საღოლ ბიჭებს ძაან მაგრად ითამაშეს და ძაან დიდი მადლობა...
მეორე ტაიმში ვაფშე დაგლიჯეს...
ბასილაიას ძაან მომატებული აქვს იგივე ბუქრესტის ტუნირზე ამის ნახევარი ვერ ითამაშა, მართლა ყოჩაღ...
მერორე მესამე ხაზმა ძაან მაგრად ითამაშეს და ჩაქუჩაც მშვენივრად ჩაერთო...
პირველმა ხაზმა თამაშში დაგლიჯა და აშაკარად აჯობეს ციგნებს, ის რომ გვაწვებოდნენ ალბათ ზირაქას მენისკის ბრალია, ზირაქას ასე გაჭირვებოდა შერკინებაში ჯერ არ მინახავს...
საერთოდ ჩემი აზრით ძაან დიდი დანაკლისია ამ მსოფლიოზე ანტონ ფეიქრშვილი, ზირაქას ღირსეულად შეცვლიდა, ტრამვამდე მაგრად თამაშობდა კასტრში...
აბუ დღეს არ მომეწონა, ინგლისთან უფრო ჩქარა გამოქონდა ბურთი, თუმცა ლელოში დიდი წვლილი მიუძღვის, მთელი რუმინეთ მარჯვნივ ელოდებოდა შეტევის განვითარებას, როცა მარცხნივ მამუკას მიცა და მერე რაც მოხდა თქვენ კარგად იცით...
მეკომ მშვენივრად ითამაშა...
შიდები როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე, თედო შეტევაშიც კარგად მიდიოდა...
კრაებსაც არაუშავდათ...
ქოქოსამ დავალებას თავი მშვენივრად გაართვა, ერთია ამ ბიჭს შეტევაში მეტი შეუძლია და უნდა გაიხსნას, თუმცა ერთი ისეთ გააკეთა უკეთესს, რომ ვერ იზავდა, დუმიტრაშს წელი აათრევინდა და მანდ დაერხა რუმინეთს....

ზოგადად რუმინელები ძაან დაბნეულები იყვნენ და ვერაფრით ვერ დაალაგეს თავიანთი თამაში...
ითამაშეს ყველაფერი რაგბის გარდა, ფეხით ტაქტიკური დარტყმების გარდა ვერაფერს აკეთებდნენ შეტავაში იყვნენ 0-ები, თუმცა ჩვენმა დაცვამაც ბევრის საშუალებაც არ მისცა...
მიწაზე აგრესილად ცდილობდნენ თამაშს მაგრამ ზედმეტებში გადადიოდნენ და ჯარიმებიც აიკიდეს...
ჯარიმებზე გამახსენდა პირველ ტაიმში აბუმ ისეთ უაზრო ჯარიმა აიკიდა, რომ ასეთ გამოცდილ კაცს მასეთი არ უნდა ემართებოდეს ბავშვი არ იზავდა მაგას...
აუტებში დასალაგებლები ვართ, თუმცა არც რუმინეთი წყვტდა ვარსკვლავებს...
ზოგადად თამაშით დავჩაგრეთ, ლელოს შანსიც კი არ ქონიათ და დამსახურებულადაც მოვუგეთ...
იმედია დაინახავენ ამას ირბ-ს ბობოლები და ჩვენც გვაღიარებენ მეორე დონის სარაგბო ქვეყანად და ამას დაფინანსებაში ასახავენ...
უსამართლობაა, რომ ციგნები ჩვენზე წინ უყენიათ...
პ.ს. რაც ყველაზე მეტად გამიკვირდა, ციგნები თავისდა უჩვეულოდ სუფთად თამაშიბდნენ და ბინძურობას არ მიმართავდნენ ჩხუბის მცდელობაც კი არ ყოფილა...
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბიჭებს...
თქვენ გეიხარეთ თქვენ, რაფრაც მე გამახარეთ დღეს...