შიდა ჩემპიონატის თამაშებზე ამინდის მიუხედავად არაფერს დაკარგავთ

P.S. ასევე გამორჩეულად კარგად ითამაშეს შავლეგ მახარაშვილმა (ნომერი 15) რომელიც ფაქტიურად პოზიციურ შეცდომებს არ უშვებდა და ახალგაზრდა "ხუკერმა" შალვა მამუკაშვილმა, რომელმაც ჯაბა ბრეგვაძე შეცვალა (ჯაბა 8ზე გადაავიდა ბოლო 20 წუთი) და ერთხელ ლელოსთვის მოგებული აუტიდან თითქმის 50 მეტრიანი გარღვევაც შემოგვთავაზა, თანაც ისე, რომ ორ მბოჭავს გაექცა. ქოქოსას ფეხებში ბოჭვიდან ამოუხტა ხოლო თავის უშუალო მეურვე ლელოს 2 ნომერს კი კონტაქტში დაუტრიალდა და 30 მეტრი ირბინა. გეგენავას კი პირველი ორი კაცი უბრალოდ ვერ ეკარებოდნენ. მე არ ვიცი ეგ ბიჭი რა ფინტს აკეთებს მაგ სისწრაფით, მაგრამ ფაქტი ფაქტია, რომ პირველი ორი კაცი მას ვერასდროს ხელსაც ვერ კიდებს და 15-20 მეტრიან გარბენს მაინც ასწრებს სანამ რამოდენიმე მოთამაშე ერთად შებოჭავს (დაკიდებულიდან წამოღებული ბურთებს ვგულისხმობ). ლელოდან გამორჩეულად კარგად ითამაშეს ვიქტორ კოლელიშვილმა (არავის გვიკვირს), თავად ხმალაძემ და თოდუამ, რომლის მიერ აწეული ხაზიც ძალიან უშლიდა ყოჩებს ხელს ბურთის კარგად გადმოტანაში.
This post has been edited by Love The Sun on 2 May 2010, 14:27