ახალი ზელანდიის ვიზები გაიცემა ქ.მოსკოვში ახალი ზელანდიის საელჩოში
(მის:მოსკოვი,121069
პოვარის ქ.44
კანცელარია :(495)956–35–79
ფაქსი:(495)956–35–83
www.nzembassy.msk.ru
ახალი ზელანდიის საიმიგრაციო სამსახური:
ტ:(495) 956–35–79, 956–26–42
ფაქსი:(495)956–35–83
www.nzis.msk.ru
სამუშაო საათები:
ორშაბათიდან –პარასკევამდე:9:30–11:30
წარმოდგენილი დოკუმენტთა ნუსხა უნდა იყოს აუცილებლად ინგლისურად ნათარგმნი და შესაბამისად ნოტარიუსის მიერ დამოწმებული,თანდართული უნდა იქნეს აგრეთვე ორიგინალები.
საჭირო დოკუმენტთა ნუსხა:
· საზღვარგარეთის პასპორტი,რომელიც უნდა იყოს მოქმედი არა ნაკლებ 3 თვისა ვიზის ვადის გასვლის შემდეგ.
· შევსებული სავიზო აპლიკაცია(რომელიც შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგ ინტერნეტ ბმულზე
http://www.immigration.govt.nz/NR/rdonlyre...2F73/0/1017.pdf )
· 1 ფოტო 3*4
· ცნობა სამსახურიდან სადაც უნდა იქნეს მითითებული თქვენი დაკავებული თანამდებობა და ხელფასი
· ფინანსური დასტური(საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი)
· შიდა პასპორტის ასლი
· ახალ ზელანდიაში გასამგაზავრებელი ტურისტული პროგრამის ასლი
· სასტუმროს ჯავშანი
· ახალი ზელანდიიდან დაბრუნების საფუძველი,კერძოდ კი ბილეთი დახურული თარიღით და ასევე დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილი გარანტია პირის უკან დაბრუნების თაობაზე
· საკონსულო მოსაკრებელი–80$
****თუ პირი მიემგზავრება ახალ ზელანდიაში 6 თვეზე მეტი ხნის ვადით მაშინ მან უნდა წარმოადგინოს გულ–მკერდის ღრუს რენდგენოგრამა Ref.NZIS1096,
ხოლო 24 თვეზე მეტი ხნით გამგზავრების შემთხვევაში სამედიცინო სერთიფიკატი Ref.NZIS1007 შევსებული და დამოწმებული ექიმის პირადი ხელომოწერით.ყველა სამედიცინო ცნობები მოქმედებს 3 თვით ვადით.
თუ იმ პირთა ასაკი,რომელნიც მიემგზავრებიან ახალ ზელანდიაში 24 თვეზე მეტი ვადით17 წელს აღემატება ,მაშინ მათ უნდა წარმოადგინონ თავისი ქვეყნის პოლიციიდან ცნობა ან იმ ქვეყნიდან სადც ცხოვრობდნენე 5 წლის ვადით მაინც.
18 წელზე ნაკლები ასაკის მქონე პირთა მიერ ვიზის მიღების შემთხვევაშ აუცილებელია წარმოადგინონ:
· ნოტარიულად დამოწმებული მშობლების თანხმობა გამგაზავრებაზე
· დაბადების მოწმობის ორიგინალი
· ცნობა ქორწინებაზე ან განქორწინებაზე