შეცდომები იყო თან ძალიან ბევრი რათ უნდა ამას ლაპარაკი.
ეხლა იტყვის ზოგიერთი მეტოქე გაშვებინებს შეცდომასო.
რაგბის აზრიც ეგ არის, თორე ცარიელ მინდორზე რო გამიშვან და ხელი არავინ შემიშალოს მეც კი დავდებ ლელოს

ამ შეცდომებს ჭირდება გაანალიზება, გამოსწორება-რაც გამოსწორებადია.
ხოლო რასაც სისტემური ხასიათი აქვს და არ ეშველება ბავშთა რაგბიშივე უნდა მიექცეს ყურადღება.
რისთვის მივდივართ მსოფლიო თასზე, ფაქტია თასს არ აგვაწევინებენ. მაგრამ აქ გამოჩნდება ხოლმე ყველაზე კარგათ ქართული რაგბის დადებითი და უარყოფითი მხარეები და მერე ვისაც ეკუთვნის იმან უნდა იზრუნოს ამ შეცდომების გამოსწორებაზე. ესე ნელ-ნელა ხდება წინსვლა და პროგრესი.
ეხლა შედეგი 15-6 თავისთავად დადებითია. ორი მსოფლიო ზედიზედ ვამტკიცებთ რომ ბრიტანელებთან მეტნაკლებად თანაბრად შეგვიძლია თამაში და პრობლემების შექმნა.
ფაქტია იოლი გასეირნება სკოთებს არ ქონდათ.
უჯიგრო თამაშში ნაღადათ ვერ დავადანაშაულებთ რომელიმეს.
აი კლასის ნაკლებობაში კი.
ხოდა ვიმუშაოთ მაგაზე.
ცალკე ბავშვთა რაგბის მწვრთნელებმა.
ცალკე თვითონ მორაგბეებმა.
ცალკე ფედერაციამ გააკეთოს ყველაფერი რო ესეთი დონის მეტოქეებთან (ტონგა, კანადასთან მაინც) ტესტ-მატჩები გვიმრავლდეს.
ვიცი რო ძნელია და ამას თავისი მიზეზები აქვს. არა უშავს კარებიდან არ გვიშვებენ ფანჯრიდან შევიდეთ.
მაგრამ ადვილი რა არის რო ?
და მოვა შედეგი
ფაქტია რაგბი სისხლში გვაქვს და ამაში დღეს კიდეც ერთხელ დავრწმუნდი.
აი მას კი ძალიან ნელი ტემპებით ვანვითარებთ