თუ ჰეთრიკი იცით, გეტყვით რომ ეს არის დაახლოებით იგივე სტილის თამაში, ოღონდ რაგბის მენეჯერი...
თუკი ჰეთრიკი არ იცით რა არის, მაშინ გეტყვით რომ ეს საიტი არის ონლაინ ფენტეზის სტილში (მგონი სწორად ვწერ, ზუსტად არ ვიცი), სადაც თქვენ ხართ რაგბის გუნდის მენეჯერი. რეგისტრაციისას გეძლევათ გუნდი. თქვენ ეჯიბრებით სხვა ქართველ, და არა მარტო ქართველ ონლაინ მოთამაშეებს. თქვენ აგებთ სავარჯიშო კონსტრუქციებს, ქირაობთ მწვრთნელებს, აყალიბებთ აკადემიას და ასე შემდეგ როგორც ნამდვილ რაგბიშია (უფრო სწორად როგორც უნდა იყოს

).
თუ ინგლისური იცით აგერ ბატონო მთელი განმარტებები და ახნსები:
http://www.blackoutrugby.com/game/help.doc....php#category=0თუ არა და აგერ ჩამოვწერ რამდენიმე მითითებას ახლებისათვის.
პირველ რიგში დააყენეთ საწყისი განლაგება.
შემდეგ დაიქირავეთ მწვრთნელი და მოაწყვეთ სავარჯიშო ბაზა. და გაეცით ვარჯიშის ბრძანებები.
ჩამოაყალიბეთ აკადემია. ეცადეთ თავიდანვე ბევრი ფული არ დახარჯოთ ხელფასებსა თუ ტრანსფერებზე.
ეცადეთ გაყაროთ უვარგისი რაგბისტები (არა ახალგაზრდები და დაბალი სკილის მქონეები)
------
ჯერ-ჯერობით სულ ეს არის რისი თქმაც შემიძლია, იმიტომ რომ კარგად გარკვეული არ ვარ არც მე....
თუკი კითხვა გაგიჩნდებათ დაწერეთ და შეძლებისდაგვარად დაგეხმარებით...