კავშირის ვებ-გვერდიდან
http://site.rugby.ge/portal/alias__Georgia...60/default.aspxმწვერვალები და ჩავარდნებისაქართველოს ნაკრებმა რსს-ს (რაგბის საერთაშორისო საბჭო) ერთა თასზე მეორე მატჩი გამართა. ამჯერად იტალიის „ა“ ნაკრებთან. ამ თამაშს რაგბის ყველა ქომაგი მოუთმენლად ელოდა. იმედი გვქონდა, რომ შოტლანდიის „ა“ ნაკრების დამარცხების შემდგეგ, ჩვენი გუნდი წარმატებას განამტკიცებდა და ტურნირის ერთპიროვნული თუ არა, ერთ-ერთი ლიედრი მაინც გახდებოდა. სამწუხაროდ, ჩვენი ნაკრები 3: 21 დამარცხდა. მეტოქემ ყველა სათამაშო კომპონენტში დაგვჩაგრა და დაცვითი ბონუსის მოპოვების, ანუ 8-ზე ნაკლები ქულით წაგების საშუალებაც კი არ მოგვცა.
თამაშმა თვალნათლივ დაგვანახა ყველა ის პრობლემა, რომელიც ამჟამად ნაკრების წინ დგას და რაც შეიძლება სწრაფად გადაჭრას მოითხოვს, თუ არ გვსურს 2011 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მეორეხარისხოვანი სტატისტების როლით დავკმაყოფილდეთ.
თუმცა, მოდით, ყველაფერს თანმიმდევრულად მივყვეთ
თამაშამდე:სასტარტო შერმადგენლობაში რამდენიმე ახალი მოთამაშე ვიხილეთ: იური ნატრიაშვილი, დავით ბოლღაშვილი, მერაბ კვირიკაშვილოი და მალხაზ ურჯუკაშვილი. ანუ თითქმის მთლიანად გადახალისდა გუნდის ე.წ. „ხერხემალი“ . (#2,#8, #9, #10, #15). ამ ცვლილეებს ერთის მხრივ, სტატიკურ ფაზებში ბურთის სწრაფი და ხარისხიანი მოგება უნდა უზრუნველეყო (წინა თამაშში კოლელიშვილი მისთვის უჩვეულო #8 პოზიციაზე ოდნავ დაბნეული ჩანდა;ხოლო ბრეგვაძის შეცვლის შემდეგ აუტშიც გარკვეული პრობლემები გაჩნდა). ხოლო მეორეს მხრივ, უფრო აგრესიული და მრავალფეროვანი უნდა გაეხადა უკანა ხაზის თამაში შეტევაში.
თამაში:თავიდანვე ვიტყვი, რომ ამ ცვლილებებმა არ გაამართლა. ერთადერთი პოზიტივი შერკინებიდან ბურთის ოდნავ უკეთესი გამოსვლა იყო, რაც იმის გათვალისწინებით, რომ ამჯერად მოწინააღმდეგის შერკინება აშკარად გვჯობდა, დავით ბოლღაშვილის გამოცდილებასა და #8-ის სათამაშო სპეციფიკის უკეთ ცოდნას უნდა მივაწეროთ.
სხვა მხრივ, შერკინებაშიცა და აუტშიც მოწინააღმდეგის უპირატესობა აშკარა იყო. მთელი თამაშის განმავლობაში ვერ მოხერხდა სტატიკაში თამაშის დალაგება. საგანგაშოა აუტში ცუდად მოგებული, ან სულაც დაკარგული ბურთების რაოდენობა.
თუ არ ვცდები (ოფიციალური სტატისტიკა არ უჩვენებიათ) აუტში ბურთი ხარისხიანად სულ ორ-სამჯერ მოვიპოვეთ. დანარჩენი ისეთი იყო, რომ კარგი შეტევის წამოწყებაზე ფიქრიც კი არ ღირდა. ხოლო ოთხჯერ ჩვენი შემოგდება სულაც მოწინააღმდეგემ მოგვიგო.
არც შერკინებაში გვქონდა საქმე უკეთესად. მარტო ის რად ღირს, რომ მინიმუმ სამი ჩვენი შერკინება დავთმეთ. აქედან ორჯერ - დავჯარიმდით (ჯარიმების თემას მოგვიანებთ დავუბრუნდები)
მოწინააღმდეგის შერკინებამ ღია თამაშშიც გვაჯობა. იტალიელთა დინამიურ მოლს და რაქში აგრესიულ, გამიზნულ თამაშს ჩვენებმა ვერაფერი დაუპირისპირეს. ბუნებრივია, ფორვარდების სუსტი თამაში პრობლემას უქმნიდა ნახევარდაცვასა და ბეკებს. მაგრამ იმ იშვიათ შემთხვევებშიც კი, როდესაც შერკინება შეტევისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას ახერხებდა, ნახევარდაცვა და სამმეოთხედები არასწორი გადაწყვეტილებებითა და ტექნიკური წუნით „წარმატებით“ ანიავებდნენ მიღწეულ უპირატესობას.
ყველა ზემოთჩამოთვლილი პრობლემა მეტად სერიოზულია და მათი გამოსწორება ხანგრძლივ, დაუღალავ მუშაობას მოითხოვს (თანაც, მათი დიდი უმრავლესობა სანაკრებო კი არა, საკლუბო დონეზე უნდა გადაწყდეს). რაგბიში ყველა, მეტ-ნაკლებად, ჩახედულ ადამიანს ესმის - ქართველი მორაგბეების ინდივიდუალური და კოლექტიური ტექნიკის დონე ერთი ხელის მოსმით ვერ გაუმჯობესდება. ამ მიმართულებით სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს და დარწმუნებულნი ვართ მის შედეგებს რამდენიმე წელიწადში აუცილებლად მოვიმკით. მაგრამ არის ერთი ძალზედ მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომლის გამოსწორება მართლაც უმოკლეს ვადაში შეიძლება და ურომლისოდაც სერიოზულ წარმატებაზე ფიქრიც კი ზედმეტია. ეს სათამაშო დისციპლინაა.
საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, თავს ნებას მივცემ, უფრო ვრცლად შევეხო მას. სათამაშო დიისციპლინა მხოლოდ წესების დაცვას როდი გულისხმობს. იგი გაცილებით უფრო ფართე ცნებაა და მჭიდროდ უკავშირდება სპორტის გუნდურ სახეობაში კონკრეტული მოთამშის პასუხისმგებლობის საკითხს.
დისციპლინირებული და, აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობის მქონე მოთამაშე ვალდებულია ობიექტური (სიცხე, სიცივე, წვიმა, ცუდი მოედანი....) და სუბიექტური (დაღლა, გუნებაგანწყობა, პირადი სიმპატია-ანტიპატია, ბრაზი, გაცხარება...) მიზეზების მიუხედავად, მოედანზე იყოს იქ, სადაც გუნდს სჭირდება და აკეთოს ის, რაც გუნდისათვის არის აუცილებელი. ერთი სიტყვით, სათამაშ დისციპლინა, ვიმეორებ, წესების მკაცრი დაცვის გარდა, გულისხმობს გუნდის ინტერესების აბსოლუტურ პრიორიტეტს ცალკეული მოთამაშის ინტერესებთან შედარებით. ასეთი დამოკიდებულება თავიდანვე იყო რაგბის ერთ-ერთი ფუძემდებლური პროინციპი და საბედნიეროდ, მიუხედავად პროფესიონალიზმის გავლენისა, ტრადიციული სარაგბო ქვეყნების გუნდები დღესაც წარმოადგენენ ასეთი მიდგომის მშვენიერ მაგალითს. არცერთი ზელანდიელი, სამხრეთაფრიკელი, ავსტრალიელი, რაოდენ დიდი „ვარსკვლავიც“ არ უნდა იყოს, არ დაუშვებს თავისი ქმედებით გუნდის ინტერესებს შეგნებულად მიაყენოს ზიანი.
ჩემი აზრით, ქართველი მორაგბეები თავიანთ სახელგანთქმულ უცხოელ თანამოძმეებს პირველ რიგში ამ მხრივ უნდა დაემსგავსონ და მაშინ: კაპიტნის უკითხავად აღარავინ გაათამაშებს თითქმის 100% იან გასატან ჯარიმას, როცა ანგარიში სულ ექვსით ნოლია და ბონუსების სისტემის გათვალისწინებით ყოველ ქულას ოქროს ფასი აქვს; აღარავინ „აიკიდებს“ უაზრო ჯარიმას მოწინააღმდეგის ჩათვლის მოედნიდან სამ მეტრში, როცა ბურთი, მართალია მეტოქეს აქვს, მაგრამ საუკეთესო შემთხვევაში, იძულებულია იქვე აუტში გადააგდოს; აღარავის დაეზარება თამაშგარეს ათმეტრიანი ზონიდან კიდევ ერთხელ გამოსვლა იმის მომიზეზებით, რომ თანაგუნდელმა უკვე მერამდენედ გაუმართლებლად ითამაშა ფეხით.
მე კარგად ვიცნობ ნაკრების ამ შემადგენლობის თითქმის ყველა მოთამაშეს. ამიტომ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მწვრთნელების სათანადო ძალისხმეის შდეგად ეს ჩამორჩენა უმოკლეს ხანში დაიძლევა.
და ბოლოს ამ „ლირიული გადახვევის“ შემდეგ მინდა ორიოდე სიტყვით კვლავ სატურნირო ამბებს დავუბრუნდე. რა თქმა უნდა ჯერ არაფერი არ არის დაკარგული. ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი, რომ მწვრთნელებიცა და მოთამაშეებიც სწორ დასკვნებს გააკეთებენ და 20 ივნისს ნამიბიის წინააღმდეგ მხოლოდ გასამარჯვებლად გამოვლენ. თავის მხრივ ნამიბიელებმაც დაამტკიცეს, რომ მათაც საფუძვლიანი პრეტენზია გააჩნიათ რსს-ს ერთა თასზე.
თავად ის ფაქტი, რომ ძირითადად ახალბედა მოთამაშეებით დაკომპლექტებულმა ექსპერიმენტულმა ნაკრებმა შოტლანდიის „ა“ ნაკრები დაამარცხა ოპტიმიზმის საფუძველს გვაძელვს. რაც შეეხება სტაბილურობას: ესმაღალი კლასის მაჩვენებლია. კლასი კი მხოლოდ თავდაუზოგავი შრომითა და სწორი ვარჯიშით მიიღწევა.
გიორგი ჭუმბურიძე
"І прийде час, коли один скаже: "Слава Україні! ", а мільйони відповідатимуть "Героям слава!"