ახლა ზე-ინტელექტუალური და ამავე დროს ძალიან წვეტიანი აზრების მოზღვავება მაქვს და პაწა ამიტანეთ
პირველ რიგში უდიდესი მადლობა ბიჭებს დღევანდელი თამაშისთვის
არ მეგონა თუ დადგებოდა დრო, როდესაც შეგეხვეწებოდით, აღარ მინდა ამდენი ხაზი, ერთხელ მამაპაპური მოლით დადეთ ლელო თქო

ეს ნახევრად ხუმრობით
ახლა კი სერიოზულად
მისასალმებელია, რომ ხელდახელ ცდილობენ თამაშს და უკანა ხაზის უფრო აქტიურად გამოყენებას. ბეკები ხომ თავისთავად, მაგრამ შერკინების ბიჭებიც ცდილობდნენ კონტაქტისას ბურთის ამოგდებას და იერიშის უწყვეტობის შენარჩუნებას. მართალია ამის შედეგად ერთი-ორჯერ მეტოქეს ჩავაბარეთ ბურთი, მაგრამ უდაოდ დასაფასებელია. ცოტა მეტი ყურადღება პასის გამშვების მიერ, ცოტა უკეთესი მიყოლა + ცოტა უკეთესი კოორდინაცია პასის გამშვებსა და მიმყოლს შორის და მერწმუნეთ გაცილებით მაღალი დონის თამაშებს ვნახავთ.
გორგოძემ რომ გახადა ესპანელს მაისური და ბურთიანად გაქუსლა, აი მაგ თამაშში პირველ ტაიმშიც ჰქონდათ მცდელობა ჩვენებს ხელდახელ გაშლილი რაგბი ეთამაშათ, მაგრამ მაშინ თითქოს შერკინების მიერ პლაცდარმის მოპოვებაზე საერთოდ აიღეს ხელი და ერთგვარი 7 კაცა გამოუვიდათ, რის გამოც მეტოქე ადვილად გვხურავდა და გასაქანს არ გვაძლევდა.
დღევანდელ თამაშში პირიქით იყო, შერკინება თავის საქმეს ასრულებდა და მხოლოდ ამის მერე გადიოდა ბურთი ხაზზე. კარგია თუ არ გადავამლაშებთ და შერკინებას მივცემთ უპირატესობის მოპოვების საშუალებას, რაც ბეკებს კიდევ უფრო გაუადვილებს საქმეს.
ახალბედებზე მინდა ვთქვა ორიოდ სიტყვა: თავი ნამდვილად არ შეურცხვენიათ... პერსონალიებზე არ გადავალ... თუ ბევრს იშრომებენ, ძალიან ღირსეული შეცვლა ეყოლებათ „ბებრებს“
უარყოფითი მომენტები
დერეფანი თავიდან 3-4-ჯერ ზედიზედ ააგდეს ლაბოზე... მერე მოწვეს ესპანელებმა და შემდეგ დერეფანზე თავიანთ 22-თან მშვენიერი პლაცდარმი რომ უნდა გვქონოდა შესატევად, ლაბაძეს ცხვირწინ დაუყენეს ბლოკი და სუფთადაც მოგვიგეს ბურთი. მხოლოდ ამის მერე დავიწყეთ სუთიაშვილზე და ბინგოზე აგდება... მეორე ნახევარშიც გაგვიცუდდა 2-3 ჩვენი დერეფანი... არადა ლელოსთან 5 მეტრში ვიყავით... კომბინაციების მრავალფეროვნება აუცილებელია >>> სუთიაშვილი, ბინგო, ლაბო >>> მინიმუმ 3 მხტომელი გვყავს და უნდა გამოვიყენოთ... არ არის აუცილებელი სულ მუდამ სრული დერეფანი დავაყენოთ, ხანდახან შეიძლება დამოკლებული დერეფანიც 3-4 კაციანი იყოს...
რატომღაც არ ცდილობენ მეტოქის შემოგდებაზე ბლოკები დაყენებას და მხოლოდ მეორე ტაიმში დაიწყეს ჩვენი მხტომელის აწევა, ისიც მხოლოდ პირველ კაცზე... დალოცვილებო, უფრო აქტიურად ვეთამაშოთ, პირველ კაცზეც ავწიოთ ხოლმე და შუაშიც...
მესმის, რომ თუ ჩვენი ჩათვლის მოედანთან ახლოს არის დერეფანი, შეიძლება მოლში დროულად ორგანიზებულად შესვლა ვერ მოვასწროთ და მეტოქემ უპირატესობა მიიღოს... მაგრამ დერეფანი თუ მოედნის შუაწელშია და თან ისეთი მეტოქე გყავს, რომელსაც მოლში ჩაგრავ, რატომ არ უნდა ავუხტეთ იმათ მოწოდებებზე, მომკალით და არ მესმის
დერეფანში კარგად თამაში მარტო ჩვენს შემოგდებაზე გამართულ თამაშს ხომ არ გულისხმობ, მეტოქესაც ხომ უნდა შეუშალო ხელი. თუ სუფთად ვერ მოვიგებთ, მეტოქეს მაინც არ მივცემთ ბურთის სუფთად მოგების საშუალებას და მერე სწრაფად გატანა თუ ვერ მოახერხეს, ჩათვალე, რომ დაცვას ძალიან უადვილებ საქმეს... თან ფსიქოლოგიური მომენტია, ითრგუნება გუნდი, რომელსაც დერეფნიდან სწრაფი ბურთი არა აქვს >>> გაიხსენეთ აშშ-სთან თამაში
დაცვაიმის გამო, რომ რამდენჯერმე ვერ მოხერხდა დაცვის ხაზის დროული გადაწყობა ესპანელებმა გაჭრეს დაცვის პირველი ეშელონი და მხოლოდ მეორე ეშელონიდა მოვახერხეთ მათი გაჩერება... უფრო კლასიანი გუნდი აუცილებლად გამოიყენებდა მაგ მომენტებს
ახლა ინგლისი-იტალიის თამაშს ვუყურე და თუ მხედველობაში არ მივიღებთ, რომ იტალიის ათმა ნომერმა ორკერამ (ჩვენი მეკოს ხელაა ზომა წონით) 2-ჯერ უბრალოდ გაატარა მომხვდური, სწორედ იმის ხარჯზე გააქვს ინგლისს ლელოები, რომ სწრაფად გადაწყობას რომ ვერ ასწრებს სკუადრა აძურა... ჩვენც იგივეზე გვაქვს ძალიან ბევრი სამუშაო
პასებიარ შემიძლია რომ არ აღვნიშნო 9/10-ის მიერ გაშვებული ძალიან მაღალი პასები... ბიჭებო, ძვირფას წამებს კარგავს მიმღები მასეთი ბურთის დამუშავებაში, რომ აღარაფერი ვთქვათ, რომ ხანდახან საერთოდ ვერ იჭერს, რის გამოც დღეს 2-3 ძალიან კარგი მომენტი ქარს გავატანეთ
გადაყრაზეც უფრო ბეჯითად გვმართებს მუშაობა და ბოჭვის არის უფრო სწრაფად გასუფთავება
მგონი სულ ესაა
დანარჩენი სხვებმა დაამატონ ან შემისწორონ
კიდევ ერთხელ მადლობა ბიჭებს ყველაფრისათვის
This post has been edited by David_S on 12 Feb 2011, 20:30
სჯობს ენას კბილი დააჭირო და ხალხს სულელი ეგონო, ვიდრე ალაპარაკდე და მსმენელს ეჭვები განუქარვო
მთელ საზოგადოებას და ერს გვიჭირს გონებაში. ეს არის ჩვენი ტრაგედია © gigiberi