რა ვუყო...მომწონს ძაან ეს საიტი და ერთ რამეს დავდებ...თან თამაშის წინ....
30 რაღაც, რითიც სჯობნის Cymru ოზებს....იუმორით რა თქმა უნდა...
http://www.walesonline.co.uk/news/need-to-...91466-29626895/ნუ ბევრი ისეთი რაღაც წერია რასაც ბოლომდე ვერ ჩავწვდი, მაგრაამ მაინც რაღაცეები საინტერესოა:
1. დრაკონი და სტრაუსი
2. დები მინოუგების და ოპერის მომღერალი ჯენკინსის შედარება
3. ოზების დღევანდელი პრემიერ-მინისტრი წარმოშობით უელსელი ყოფილა, და კიდევ ყოლიათ ეგეთი ადრე
4. ჰიმნების შედარება...
5. კეტრინ ზეტა რომ კარგია ვეთანხმები, მაგრამ არა მგონია მელ გიბსონი რეალშიც იპარსავდეს ფეხებს

))
8. ჩვენი ეროვნული გმირი ოუენ გლინდური ინგლისელებს ეომებოდა და ქვეყნისთვის სისხლს ღვრიდა, და ოზებმა ბანდიტი და პოლიციელების მკვლელი ნედ კელი გააღმერთესო....
9. სნუკერში ვხდითო
10. ტოლობის ნიშანი და ფოსტით რაღაცეების შეკვეთა გამოუგონიათ უელსელებს, პლიუს შვეიცარიაში არსებული ცნობილი კოლაიდერის შეფიც უელსელი ყოფილა...სამაგიეროდ ოზებს გამოუგონიათ კომბაინი

17. მილენიუმი ყველანაირ იქაურ სტადიონს ხდისო (რაც პრინციპში მართალია)
19. სამხრეთ უელსი ისეთი მაგარია ავსტრალიაში შტატსაც კი დაარქვეს ეგეთი სახელიო....
20. ევროპაში დასახლებული პუნქტის ყველაზე გრძელი სახელი ჩვენ გვაქვსო Llanfairpwllgwyngyllgogerychwyrndrobwllllantysiliogogogoch
23-24 ზამთარი და შობა, ოზებისგან შედარებით, კლასიკური და ადამიანური გვაქვსო
25. ლუდზე ბაზარი არ არის....ჩვენი ჯობიაო
27. სად ჩვენი კონტრიბუცია როკ მუსიკაში და სად მაგათიო...ჩამოთვლილია მენიკ სტრიტ პრიჩერზი, კატატონია და სტერეოფონიკსი (რაშიც ვეთანხმები აბსოლუტურად)
28. მენიკ სტრიტ პრიჩერზმა რომ ძაან მაგარი სიმრერა დაწერეს `ავსტრალია` იმათმა ჩვენზე რა ჩემი ფეხები დაწერესო...ამაშიც ვეთანხმები

30. ყველამ იცის რომ უელსის დედაქალაქი კარდიფია, აბა ვინმეს კითხეთ ავსტრალიის დედაქალაქიო..... ყველა სიდნეის იტყვისო

მოკლედ ამ პატარა, ამაყ და ცოტათი ჩვენნაირ ხალხს წარმატებები სულ რამდენიმე საათში