მოგესალმებით ლისაბონიდან. ერთა თასის არა ამარტო ტურის, ალბათ მთელი გათამაშების ცენტრალურ მატჩში ერთმანეთის პირისპირ წარდგებიან პორტუგალიის და საქართველოს ნაკრებები. ამინდი მშვენიერია, დაახლოებით 18-19 გრადუსია. ქარი არ ქრის, ადგილობრივი გულშემატკივრების დროშებით და საყვირებით შეიარაღებულან და ავსებენ უნივერსიტეტის სტადიონს. აქა იქ ქართული დროშებიც ჩანს.
1წთ. თამაშში ბურთი მასპინძლებმა შეიყვანეს და მაშინვე დაუფლნენ. ლეალმა ბურთი მარჯვნივ ჩამოათამაშა, ჩვენს 10მეტრიან ხაზთან სილვა ზიბზიბაძემ შებოჭა. რაქში გვერდიდან შესვლაზე დავჯარიმდით. გარდნერმა ზუსტად დაჰკრა და 3:0
3წთ. მალღურაძემ ცენტრიდან განაახლა. გონშალუ უვემ ბურთ ჰაერში დაიჭირა და მასპინძლებმა მოლი შეკრეს. ჩვენებმა უმალ გააჩერეს მეტოქის წინსვლა. ლელმა ბურთი გარდნერს მიაწოდა, რომელმა აუტში გადაიტანა ოვალი. ჩვენი დერეფანი მოედნის ცენტრში.
5წთ. 5 კაციანი დერეფანი დავაყენეთ. გიორგაძემ სუთიაშვილზე ააგდო, რომელმაც ორივე ხელით ჩამოხსნა და აბუმ მოულოდნელად მოკლეზე გადაკიდა. განშალუ ფორუს ბურთი ცუდად აუხტა და ჩვენი დერეფანი მეტოქის 10მ-იანთან.
7წთ. ამჯერად სრული დერეფანი დავაყენეთ. მაგრამ იტალიელმა მსაჯმა არასწორი შეგდებისათვის პორტუგალიას შერკინება უბოძა. პირველივე ჩასვლაზე მეტოქეს უკან დავახევინეთ, მაგრამ ტიეგუ ჟირეუმ ბურთი მაინც აიტაცა და ჯიქურ მივიდა მალაღურაძეზე. ლაშამ მომხვდური შებოჭა. სიმონ მაისურაძემ შებოჭილს ბურთის ართმევა დაუპირა, მაგრამ ამ ჟირეუ ვერ შეელია და მიწაზე თამაშისათვის დაჯარიმდა.
9წთ. აბუმ კარში დარტყმა აირჩია. მალაღურამ თითქმის 45 მეტრიდან დაარტყა, ბურთი ოდნავ ასცდა მარცხენა ძელს.
11წთ. გარდნერმა მოედნის ცენტრში დაჰკიდა ბურთი, რომელიც გორგოძემ აიღო და უმალ შეუტია. პირველივე მბოჭავი ჟუან სევერინუ ხელის კვრით ჩამოიშორა, მაგრამ მერე ბარდიმ და ვეშკუ უვემ დასცეს ძირს. აბუსერიძემ ბურთი მარცხნივ მალაღურას მიაწოდა, ამან ცრუ ჯვარით მოაღორა ოლივეირა და 10მ გარბენის მერე ბურთი გვერდით მომყოლ გუგავას შეუცურა. ლექსოს სიჩქარე ვერ ეყო. აგილარმა დაასწრო და ფეხით განმუხტა სიტუაცია.
13წთ. მეტოქის 10მ ხაზთან გიორგაძემ ბურთი ვ. მაისურაძეზე ააგდო, ჩვენებმა მოლი შეკრეს და 5-იოდე მეტრი წაიწიეს წინ. აბუმ ბურთი მალაღრუას გაუტანა. ლაშამ კაჭის გამოტოვებით თედოს გადააწოდა, რომელიც შებოჭეს. ჩვენებმა დაიწყეს მორკინალებით ფაზების აკინძვა, მაგრამ მხოლოდ 22-მდე მივიდნენ. მორიგ ფაზაში დათუნაშვილზე მსაჯმა ბურთის ჩაკვლა დააფიქსირა და მეტოქეს ჯარიმა არგუნა.
15წთ. გარდნერმა ჩვენს 22-თან ახლოს გადაიტანა ბურთი. კორეიამ გ. უვეს აუგდო, რომელსაც გორგოძე ჰაერშივე წაეპოტინა და მსაჯმა უპირატესობა მისცა მასპინძლებს. ლეალმა ლიმას გადაუკიდა, რომელმაც ბურთი კი ცხირწინ მოუხსნა მაჩხანელს, მაგრამ შებოჭა ირაკლიმ და დაცვის დასაწყობად დრო მოიგო. ლელმა ამჯერად ხაზზე გაიტანა, სადაც სილვამ და ოლივეირამ ჯვარის გაკეთება სცადეს, თუმცა კაჭარავამ გარკად გათვალა და ზუსტად შებოჭა ეგილარი. მსაჯმა ხეირი ვერ გამოიყენეთო და ჯარიმა დაუბრუნა. გარდნერმა კარზე მიუთითა.
17 წთ. გარნდერის დარტყმული კვლავ ზუსტია 6:0
19 წთ. მალაღურაძემ თამაში განაახლა. ეგილარმა ფეხით ცენტრამდე ამოიტანა ბურთი. ჩვენი აუტი. გიორგაძემ ამჯერად გორგოძეზე ააგდო. მორიგი მოლი, ამჯერად 10-დე მეტრი გავიარეთ, აბუმ მალაღურას გამოუტანა, ამან კაჭი სატყუარად გამოიყენა და ზიბზიბაძეს აუგდო. თედო ოლივეირას კი გასცდა, მაგრამ ეგილარმა შებოჭა. სუთიაშვილმა და სიკომ ბურთი სწრაფად გაასუფთავეს და აბუმ მარცხნივ გამოშალა, ხინჩაგაშვილის და დათუნაშვილის დარტყმების შედეგად კიდევ 5 მეტრი წავიწიეთ წინ. მორიგი ფაზა ისევ მარჯვნივ ჩამოთამაშდა ბურთი, კაჭიმ მბოჭავი მიიზიდა და გუგავა დაგეზა, რომელსაც წინ ფორუ გადაუდგა, თუმცა ლექსომ გვერდით მომავალი ურჯუკაშვილი შეუშვა ჯვარზე და ბექამაც ლელომდე ისე ირბინა რომ ხელი ვერავინ შეუშალა. 6:5 და გარდასახვა გვაქვს დასარტყმელი. მალაღურა ზუსტია 6:7
21 წთ. პორტუგალიამ განაახლა თამაში. ბურთი სუთიაშვილმა მოხსნა და მალაღურამ ფეხით გადაიტანა ცენტრის დონეზე აუტში. ფორუმ უმალვე შემოაგდო და ეგილარმა ჩვენი დაცვის მარცხენა ფრთაზე დაუცველ ადგილში დაგვირტყა. ჩვენი ლელოდან 10 მეტრში აუტი უნდა შემოვაგდოთ.
23წთ. კვლავ არასწორად აგდებაში დაგვადანაშაულა მაკარონიკმა და პორტებმა აუტი მოითხოვეს. ამჯერან სევერინუ ასწიეს, ლეალმა გარდნერს გაუტანა, ამან სილვას დაარტყმევინა, შემდეგ ფაზაში უკვე ჟულიან ბარდი მოგვეძალა. ჩვენები თავს იცავენ. პორტები ცდილობენ ფაზების აკინძვას და დაცვის გაწელვას, თუმცა ვასწრებთ დროულად გადაწყობას და წინსვლა ფაქტიურად არა აქვთ. მორიგ ფაზაში შებოჭილს არ გაუშვა ხელი სიმონ მაისურაძემ და მსაჯმა ჯარიმა დანიშნა. გარდნერმა ზუსტად დაარტყა. 9:7
25წთ. თამაშის განახლებისას გორგოძემ კონტაქტში აართვა ბურთი გონშალუ უვეს და ჩვენი შეტევა დაიწყო. ხინჩაგა, გიორგაძე, სუთიაშვილი... შერკინებამ აიღო თავის თავზე მეტოქის შევიწროვება და ბარაქიანადაც. ბარე 20 მეტრი წავიწიეთ წინ და უკვე წითელ ზონაში ვართ. პორტუგალიას უწევს სულ უფრო და უფრო მეტი ხალხი ჩააბას რაქში, რომ როგორმე ბურთი შეგვინელოს, მაგრამ მაისურაძეები ძალიან ეფექტურად მუშაობენ გადაყრაზე და ბურთის გასუფთავებაზე. ყველას რომ გვეგონა აბუ ისევ შერკინებას დაარტყმევინებსო, უცებ გაიტანა ხაზზე და მალაღურამ კაჭარავას დაარტყმევინა. კაჭიმ ძალიან კარგად მიიზიდა ორი მბოჭავი და თედოს ისღა დარჩენოდა, მარტო მყოფი მაჩხანელისთვის გადაეწოდებინა ოვალი. 9:12 გარდასახვა გაგვიცუდდა.
გარდატეხა შევიტანეთ. თქვენ გააგრძელეთ