პაპუასური სასწაულისამხრეთული ტესტების პირველ ვიქენდზე მსოფლიოს ჩემპიონმა ზელანდიამ კლასით გააბურთავა ირლანდია; "სამი ერის" ფალავანმა ავსტრალიამ თრილერი მოუგო "ექვსი ერის" ჯილა უელსს, აფრიკა კი ინგლისს მეორე ტაიმშიღა მოერია >>>
http://Qaflan.netai.net/2012ირლანდია ზელანდიას 1905 წლიდან 25-ედ ერაგბა და 24-ედ დამარცხდა (ერთხელაც ფრე იყო. "ოლ ბლექსმა" ოქლენდში 1994 წლის აქეთ ზედიზედ 28-ე ტესტი მოიგო, 21 წლის გარემარბმა ჯულიან სავეამ კი დებიუტი ჰეთ-თრიქით აღნიშნა.
სტუმრები თავიდან ყოჩაღად იყვნენ, მაგრამ 3:3-ზე დენ ქართერმა ძაან შორიდან რომ გაიტანა ორი ჯარიმა, წახდნენ და მეორე მეოთხედში ორი ლელოც გაუშვეს. პირველი მოედანში მოგერიებას მოყვა: კონრად სმითმა ჯვარი გაითამაშა სონი-ბილ ვილიამსთან, ამან ცალით ხელით მიართვა ოფლოუდი ქართერს და სავეამ კიდეზე გაინავარდა.
შავტუხა ჯეელის მეორე ლელოზე იზრაელ დეგი ახლოდან ჩაემატა ხაზში, მიმხვდურმა კი ორ მბოჭავთან კონტაქტშიც დაამიწა, მეორე ტაიმის დასაწყისში კი, მარცხნივ ჩათამაშებისას, ისევ ქართერმა და დეგმა გაათარხნეს გარემარბი. სტუმრებმა ერთადერთი ლელო თერნოვერიდან, ბურთის გორებითა და დევნით დადეს, და მათ ორივე ბურჯი და შუამარბი ერლსიც დაემტვრნენ.
ოთხი წრფივი სოლოავსტრალია უელსს შოტლანდიასთან ავდარში წაგებიდან მეოთხე დღესვე ეტესტა და გუნდის ორი-მესამედის გამოცვლის მიუხედავად, ბოლო მეოთხედში მაინც დაიღალა. ამ დროისთვის უელსმა 14-დან ერთ ქულამდე დაიყვანა ჩამორჩენა და ლელოსკენ წასულ რის პრისთლენდსაც დაუვარდა ბურთი, მერე კი ისევ ივარგა ვილ გენიამ.
"ვოლაბთა" პაპუასმა ჰავბექმა მეორე ტაიმის დასაწყისში რაქიდან შეუტია, ბურჯებს გაუსხლტა, ჯეიმზ ჰუქიც მოაღორა და სასწაული ლელო გაიტანა, კრიტიკულ მომენტში კი, ძალური ფაზების შემდეგ, მანვე ბურთი ხონჩით მიართვა პეთ მაკქეიბს. ბოლოს ბერიქ ბარნსმა ძელს მოარტყა ჯარიმა და ოზებმაც ორჯერ გააჩერეს ალექს ქასბერთი.
პირველი ნახევარიც არა-ნაკლებ თვალ-სასეირო იყო. ავსტრალია გამეტებით უტევდა, უელსი კი დაცვაში მაგრად იდგა. რობ ჰორნი ბურთს ვერ შეელია და კუთხეში არ მიაწოდა დიგბი იოანეს, მერე კი ვოლაბებმა რაქში ატაცებით ოთხი წრფივი სოლო აკინძეს და სქოთ ჰიგინბოთამი კარში შევარდა. უელსს დაემტვრა ჯორჯ ნორსი, თობი ფალეტაუ კი მაგავე მიზეზით ტურნეზე მეტად ვეღარც ითამაშებს.
სირენის შემდეგღაინგლისს დურბანში შესვენებამდე არა უშავდა რა. ულელოო ფრე იყო, მორნეი სტეინმა შერკინებაში მოპოვებული ჯარიმა რომ ააცილა. მესამე მეოთხედში მაგრად იარეს "შარქსის" მორკინალებმა, ვილემ ალბერცმა და იანი დიუპლესიმ, სტეინმა კი ახლოდან გააბითურა თომ ჯონსონი.
მეორე ლელო საათის თავზე დაიდო - მოგერიებულიდან ბრაიან ჰაბანამ გასერა მწყობრი, მეორე ეშელონში კი რუან პინარმა და ჯეი-პი პიტერსენმა გააქანეს კაპიტანი, ჟან დეფილიერსი. მერე დაირტყა ჯარიმები, ინგლისმა კი სირენის შემდეგღა დადო პრესტიჟის ლელო - ოუენ ფარელმა პასი ფრთაზე მიაწვდინა ბენ ფოდენს.
ზაფხულის ტესტებიპირველი ვიქენდი * 9/06
ზელანდია 42:10 ირლანდიაზელ: დეგ გილდფორდ (ბ.სმით 53) კ.სმით სბ.ვილიამს სავეა (ქრუდენ 65) <10-9> ქართერ ა.სმით (ვიპუ 57) / ვუდქოქ ჰორ (ელიოთ 62) ო.ფრენქს (ბ.ფრენქს 62) რეთალიქ (ა.ვილიამს 53) ს.ვაითლოქ; ვიტო (თომსონ 47) მაკქოუ^კაპ რიდ - 5ლ: სავეა (1 2 3) თომსონ კ.სმით; 4გ 3ჯ: ქართერ
ირლ: ქარნი მაკფადენ ოდრისქოლ^კაპ ერლს (ქეივ 73) ზებო
<10-9> სექსთონ (ოგარა 58) მარი (რედენ 62) / ჰილი (ქრონინ 72) ბესთ ფითსპათრიქ (ლაფნი 57) თუი (ოქალაჰენ 62) რაიან; ომაჰონი (მაკლოჰლინ 62) ობრიაენ ჰიზლიპ - ლ: მაკფადენ; გ ჯ: სექსთონ
რეფ ოუენს (უელ) @ ოქლენდი, იდენ პარკ
3:0(5) 3:3(8) 6:3(16) 9:3(19) 16:3(27) 23:3(39) /
30:3(45) 30:10(52) 35:10(56) 42:10(79) # ვიდეო
ავსტრალია 27:19 უელსიავს: ეშლი-ქუპერ ვუნა (ე.ფაინგა 72) ჰორნ (ფაინგა 51-56) მაკქეიბ იოანე <10-9> ბარნს გენია / რობინსონ (ელიგზანდერ 60) პოლოტა-ნაუ (მურ 57) კეპუ; სიმონს შარპ (დენის 65) ჰიგინბოთამ პოქოქ^კაპ პალუ (ჰუპერ 60) - 3ლ: ჰიგინბოთამ გენია მაკქეიბ;
3გ ჯ ა: ბარნს
უელ: ჰაფპენი ქასბერთ ჯ.დევის ს.ვილიამს (ბექ 57) ნორს (ჰუქ 29) <10-9> პრისთლენდ ფილიპს / ჯენქინს ოუენს (რის 52) ად.ჯოუნზ (ჯეიმზ 76) ბ.დევის ჩართერის (ავ.ჯოუნზ 52) ლიდიეთ ვორბერთონ^კაპ ფალეტაუ (რ.ჯოუნზ 52) - ლ: ქასბერთ;
გ 4ჯ: ჰაფპენი
რეფ იუბერ (აფრ) @ ბრისბენი, სანქორპ (42 788)
3:0(9) 10:0(16) 10:3(22) /
17:3(42) 17:6(46) 20:6(50ა) 20:9(56) 20:16(59) 20:19(63) 27:19(68)
# ვიდეო
აფრიკა 22:17 ინგლისიაფრ: კერშნერ (ლემბი 41) ჯპ.პიტერსენ დეფილიერს^კაპ ფ.სტეინ ჰაბანა (ულიფიე 32-/) <10-9> მ.სტეინ ჰოუხარდ (პინარ 57) / მთავარირა (ი.დიუპლესი 59) ბ.დიუპლესი (სტრაუს 67) ი.დიუპლესი (უსტჰეიზენ 50) ეცებეთ (ფლ.ფანდერმერვე 59) კრიერ; კუცია (დენიელ 73) ალბერც სპის - 2ლ: მ.სტეინ დეფილიერს; 4ჯ: მ.სტეინ
ინგ: ბრაუნ (ჯოზეფ 79) ეშთონ ტუილანგი ბარით (ფლად 54) ფოდენ <10-9> ფარელ იანგს (დიქსონ 73) / მარლერ (დორან-ჯოუნზ 73) ჰართლი (მირს 76) ქოულ; მ.ბოთა (პამერ 59) პარლინგ; ჯონსონ რობშოუ^კაპ მორგან (დოუსონ 62) - ლ: ფოდენ; 4ჯ: ფარელ
რეფ ვოლშ (ავს) @ დურბანი, ქინგზ პარკ
0:3(7) 3:3(14) 3:6(27) 6:6(30) /
11:6(48) 16:6(60) 16:9(64) 16:12(66) 19:12(70) 22:12(78) 22:17(80+)
# ვიდეო
არგენტინა 37:22 იტალია4ლ: ლეონარდი რონსერო სენატორე კონტეპომი; 4გ 3ჯ: კონტეპომი სბ ფარიას-კავეჯო - 3ლ: საჯ გორი მა.ბერგამასკო; 2გ: ბერთონ ბოკინო; ჯ: ბერთონ
რეფ გარსეზ (სფრ) @ სან ხუანი, ვისენტენარიო
0:3(4) 3:3(11) სბ(22ა) 3:10(25) 6:10(29) 13:10(34) /
16:10(45) 16:15(55) 23:15(57) 30:15(67) 37:15(75) 37:22(80) # ვიდეო
კანადა 28:25 შტატები3ლ: ქარპენთერ ევანს ჰერნ; 2გ 3ჯ: პრიჩარდ სბ ოთულ -
3ლ: ჰიუმ ლავალია პათერსონ; 2გ 2ჯ: ჰოულდერ
რეფ იონკერ (აფრ) @ ქინგსთონი, რიჩარდსონ (7 521) * Iტ 20:18
ირბ ერთა თასიპირველი რაუნდი
8/06 @ ბუქარესტი, არკულ ($ პრემია)
რუმინეთი 29:9 ურუგვაი2ლ: ლემნარუ ფერკუ; 2გ: მანოლე; 5ჯ: კალაფეტეანუ 4, მანოლე - 2ჯ: ორმაეჩეა: ა: ბერკეზი
რეფ სმოლ (ინგ)
3:0(8) 6:0(20) 9:0(27) 9:3(34) /
12:3(52) 12:6(57ა) 12:9(60) 15:9(62) 22:9(71) 29:9(80)
! ოთარ ტურაშვილმა (რუმ) შესვენებაზე შეცვალა კვაჭი რადოიიტალია*ა$ 33:17 რუსეთი
არგენტინა*ა$ 41:9 პორტუგალია
>> ქულა
5 არგენტინა იტალია; 4 რუმინეთი -
0 რუსეთი ურუგვაი პორტუგალია
>> მეორე რაუნდი [საქ დროით]
სამ 12/06 პორ 17.00 იტა, რუმ 19.00 არგ, რუს 21.00 ურუ
წყნარი ოკეანის თასიმეორე რაუნდი
10/06 @ ტოკიო, ჩიჩიბუ-ნომია ($ პრემია)
სამოა 29:26 ფიჯი$3ლ: ფაოსილივა ლემი (2 3) გ 4ჯ: ანუფე სბ პაულინო -
3ლ: კენატალე ტალეი ტუაპატი; გ 3ჯ: კოროილანგილანგი
რეფ ბარნს (ინგ)
0:3(3) 3:3(5) 3:10(8) 6:10(20) 6:13(23) 13:13(26) 18:13(29) /
23:13(52) 23:16(60) 26:16(67) სბ(68ს) 26:21(72) 29:21(76) 29:26(79)
იაპონია$ 20:24 ტონგა2ლ: ტუი გორომარუ; 2გ 2ჯ: გორომარუ -
3ლ: ტაუფა მოა კაჰო; 3გ ჯ: მორათ სბ მ.კეფუ
რეფ გოზერ (სფრ)
0:3(10) 7:3(15) 7:10(17) 10:10(22) 10:17(27) /
17:17(44) 17:24(62) 20:24(71სბ)
<< ქულა
8 სამოა; 5 ფიჯი ტონგა; 2 იაპონია
ირბ-ის რეიტინგი11/06 @ 1 ზელანდია 9143, 2 ავსტრალია 8642, 3 აფრიკა 8497, 4 ინგლისი 8299, 5 უელსი 8289, 6 საფრანგეთი 8191, 7 არგენტინა 8036, 8 ირლანდია 7985, 9 სამოა 7723, 10 ტონგა 7619, 11 შოტლანდია 7586, 12 იტალია 7408
13 კანადა 7292, 14 საქართველო 7026, 15 ფიჯი 6991, 16 იაპონია 6834, 17 შტატები 6563, 18 რუმინეთი 6454, 19 ესპანეთი 6163, 20 ნამიბია 6124, 21 რუსეთი 6107, 22 ურუგვაი 6095, 23 ბელგია 5917, 24 ჩილე 5832, 25 პორტუგალია 5775
+/-: შტლ 200 ავს (9:6 გ)
აფრ 63 ინგ, ავს 43 უელ, არგ 8 იტა, ზელ 0 ირლ
მეორე ვიქენდი [საქ დროით]
შაბ 16/06
კანადა 03.00 იტალია ტორონტო
ფიჯი 06.00 შოტლანდია ლაუტოკა
ზელანდია 11.35 ირლანდია ქრაისთჩერჩი
ავსტრალია 14.00 უელსი მელბურნი
აფრიკა 19.00 ინგლისი იოჰანესბერგი
კვი 17/06
არგენტინა 01.10 საფრანგეთი კორდოვა
შტატები 05.00 საქართველო დენვერი
იაპონია 09.10 სამოა ტოკიო
@