სქრამის სტატისტიკა მშრალი ციფრებია, რომელშიც
1. არ ჩანს მეტოქეს რამდენჯერ აკიდე ჯარიმა შერკინებაში >>> ჩემს წინა პოსტში 4-ჯერ აუკიდებიათ სკოტებისთვის შერკინებაში ჯარიმა, დამეთანხმები, რომ მშვენიერი შესატევი პლატფორმაა
2. რამდენჯერ დაიხია მეტოქემ უკან შერკინებაში, მაგრამ მაინც რომ მოიგო ბურთი >>> ამონარიდი იმავე "ოქმიდან"
თან ისიც გაითვალისწინე მეგობარო, რომ სკოტებმა ყველა შერკინება სუფთან კი გამოიტანეს, მაგრამ უმეტეს შემთXვევაში ე.წ Back foot-ზე ანუ უკან იხევდნენ და შესატევად კარგი პლატფორმა არ ჰქონდათ >>> მაშინ როდესაც იტალიელებმა პირველი ლელო სწორედ შერკინებაში რომ მოიპოვეს უპირატესობა და პარისე რომ მოეხსნა, იქიდან დადეს პირველი ლელო (კელი ბრაუნმა შერკინების უკან დახევის შედეგად ვერ მოახერხა დროულად ასვლა პარისეზე და სკოტების ხაზს მოუხდა პარისეზე თამაში, რის შედეგადაც თავისუფალი არხები გაჩნდა)
არადა ორივე ეს ფაქტორი მეტოქის შერკინებაში დაჯაბნაზე მიუთითებს, თუმცა სქრამის სტატისტიკა ამაზე სდუმს
This post has been edited by David_S on 22 Mar 2012, 07:52
სჯობს ენას კბილი დააჭირო და ხალხს სულელი ეგონო, ვიდრე ალაპარაკდე და მსმენელს ეჭვები განუქარვო
მთელ საზოგადოებას და ერს გვიჭირს გონებაში. ეს არის ჩვენი ტრაგედია © gigiberi