ხვალინდელი გაცილება
ჯადოქრის გასაცილებლად შაბათს "მილენიუმზე" წლის ბოლო, "გეგმის გადაჭარბებით" ჩაფიქრებული ტესტია, რომელსაც მონაწილეთა შემტევი სტილის გარდა, შეინ ვილიამსის გაცილებაც მატებს ეშხს >>>ზელანდიაში გამართულმა მსოფლიო თასმა რომ შეიწირა ნოემბრის ტესტები, ბრიტანეთმა ფინანსურად იზარალა. დანაკლისი წინდაწინ განჭვრიტა ავსტრალიამაც და მეტოქეებად შეიგულა "ბარბაროსები" და უელსი, ვისაც ბოლო ხანს "ჯეიმზ ბევანის თასზეც" ერაგბება.
ჯილდო ახალი დაწესებულია. შორეულ ავსტრალიაში დაბადებული ბევანი XIX საუკუნეში, 1881 წელს, უელსის სულ პირველი კაპიტანი გამხდარა. მარიფათიანმა მახვშებმაც 2005 წლიდან ტრადიციად დაადგინეს მილენიუმზე "ურჩხულთა" და "ვოლაბთა" შეყრა და ლამის ყველა მატჩი თრილერი გამოუვიდათ.
რევანში სწყურიათ ავსტრალიამ უელსი ექვსი კვირის წინ, ოქლენდში, მსოფლიო თასის ბრინჯაოს ფინალში 21:18 ძლია. ამის გამო კელტებს რევანში სწყურიათ, გაისად კი, ირბ-ის მიერ ძველ-მოდურ ტურნეთა აღდგენის წყალობით, მეტოქენი ივნისში სამ-ტესტა სერიაშიც შეიბმებიან.
ოზთა 15-ეული თითქმის უცვლელია და ცოდვა გამხელილი სჯობს, მსოფლიო თასისეულზე უკეთესია. რომ დაშავდნენ ქერთლი ბილი და ქვეიდ კუპერი, ადამ ეშლი-კუპერმა ფულ-ბექად დაიხია, მგეზავად კი ფრთაზე გარიყული ჯეიმზ ოქონორი დადგა და გუნდი ჩინებულად აბურთავა "ბარბაროსებთან, რომლებსაც დაცვაც მოეშალათ 60:11
არ გაათარხნეს უელსის რაზმში სიახლენი საამოცაა და უსიამოც: რაკი ტესტი ზე-გეგმიურია, ანუ ირბ-ის მიერ დადგენილ სარკმელში ვერა ხვდება, ფრანგულმა კლუბებმა, პერპინიანმა და ბეიონმა არ გაათარხნეს კელტების ღერძი, ჯეიმზ ჰუქ - მაიქ ფილიპსი.
საზარდული იტკინა შუამარბმა ჯონათან დევისმა, წვივი - ბურჯმა ადამ ჯოუნზმა, მაჯა კი წოწოლა ლუქ ჩართერისმა. სამაგიეროდ, 15-ეულში დაბრუნდნენ ნახევარ-ფინალში შუბური ბოჭვისთვის გაძევებული კაპიტანი სემ ვორბერთონი, 10 ნომერი რის პრისთლენდი, და დევიდ პოქოქსა და ოქონორს გაეჯიბრებიან.
წასვლის დროაო ჯანზეა 110-კილოიანი ჯემი რობერთსი, ვინც ოქონორისა და ბერიქ ბარნსის აკლებას აპირებს, ფრთაზე კი ნაკრებში ბოლოჯერ ითამაშებს ჯადოქარი შეინ ვილიამსი, ვინც თებერვალში 35 წლისა მოიყრება და გადაუწყვეტია, წასვლის დროაო.
შეინი არა მარტო უელსური, სრულიად ბრიტანული რაგბის კოლორიტიცაა. "ურჩხულებში" მან 12 წელი გაატარა და "ლომებს" ორ სამხრეთულ ტურნეზე ახლდა. ვილიამსი უელსის რეკორცმენია და ტესტ-რაგბის მელელოვეებში მესამე ადგილზეა, 2008 წელს კი მსოფლიოს საუკეთესო მორაგბედაც სცნო ირბ-ის ჟიურმა.
უელსი - ავსტრალია უელ: ჰაფ-პენი ნორს სქ.ვილიამს რობერთს შ.ვილიამს
<10-9> პრისთლენდ ჰლ.ვილიამს / ჯენქინს ბენეთ ენდრიუ; ბრ.დევის ევანს; ლიდიეთ ვორბერთონ^კაპ ფალეთაუ * მრქ) ქასბერთ ბიგარ ნოილ / რის ბევინგთონ; რ.ჯოუნზ ტიპურიჩ
ავს: ეშლი-კუპერ თერნერ ჰორნ (ე.ფაინგა) ბარნს იოანე
<10-9> ოქონორ გენია / სლიპერ პოლოტა-ნაუ მაფუ; ჰორვილ^კაპ სიმონს; ჰიგინბოთამ პოქოქ მაკქალმან * მრქ) ე.ფაინგა (ფიპს) ტაპუაი ლუქას / მურ ელიგზანდერ; შარპ სამო
რეფ კაპლან (აფრ) კიდ: პირსონ (ინგ) / გარსეზ (სფრ) ვიდ ვორენ (ინგ)
შაბ 3/12 @ კარდიფ, მილენიუმ 18.30 საქ
აქამდე (1908-2011) 31: 10-20*1 (445:724)
მილენიუმზე, ბოლო ორ ციკლში 6: 2-3*1
24:22 (2005, 29:29 (2006, 20:32 (2007 მთ,
21:18 (2008, 12:33 (2009, 16:25 (2010)
შეინ ვილიამს (უელსი) დ 26/02 1977, 171 სმ, 80 კგ
2005 2008 "ექვსი ერი" სლემით
2008 ირბ-ის წლის მორაგბე
59 ლელოთი მესამეა ტესტ-რაგბში
სქრამ.კომ თ მ-წ*ფ ლ
5/6 ერი 41 24-16*1 22
მსოფლიო 11 4-7 10
უელსი 86 41-43*2 57
ლომები 4 1-2*1 2
შოტლანდია 8 8-0 9
იტალია 9 7-1*1 9
ირლანდია 9 5-4 2
ინგლისი 11 4-7 2
არგენტინა 6 2-3*1 6
ავსტრალია 7 2-4*1 5
საფრანგეთი 10 2-8 2
აფრიკა 11 1-10 5
ზელანდია 7 0-7 1
მილენიუმ 48 24-21*3 27
სულ 90 42-45*3 59
@