კაპიტნები
http://www.irb.com/mm/Photo/Tournament/Med...038747_ORIG.jpgთედო მეოცე კაპიტანია!
სამ ფრონტზე ვრაგბობთ ამ უქმეებზე, ივნისის პაპანაქებაში: ბუქარესტში, "ირბ ერთა თასის" სტარტზე, შარშანდელ ჩემპიონ შოტლანდიასთან ბრძოლაში თედო ზიბზიბაძე მიგვიძღვება; კვიპროსზე ბესიკ ხამაშურიძე და გიორგი შკინინი გვაშვიდკაცებენ ბოლო ევრო-ეტაპზე; გია რაფავა კი კვირას, ვაკეში, "ამერ - იმერის შერკინებას" მართავს ორ ასაკში.
ფეხბურთის მსოფლიო თასს არა ვცნობთო და რუმინეთის ფედერაციას "არკულზე" ვეება ბაირაღი გაუკრავს, აქ მრგვალი ბურთი არავის ადარდებსო. მუნდიალისა და 35-გრადუსა ხვატის მიუხედავად, პრეზიდენტ ალინ პეტრაკეს ხუთი ათასი, მცოდნე ქომაგის მისვლა მაინც ეიმედება, მაგრამ აქეთ ორივე რუმინული და იქეთ ირბ-ის საითიც ისე ზარზაცობენ, რომ ჯერ განაცხადებიც არ აუტვირთავთ.
სამაგიეროდ, "ევრო სპორტ ორმა" გადახედა პროგრამას და ბოლო რაუნდში, იქეთა კვირას, აღარ გვიჩვენებს საქართველო - ნამიბიის ცოცხალს. სიახლეა ჩვენს 26-კაცა რაზმშიც - დიმიტრი ბასილაიას შეცვლის 31 წლის დავით ბოლღაშვილი, მასზე ერთი წლით უმცროსი ზიბზიბაძე კი ბორჯღალოსანთა მეოცე კაპიტანი გახდება ნაკრების 122-ე და თავის 48-ე ტესტში.
შოტლანდიამ 18 თვის წინ, გლაზგოში 69:3 მოგვიგო, მაგრამ ამჯერად გაფართოებული პირველი გუნდი არგენტინაში მიუვლენია და ჩვენებიც უსათუოდ ბრძოლის იშტაზე იქნებიან. დამწყები 15-ეული ერთობ საინტერესოა და გემოზეც შეუძლია ბურთაობა, ოთხი ვეტერანი კი სქოთებთან განგებ უქმობს და იტალია - ნამიბიისთვის ემზადება.
სხვაფრივ, კვიპროსზე, პაფოსში, მესამე ადგილის დაჭერა გვჭირდება სერიის 12-გუნდა ფინალში გასასვლელად, "რაფოს თასზე" კი, ვეტერანთა გარდა, ირბ-ის მიერ დაფინანსებულ აკადემიათა გუნდებიც შეიბმებიან.
>>> ირბ "ერთა თასი"
ბუქარესტი (რუმინეთი) არკულ დე ტრიუმფი
პარ 11/06 პირველი რაუნდი (საქ დროით)
სულ ცოცხლად ევრო სპორტ ორზე!
16.00 რუმინეთი - ნამიბია
18.00 იტალია*ა - არგენტინა*ა
20.00 საქართველო - შოტლანდია*ა
ბორჯღალოსნები ($ ახალბედა)
ბეკ) 15 ირაკლი ყიასაშვილი, 14 სანდრო თოდუა, 13 რეზო გიგაური, 12 თედო ზიბზიბაძე^კაპ, 11 ირაკლი ჩხიკვაძე; 10 ლაშა ხმალაძე, 9 ბიძინა სამხარაძე /
ფორ) 1 დავით დადუნაშვილი, 2 ჯაბა ბრეგვაძე, 3 ბექა შეყლაშვილი$; 4 კახა უჩავა, 5 შალვა სუთიაშვილი; 6 სიმონ მაისურაძე, 7 ლაშა თავართქილაძე, 8 ვიქტორ კოლელიშვილი
მრქ) 22 მამუკა ნინიძე$, 21 გიგა კორკელია$, 20 გიორგი როხვაძე / 16 კახა ასეიშვილი, 17 ვასილ კაკოვინი; 18 კოტე მიქაუტაძე$, 19 შოთა საყვარელიძე$
უქმ) მერაბ კვირიკაშვილი, მალხაზ ურჯუკაშვილი / ირაკლი ნატრიაშვილი, დავით ბოლღაშვილი
უფრ) თიმ ლეინი, ილია მაისურაძე, ვასილ აბაშიძე
>>> ბორჯღალოსანთა მონაგარი
22 წელში (1989-2010)
121 თამაში (43 შინ, 55 გარეთ, 23 ნეიტრალურზე)
72 მოგება - 44 წაგება * 5 ფრე
ქულა 2792:2308 (+484) ლელო 345-250 (+95)
198 კაცი: 79 ბეკი, 112 ფორვარდი და 7 უნივერსალი;
ბეკებმა გაიტანეს 162, ხოლო ფორვარდებმა 183 ლელო
<< 19 კაპიტანი
34 ილია ზედგინიძე; 20 ირაკლი აბუსერიძე; 12 ზურაბ მჭედლიშვილი, ლევან ცაბაძე; 11 დიმიტრი ობოლაძე; 7 ნუგზარ ძაგნიძე; 5 გია ლაბაძე; 3 ოლეგ ლიპარტელიანი (პირველი! პავლე ჯიმშელაძე, ბესო უდესიანი; 2 ვასილ კაცაძე, დავით ბოლღაშვილი; 1 ალეკო ხვედელიძე, თამაზ ფხაკაძე, გია რაფავა, ვანო ნადირაძე, ბესიკ ხამაშურიძე, ვიქტორ დიდებულიძე, გოდერძი შველიძე
>>>