http://Qaflan.netai.net/2011/index.htm"ოლიმპური" შეჯამებადაწვრილოებით იხილეთ ყდიდან, თემით [ძირს] და თარიღით [მარცხნივ]
ზეპური რაგბიწლის მთავარი შეჯიბრი, მსოფლიოს თასი შორეულ ახალ ზელანდიაში მოეწყო. ფავორიტად მასპინძელი "ოლ ბლექსი" მიიჩნეოდა იმის მიუხედავად, რომ პირველი ზე 15 და ბოლო "სამი ერი" ავსტრალიის გუნდებს - "რედსსა" და "ვოლაბიზს" მოეგოთ ერთსა და იმავე სტადიონზე, ბრისბენის "სანკორპზე"
თასის 40-მატჩა, პულურ სტადიაზე გემრიელი რაგბობა გაჩაღდა, მაგრამ ქიქერებმა ალღო ვერ აუღეს "გილბერთის" ახლებურ ბურთს. მსაჯები ალაგ-ალაგ ისევ ურცხვად მიემხრნენ ბობოლებს, პლეი-ოფში კი დაცვამ გადაძალა შეტევა და თემიდასაც აშკარად შეეტყო, რომ "ძლიერთა ამა რაგბისათა" შეკვეთას ასრულებდა.
ავსტრალია შერკინებით გატეხა ირლანდიამ და გეზი გაუმრუდა. ინგლისი ლოთობამ დაღუპა. აფრიკა მობერდა და ფანტაზია ვეღარ ეყო. საფრანგეთმა მას მერეღა აიშვა, რაც ულვაშა მწურთნელს აუჯანყდა, ზელანდიას კი ისე მოუმრავლდა ტრავმები, რომ ფინალი მარქაფის მარქაფის მარქაფამ, მეოთხე მგეზავმაღა მოაგებინა და ისიც რეფისგან ბევრ რამეზე თვალის დახუჭვის წყალობით.
საბოლოოდ, სამართალმა პური ჭამა და ათწლეულის საუკეთესო გუნდმა - "ოლ ბლექსმა" 24 წლის შემდეგ, ოქლენდის "იდენ პარკზე" ისევ შემართა "ვებ ელის ტროფი, ირბ-ის შეფის გაჭიანურებულ არჩევნებში კი მიამიტი, ოდენ სამეზობლოზე მზრუნველი ბრიტი დაამარცხა პოლიტიკოსმა ფრანგმა, ვინც დევიზად რაგბის გლობალიზაცია დაიდგინა და შვიდკაცაც ოლიმპიადაში შეატანინა.
ქართული რაგბი"ბორჯღალოსნებმა" გაზაფხულზე დაიბრუნეს "ანთიმოზ ივერიელის თასი" და "ერთა თასზეც" ვადამდე იჩემპიონეს, ფინიშზე კი მეცამეტედაც ძლიეს რუსეთი და მესამედ გაასრულეს სლემი.
ივნისში საცდელმა შემადგენლობამ მეორე ადგილი დაიკავა ბუქარესტის ტურნირზე, მსოფლიოზე კი ჩინებულად მომზადებულმა გუნდმა უპრობლემოდ შეასრულა პროგრამა მინიმუმი - ძლია რუმინეთი, ხოლო სამივე ბობოლას ეომა და ბრძოლის შემდეგღა დამარცხდა.
ფრანგულმა კონტინგენტმა კლუბებში გაიმყარა პოზიცია. გვეყოლა პირველი "ბარბაროსიც. გაგვახარეს ასაკობრივმა ნაკრებებმა: მართალია, ავჭალაში ვერ მოვიგეთ მსოფლიო ალაფა, მაგრამ სადაც აუცილებელი იყო, საგაისოდ ყველგან დავიბევეთ ასპარეზობა, ხოლო წლის ბოლოს "ბორჯღალოსანთა" ახალი გურუც შევიგულეთ.
შინაურ ასპარეზზე სამივე შეჯიბრი - პირველობა, თასი და შვიდკაცა მოიგო "არმიამ, რაიც რეალურად ულეგიონერებო ნაკრებია. თამაშები გაიმართა ხუთ ახალ მოედანზე და სხვათა მშენებლობა გაჩაღდა; გამოიცა უახლესი წესები და კავშირის საითი სტატისტიკურად გაიმართა, ტელევიზიამ კი მსოფლიო თასის 32, ალაფის რვა და "ერთა თასის" ოთხი მატჩი ცოცხლად აჩვენა.
2011 წლის დღიური<< იანვარი
1. ყინულის ჰოკეის (ნჰლ) ტრადიციულ "ზამთრის კლასიკაში" "პიტსბურგი" დამბალ მოედანზე, შინ 1:3 დამარცხდა "ვაშინგტონთან"
<< თებერვალი
5. რაგბის "ერთა თასის" სტარტზე საქართველომ ვაკეში 10-ჯერ დაალელოვა უკრაინა და პრემიით, 62:3 იმარჯვა
12. ვაკეშივე, ერთა თასზე, პრემიითვე, 9 ლელოთი, 60:0 მოვსრეთ ესპანეთი
26. ლისაბონში ბედადღა, 13:12 ვძლიეთ პორტუგალია და ერთა თასის ლიდერობა შევინარჩუნეთ
<< მარტი
12. ვაკეში, 22 ათასი ქომაგის თვალწინ, საქართველომ
18:11 დაამარცხა რუმინეთი, "ანთიმოზ ივერიელის თასი" დაიბრუნა და "ერთა თასიც" ვადამდე მოიპოვა
19. საქართველომ სოჭში მეცამეტედ, 15:9 ძლია რუსეთი და ერთა თასზე მესამედ გაასრულა სლემი
19. რაგბის "ექვსი ერის" ფინიშზე ლიდერი ინგლისი ირლანდიაში 8:24 დამარცხდა და სლემს ვეღარ შეწვდა, მაგრამ მაინც იჩემპიონა
<< აპრილი
9. დაიწყო რაგბის ეროვნული პირველობა
17. ვაკის პარკში 31-ედ მოეწყო ტრადიციული "ლექსოს კროსი"
23. რაგბის 18 წლამდელთა ნაკრებმა საფრანგეთში 40:0 მოსრა გერმანია და I ჯგუფში მესამე (ჯამური VII) ადგილი დაიჭირა
<< მაისი
15. ყინულის ჰოკეის 75-ე მსოფლიო პირველობის ფინალში ფინეთმა სლოვაკეთში 6:1 დაანგრია შვედეთი და მეორედ იჩემპიონა
21. ევროპული რაგბის "ჰაინეკენის თასის" ფინალში ირლანდიის "ლენსთერმა" კარდიფში 16-ქულიანი ფორა გაუბათილა ინგლისის "ნორსჰემპთონს" და 33:22 მოუგო
21. ზელანდიამ შვიდკაცის მსოფლიო სერიაზე ვადამდე, მეცხრედ იჩემპიონა
24. "ქართუს" მიერ თბილისში აგებულ ორ სტადიონზე გაჩაღდა
20 წლამდელთა "მსოფლიო ალაფა, რომლის სტარტზეც საქართველომ კანადა 38:9 ძლია
29. საფრანგეთის "ტულონის" ბურჯი დუდუ ქუბრიაშვილი პირველი ქართველი "ბარბაროსი" შეიქნა
31. ნჰლ-ის კლუბი "ატლანტა" (ჯორჯია, აშშ) ახალი სეზონისთვის ვინიპეგში (მანითობა, კანადა) გადავიდა
<< ივნისი
1. ალაფაზე იაპონიასთან 14:29 წავაგეთ და "მსოფლიო პირველობაზე" გასვლის შანსი დავკარგეთ
4. "ტულუზმა" სან-დენში 15:10 დაამარცხა მამუკა გორგოძისა და გიორგი ჟღენტის მყოლი "მონპელიე" და "ბრენიუსის ფარი" მეთვრამეტედ შემართა
5. ავჭალაში საქართველომ 20:15 ძლია ურუგვაი და ალაფაზე მესამე ადგილი დაიჭირა
15. ნჰლ-ის "სტენლის თასის" გადამწყვეტ, მეშვიდე მატჩში "ბოსტონმა" თიმ თომასის შათაუთით სტუმრად 4:0 ძლია "ვანკუვერი" და 39 წლის შემდეგ ისევ იჩემპიონა
19. საქართველომ ბუქარესტში თამაში შემოუბრუნა ნამიბიას,
23:18 აჯობა და "ირბ-ის ერთა თასზე" მეორე ადგილი დაიკავა
20. გამოქვეყნდა ზელანდიაში, რაგბის მსოფლიო თასზე წასაყვანი
46 კანდიდატის სია
<< ივლისი
1. "ბორჯღალოსნების" წინასწარი სია 32 კაცამდე დაიწრიტა
6. ქვინზლენდის "მორუნზმა" შინ 34:24 ძლია ახალი სამხრეთი უელსის "ბლუზი" და ზედიზედ მეექვსედაც მოიგო რაგბი-ლიგის "სთეით ოვ ორიჯინი"
9. სამხრეთული ზე რაგბის (ზე 15) პირველი სეზონის ფინალში ავსტრალიის "რედსმა" შინ 18:13 ძლია ზელანდიის "ქრუსეიდერზი"
17. საქართველომ შვიდკაცის პირველ "ევრო გრან პრიზე" VI ადგილი დაიკავა
<< აგვისტო
6. რაგბის "სამ ერზე" ზელანდიამ ოქლენდში 30:14 ძლია ავსტრალია და "ბლედისლოუს თასი" ზედიზედ მეცხრე წლით შეინარჩუნა
23. გამოცხადდა რაგბის მსოფლიო თასის ფინალისტთა 30-კაცა რაზმები
27. ავსტრალიამ ბრისბენში 25:20 ძლია ზელანდია და ათი წლის შემდეგ ისევ იპირველა "სამ ერზე"
<< სექტემბერი
9. რაგბის VII მსოფლიო თასის სტარტზე ზელანდიამ ოქლენდში ტონგა 41:10 გააბურთავა
14. მსოფლიო თასზე საქართველო ინვერქარგილის ავდარში
6:15 დამარცხდა შოტლანდიასთან
17. ირლანდიამ ოქლენდში 15:6 ძლია "სამი ერის" ჩემპიონი ავსტრალია და პლეი-ოფის ბადე არია
18. "ბორჯღალოსნები" დანიდინში გულიანად ებურთავნენ ინგლისს, მაგრამ მაინც 10:41 დამარცხდნენ
28. საქართველომ პამერსთონ ნორსში 25:9 ძლია რუმინეთი და პულში მეოთხე ადგილი დაიკავა
<< ოქტომბერი
1. ზელანდიის მგეზავ დენ კარტერს ვარჯიშზე საზარდული გაუწყდა და მსოფლიო თასს გამოეთიშა
2. საქართველომ პირველი ტაიმი მოუგო არგენტინას, მაგრამ ბოლოს 7:25 წააგო
6. გაიხსნა ყინულის ჰოკეის ეროვნული ლიგის (ნჰლ) სეზონი
9. მსოფლიო თასის მფლობელი აფრიკა ავსტრალიამ მეოთხედ- ფინალში 11:9 გააგდო
16. ზელანდიამ ავსტრალია ნახევარ-ფინალში 20:6 დაჯაბნა
19. ოქლენდში ფრედ დასრულდა ირბ-ის თავ-კაცის არჩევნები
21. ავსტრალიამ 21:18 ძლია უელსი და მესამე ადგილი დაიკავა
23. მასპინძელმა ზელანდიამ მსოფლიო თასის ფინალი ძლივს,
8:7 მოუგო საფრანგეთს და "ვებ ელის ტროფი" 24 წლის შემდეგ დაიბრუნა
24. ირბ-მა წლის მორაგბედ საფრანგეთის კაპიტანი, ტიერი დიუზოტუარი სცნო
<< ნოემბერი
4. რაგბის 17 წლამდელთა ნაკრებმა ბუქარესტში 24:3 ძლია პორტუგალია და საგაისო ევრო-ელიტის შესარჩევი მოიგო
5. რაგბის 19 წლამდელთა ნაკრებმა ბუქარესტშივე 20:12 დაამარცხა რუსეთი, მოიგო ევროპის ალაფა და მსოფლიოსაზე გავიდა
5. უმაღლესი ლიგის ახალბედამ, "არმიამ" ავჭალაში "ბზის თასის" ფინალში 29:22 აჯობა ქუთაისის "აიას"
15. რაგბის კავშირმა გამოაცხადა, რომ ჭარმაგ რიჩი დიქსონს შემდეგ ციკლში ახალგაზრდა მწურთნელი შეცვლიდა
19. რაგბი-ლიგის "ოთხი ერის" ფინალში ავსტრალიამ ლიდსში
30:8 ძლია ინგლისი
21. ნჰლ-ს ათ-ნახევარი თვის შემდეგ დაუბრუნდა პიტსბურგელი სიდ ქროსბი და უმალ ოთხი წერტი მოკრიფა
26. "არმიამ" "ლიბერთის თასის" ფინალში 26:16 ძლია "ყოჩები" და დუბლი შეასრულა
<< დეკემბერი
3. შეინ ვილიამსის გაცილებაზე უელსი შინ 18:24 დამარცხდა ავსტრალიასთან
4. "არმიამ" ეროვნული შვიდკაცაც მოიგო და შეიქნა პირველი ქართული კლუბი, ვინც ტრიპლი გაახერხა
12. ლოს ანჯელესში ფრანგი ბერნარ ლაპასეს გამარჯვებით დასრულდა ირბ-ის თავ-კაცის არჩევნები, ინგლისის მგეზავმა, ჯონი ვილქინსონმა კი ტესტ-კარიერა დაასრულა
13. კავშირმა "ბორჯღალოსნების" ახალ გურუდ ზელანდიელი მილთონ ჰეიგი შეიგულა
16. ზელანდიამ "ოლ ბლექსის" ახალ მწურთნელად ძველის, გრემ ჰენრის თანა-შემწე, სთივ ჰანსენი დანიშნა
@