გუშინ რეკლამა ვნახე ტივიში. კონცერტია შაბათს ბათუმში დაგეგმილი და კონცერტის (ასე ვთქვათ) სლოგანია – "ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება!" და ხალხს მოუწოდებენ, რომ თამაშის შემდეგ ყველა (ვინც ტურისტულით არ არის წასული და მეორე დრეს არ გეგმავს წამოსვლას) მოვდივართ ბათუმში.
ჯერ ერთი რომელ გამარჯვებაზეა საუბარი? ღმერთმა დაგვიფაროს და მთლად ისე რომ არ წავიდეს თამაში, როგორც ჩვენ გვინდა, რას დაემსგავსება მთელი ეს კამპანია, ალბათ ხვდებით

ამიტომ, ასე წინასწარ თქმა "ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება", ვფიქრობ, რომ ძაან ცუდად ჟღერს.
და მეორეც: თამაში იწყება ჩვენი დროით 17 საათზე. ალბათ თამაშის დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ 1 საათში (ანუ, ჩვენი დროით 20 საათზე) გამოეშურება ხალხი ბათუმისკენ. სულ ცოტა 2 საათი არის საჭირო, რომ საზღვრამდე მოაღწიონ (ავტობუსებს უფრო მეტი ჭირდებათ). ანუ, დაახლოებით 22 საათზე მოხდება ეს. მაგრამ ყველა ერთად რომ მოაწყდება სარფს...
რა ვიცი.
იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის.
ჩვენების გამარჯვებაში ეჭვიც არ მეპარება, მაგრამ, ჯერ ისედაც ამხელა პასუხიმგებლობა აკისრიათ და კიდევ იმის წინასწარ ყვირილით, რომ "ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება", ამით ამ პასუხისმგებლობას ალბათ ვუათმაგებთ და ცუდად არ იმოქმედოს ამან ბიჭებზე...
იმედია არა...
გემოვნებაზე არ დაობენ უგემოვნოები! © მე.
რა ღორია ეს გოჭი! © ესეც.