comus-74არავინ ამოჩემებული არ მყავს.
სადაა მახოს სუსტი დაცვაო დაისვა კითხვა?
დღეს პასუხი გაეცა მაგ კითხვას...
ერთი-ორჯერ კაი რამე ქნა - არ ვუარყოფ, მაგრამ უდაოდ გიგაურიც ჯობდა 15-ზე და ქოქოსაც = არ აწყებინებდნენ მახოს ძირითადს და სრულიად სამართლიანადაც.
ჩვენი თამაში უკან წავიდა გოდორას შემოყვანისას = შერკინებაში ვეღარ დავდექით. ძალიან კარგი იქნებოდა ანტონა ყოფილიყო. ან ჟღენტი. ან თუნდაც ტრამვირებული ზირაქა.
ოღონდ გოდორა არა = სტატიკაში ვეღარ დგას დაბერდა კაცი...
მომეწონა კოლელიშვილი.
გორგოძე 7 ნომერია რა.
ბასილაიას ბევრად უკეთ მოქონდა ბურთი.
ბოჭვები გააცუდა ზიბზიბაძემაც (ხაზი ძირითადად მასზე იჭრებოდა).
შეცვლებმა ნაღდად დაწიეს თამაშის ხარისხი - ცუდია რომ ძირითად 22-ეულს არ ყავს ღირსეული შემცვლელები...
მთლიანობაში კი დიდი მადლობა ბიჭებს დღევანდელი თამაშისათვის - მეკო 9ზე ქოქოსა 10-ზე.
ყველაზე კარგი ვარიანტია ჩემი მოკრძალებულის აზრით.
ქოქოსამ ნამდვილად ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა დღევანდელი მატჩი.
Judas Iscariotკაცი შენზე რომ მოდის ბოჭვას აკეთებ ან წელში ან ფეხებში.
როდესაც კაცი შენში გაივლის - რაც არ უნდა აკრეფილი ქონდეს სისწრაფე, შენ ითამაშე ცუდი დაცვა.
როდესაც ლელო დაიდო ჩემმა ძმამ გუგავამ რა ქნა შეხედეო და მეთქი უეჭველი მახო იქნებოდა თქო. მე მახსოვს კანადასთან გაცუდებული ბოჭვა რომელსაც ლელო მოყვა, მახსოვს ნამიბიასთან გაცუდებული ბოჭვა.
თქვენ თუ გინდათ ამოჩემება ეძახეთ, მე კი ვიტყვი რომ 15 ნომერი კაცს უნდა ბოჭავდეს და სრულიად მესმის სამწვრთნელო შტაბის რომელმაც ხან გიგაური ათამაშა 15-ზე ხანაც ქოქოსა.
იმას არ ვამბობ რომ მახომ ცუდად ითამაშა ძალიან და წაგვაგებინა თამაში, ვამბობ რომ მესმის სამწვრთნელო შტაბის რომელსაც თქვენ მისი უთამაშებლობის გამო აგრერიგ ძლიერ აკრიტიკებდით
This post has been edited by Love The Sun on 2 Oct 2011, 06:48