ილია ზედგინიძე:
"ბიჭებმა ძალიან მოინდომეს, მაგრამ მეტოქე ძლიერი გვყავდა და რთული თამაში გამოვიდა. სამწუხაროდ, ბევრი შეცდომა დავუშვით, რის გამოც რამდენჯერმე უაზროდ დავჯარიმდით და მეტოქეს ქულების დაგროვების საშუალება მივეცით.
სწორედ ეს მიმაჩნია ჩვენი ნაკრების დამარცხების მთავარ მიზეზად. უდისციპლინობითა და თვითკონტროლის დაკარგვით, თავად დავისაჯეთ ჩვენი თავი.
ვფიქრობ, მსოფლიოს რაგბიში დიდ და პატარა გუნდებს შორის კლასში სხვაობა სულ უფრო მცირდება. ჩვენც ვიზრდებით, მაგრამ ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ და უკეთესი შედეგისთვის უნდა ვიბრძოლოთ".
რეზო გიგაური:
"ოფიციალურ მატჩში პირველად ვითამაშე ფულბეკად. თავიდან ცოტას კი ვნერვიულობდი, მაგრამ მაინც ყველანაირად მობილიზებული ვიყავი, ვცდილობდი გუნდი არ დამეღალატებინა. ვფიქრობ, რომ ცუდად არ მითამაშია.
რაც შეეხება მთლიანად გუნდის თამაშს, ბიჭებს მადლობა მინდა გადავუხადო. ვეცადეთ ქართველი ქომაგები გაგვეხარებინა, მაგრამ დავმარცხდით. სპორტში ასეა, ხან მოიგებ, ხან წააგებ. იმედი მაქვს, მომავალში უფრო კარგად ვითამაშებთ და გულშემატკივარსაც გავახარებთ".
დიმიტრი ბასილაია:
"დაძაბული თამაში იყო. კმაყოფილები ვართო, როგორ უნდა ვთქავათ - წავაგეთ, მაგრამ ფაქტია, მეტოქემ ლელო ვერ გაგვიტანა"
ირაკლი აბუსერიძე:
"ვიცოდით, რომ ძალიან ძნელი თამაში გველოდა. ბევრი პოზიტიური იყო ჩვენს თამაშში, თუმცა შეცდომებიც ბლომად დავუშვით. ხშირად ვჯარიმდებოდით, რაც მეტოქემ კარგად გამოიყენა".
ჯაბა ბრეგვაძე:
"გულნატკენები ვართ, მაგრამ - ამაყები"
რიჩი დიქსონი:
"დაცვაში გუნდმა კარგად ითამაშა, ცხადია, იყო შეცდომებიც. Mმაგრამ მე ყველაზე მეტად ის მაღელვებს, რომ შეტევის ორგანიზებას ვერ ვახერხებდით. ვეცდებით ინგლისთან მატჩამდე ამ პრობლემაზე ვიმუშავოთ და ხარვეზი გამოვასწოროთ".
თავადც კარგად ხედავენ წაგების მიზეზებს.
არაა პანიკა საჭირო.
უბრალოდ გვერდში დავუდგეთ.
მსოფლიო თასმა ისე ჩვენი ახალი თავისტკივილი კიდე უფფრო წინ წამოწია = მეორე ხაზი არ გვყავს
old rugerშოტლანდიას მოვუგებთო - არავის არ უთქვამს.
ორი თამაშის მოგებას ვეცდებით და თქვენს გახარებასო - ითქვა.
კარგად ვითამაშეთო - არავინ არ ამბობს.
ფაქტია რომ შენზე კლასიან და უკეთეს გუნდს ეთამაშე მეტნაკლებად ტოლსწორად.
ცუდია რომ არც ერთი გუნდის თამაში აღფრთოვანებას არ იწვევდა ნამდვილად და შეტევის ორგანიზება 20 წუთის მერე ვეღარ შევძელით...
This post has been edited by Love The Sun on 15 Sep 2011, 11:47