რაგბის მსოფლიო თასი საქართველოსთვის დამთავრდა, ასე რომ შეგვიძლია ჩვენი ნაკრების გამოსვლა შევაჯამოთ.
თუკი შევადარებთ 2007 წელს, პროგრესი აშკარაა:
1. 2007 წელს გვონდა ჩავარდნა საფრანგეთთან, მაშინ წავაგეთ 7:64 და გავუშვით 9 ლელო. წელს ყველაზე დიდი ანგარიშით დავმარცხით ინგლისთან 10:41, თუმცა რომ არა მეკოს მიერ 4 გასატანი ჯარიმის აცილება, სხვაობა უფრო ნაკლები იქნებოდა და თან თამაშის მსვლელობიდან გამომდინარე, ამას ჩავარდნა ნამდვილად არ ქვია.
2. 2007 წელს ელიტის წარმომადგენლებთან გავუშვით 15 ლელო (საფრანგეთთან - 9, არგენტინასთან - 4 და ირლანდიასთან - 2), ხოლო წელს მხოლოდ 9 (ინგლისთან - 6, არგენტინასთან - 3 და შოტლანდიასთან არცერთი). ეს მეტყველებსი დაცვაში თამაშის გაუმჯობესებაზე.
3. 2007 წელს თამაშის ბედი საფრანგეთთან დასაწყისშივე გადაწყდა, თუმცა პირველი ტაიმის შემდეგ არგენტინასთან მხოლდო 6:3 ვაგებდით, ხოლო ირლანდიასთან 7:3. წელს ელიტის სამივე წარმომადგენელთან პირველი ტაიმში ისე ვითამაშეთ, რომ საბოლოო შედეგი ჯერ კიდევ გაურკვეველი იყო, როგორც ანგარიშიდან ასევე თამაშის მსვლელობიდან გამომდინარე, ხოლო არგენტინას პირველი ტაიმი სულაც მოვუგეთ.
ჩვენი ნაკრების თამაშმა გამოაჩინა ხარვეზები, რომელთა შესახებ ცხადია ისედაც ვიცოდით:
1. დაცვაში თამაშისას ბევრ ბოჭვას ვაცუდებთ, გვიჭირს დაკიდებულ ბურთზე თამაში, ხდება რაკში ჩვენი ფორვარდების ჩათრევა და დაცვაში იქმნება თავისუფალი სივრცეები.
2. ისევ ვუტევთ ერთფეროვნად, ფორვარდებით, რომელიც ნაკლები შედეგის მომტანია, ასევე აღსანიშნავია ბურთის ფეხით უაზროდ გადაკიდებები და მისი მეტოქისათვის ჩაბარება. ცხადია ჩვენი შერკინება უფრო მაღალი დონისაა, ვიდრე უკანა ხაზი, თუმცა ფაქტია რომ იმ იშვიათ შემთხვევებში როცა ბურთი აღწევდა ჩვენს გარემარბებამდე, თამაში მწვავდებოდა. არგენტინასთან დღევანდელი ლელო თოდუას მინი გარღვევას მოყვა, ასევე გავიხსენოთ მაჩხანელის მიერ ინგლისთან თითქმის დადებული ლელო.
აქ პრობლემა აშკარაა - 9 ნომერი. ბურთი რაკიდან იმდენად ნელა გამოაქვს, რომ მეტოქის დაცვა ასწრებს დაცვის გადაწყობას და ბურთის ფლანგზე ჩათამაშებას აზრი ეკარგება, რიჟა კი საერთოდ სასწაულებს აკეთებს

პრინციპში რომ არა გარკვეული ობიექტური და სუბიექტური მიზეზები, უკეთესი შედეგების მიღწევაც შეიძლებოდა.
1. ცუდი კალენდარი. სამი დღე აშკარად არაა საკმარისი ძალების აღსადგენად. აღსანიშნავია, რომ პირველ თამაშში - შოტლანდიასთან ლელო არ გაგვიშვია, როგორც რუმინეთთან ანუ როდესაც გვქონდა ათდღიანი პერიოდი. დაცვაში უარესი თამაში და ინგლისთან და არგენტინასთან ბოლო 20 წუთიან მონაკვეთში ჯამში 5 ლელოს გაშვება გადაღლილობის ბრალიც იყო ამ გუნდების უკეთეს კლასთან ერთად. მაგალითად, თედომ რომელიც დაცვაში საიმედო თამაშით გამოირჩევა არგენტინასთან და ინგლისთან ჯამში 7 ბოჭვა გააცუდა.
2. რაც შეეხება მწვრთნელების მიერ განხორციელებულ ექსპერიმენტებს. გორგოძე 8 ნომერი არაა. ბასილაია ჩვენი ნაკრებისათვის აღმოჩენაა და კარგი იქნებოდა შემცვლელად უდესიანი წაეყვანათ. 15 ნომერზე გიგაურის დაყენებით ექსპერიმენტის ჩატარების მცდელობას ჯობდათ მეორე 15 ნომრად ანტილოპა წაეყვანათ. ექსპერიმენტი გვჭირდებოდა 9 ნომერზე და კარგი იქნებოდა თუ ამ პოზიციაზე მეკო გამოიცდებოდა, ისე სამწუხაროა რომ ბეგაძე დაგვიშავდა. გასაკვირია, თუ რატომ არ მიეცათ მეტი სათამაშო დრო კოლელიშვილს, კაკოვინს და ჩხივაძეს. როგორც მინიმუმ მათ დაღლილი მოთამაშეების მეტ-ნაკლებად სრულფასოვნად ცვლილება შეეძლოთ. შველიძის მაგივრად ჟღენტის წაყვანა ჩვენს პირველ ხაზს მნიშვნელოვნად გააძლიერებდა.
3. მეკო არის ძალიან არასტაბილური დამრტყმელი და ამ ვითარებაში ძირითადში მხოლოდ ერთი დამრტყმელის ყოფნა, მითუმეტეს იმის კვალობაზე რომ ქულები ძირითადად ჯარიმებისხ ხარჯზე შეიძლება დაგვეგროვებინა, გაუგებარია. შედეგად ინგლისთან მივიღეთ 4 გამაზული ჯარიმა 5 გასატანიდან, რომ არა ეს დაკარგული ქულები, თამაში შეიძლება სხვაგვარად განვითარებულიყო.
4. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს მსაჯების რბილად რომ ვთქვათ უცნაური გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით კი შოტლანდიასთან და არგენტინასთან თამაშებში.
This post has been edited by net on 2 Oct 2011, 20:56