გახსოვთ ძველ დროს რომ გვეგონა სპორტული პრინციპებიდან გამომდინარე მიგვიღებდნენ 6 ერში ?
აი ეს წაიკითხეთ და თქვენ თავს შეეკითხეთ რა გულუბრყვილო და მიამიტი ხალხი ვართ. ამათგან რას უნდა ელოდე გარდა ზურგში დანისა :facepalm:
https://www.thetimes.co.uk/article/doddie-w...match-qgxvdmvtxმოკლე შინაარსი: დოდი ვიერი არის შოტლანდიური რაგბის ლეგენდა რომელსაც კარიერის დასრულების შემდეგ განუვითარდა ALS დაავადება. შექმნა საქველმოქმედო ფონდი რომელიც ეხმარება ALSზე კვლევებს და თავად პაციენტებს.
შოტლანდიის რაგბის კავშირმა რათქმაუნდა არ დაიზარა და საქველმოქმედო მატჩი დაგეგმა თავიანთი ერთგული ძმის დასახმარებლად. შოტლანდია და უელსი ითამაშებენ ვიერის თასისთვის ამ საქველმოქმედო მატჩში(მატჩიდან მოგება დაახლოებით მილიონი ფუნტი იქნება).... ყოველ შემთხვევაში ასე იყო დაანონსებული.
ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებმა გაარკვიეს რომ ამ მატჩიდან დოდი ვიერს და მის ქველმოქმედებას ვირის თავ ფეხი გადაეცემა. გამოიყენეს თურმე მარკეტინგისთვის და არც არაფერს არ აძლევენ :maxati:
ეხლა კი უკვე ვიცით ვინ არიან და რას წარმოადგენენ მაგრამ აი 2007 წელს, რა ვიცოდით ვისთან გვქონდა საქმე. თურმე სად ხარ. მაშინ ისე იმედიანად ვიყავი აი ცოტა მოვუმატოთ და 6 ერში შევალთ თქო ვფიქრობდი.
კი მართალია რომ ევროპელებისგან ბევრი რამე გვაქვს სასწავლი, ორგანიზების და პროფესიონალიზმის კუთხით. მაგრამ როცა დასავლური ღირებულებების გაზვიადებას და ჩვენის დაკნინებას დაგიწყებს ვინმე აი ეს სტატია უნდა ააფარო სახეზე.