პირველი ფიალა დადგინდა შემოდგომის ტესტების ბოლო, მესამე ვიქენდზე ირბ-ის რეიტინგის ოთხივე მოწინავემ რომ იმარჯვა, 3 დეკემბერს დანიშნული, 2015 წლის მსოფლიო თასის წილისყრის პირველი ფიალა დადგინდა, ტონგასთან წაგებული შოტლანდიის გურუ, ენდი რობინსონი კი გადადგა >>>
http://Qaflan.netai.net/2012მოწინავე ოთხეულიდან ზელანდიამ უსიტყვოდ იმარჯვა, აფრიკამ, ავსტრალიამ და საფრანგეთმა კი - გაჭირვებით. წილისყრა ორშაბათს, ლონდონშია. შოუ ჩვენებურად 19 საათზე დაიწყება და მსოფლიო თასის საითზე დაისთრიმება, მანამდე კი, შაბათს, ჩაროზი გველის:
ზელანდია ინგლისს ებურთავება, ავსტრალია - უელსს. ჰოდა, თუ "ვოლაბები" კარდიფში მოიგებენ, ეშველება არგენტინას, ვინც სამი საფეხურით, მესამე ფიალამდე დაქვეითდა, უელსი კი გავარდება მეორე ფიალიდან, სადაც გულად სამოას ადგილი დაჯავშნული აქვს.
ზურგს უკნიდანზელანდიამ უელსი 1963 წლიდან მოყოლებული, ზედიზედ 25-ედ (!) ძლია, მაგრამ თავი შეირცხვინა კივმა კვაჭმა ენდრიუ ჰორმა, ვინც იცოდა რა, რომ "ურჩხულებს" მარქაფაში მეორე ხაზელი არ ეჯდათ, პირველსავე წუთზე ზურგს უკნიდან ყბაში უთავაზა მუშტი ბრედლი დევისს, მწყობრიდან გამოიყვანა და მეტოქეს დერეფანი მოუშალა.
თემიდას ჰორის ურჯუკობა გამორჩა, მაგრამ ცდომილი ტრიბუნალზე დაიბარეს და დასჯიან. მასპინძლებს მაშინვე ბურჯიც დაემტვრათ, შუა პირველ ტაიმში კი შუამარბი ჯემი რობერთსიც შესაცვლელი შეიქნა. ამ დროს კელტები ოდენ 0:6 აგებდნენ, მაგრამ ჯარიმა კარის ნაცვლად ორჯერ დაუმიზნეს კუთხეს და რის პრისთლენდს ფეხი მოეცარა.
მანსთერის ოინი"ოლ ბლექსმა" შესვენებამდე ორი ლელო დადო: იზრაელ დეგი თავისი ნახევრიდან სამ მეტოქეს გაუსხლტა და ჯულიან სავეა გააქცუნა, მეტობა კი იქეთა ფლანგზე, ქონრეიდ სმითის პასით, ლაიემ მესამმა გამოიყენა. ზედ შესვენების წინ თონი ვუდქოქი ისევე გაძვრა 5-მეტრა დერეფნიდან, როგორც შარშან, მსოფლიო თასის ფინალში, მესამე მეოთხედში კი სავეას გარღვევა ჯახით დააგვირგვინა ლუქ რომანომ და ანგარიში 33:0 გახდა.
უელსი მერეღა გახალისდა და 5-მეტრა დერეფანში "მანსთერის ოინი" გამოიყენა - 13 კაცი ჩააყენა და მოლი ააგორა. ქორი ჯეინიც გაასინბინეს სალელოე პასზე ხელის ჩაკვრისთვის, ბოლოს კი ალექს ქასბერთმა პირისპირ გააბითურა სავეა, ვინც უმალ გამოცვალეს. კარში 7-ჯერვე ზუსტად დაკრა არონ ქრუდენმა, მაგრამ დენ ქართერიც მოკეთდა და ინგლისთან ათზე დაიწყებს.
უნდა გაგერისკაო"ვარდები" "ბოკეს" წვიმაში ეჭიდნენ, მაგრამ ზედიზედ მეთერთმეტედაც ვერაფერი დააკლეს. ორჯერ (0:0 6:6) ფეხ-მტკივან თობი ფლადს გაუცუდდა ჯარიმა და ზელანდიასთან ვეღარ ითამაშებს, 6:16-ზე კი მანუ ტუილანგიმ თუმც გაჭრა ხაზი და ბევრი ირბინა, მიმყოლმა ქრის ეშთონმა იდედლა და უხეიროდ უპასა მაიქ ბრაუნს.
დაიდო ერთადერთი ლელო: ბენ იანგსმა ფეხით მოგერიება სცადა, მაგრამ ფეხშივე გაარტყა ჯეი-პი პიტერსენს. ამისგან ოვალი წინ (!) მიუვიდა ვილემ ალბერცს, მაგრამ აქეთ პომები და იქეთ მსაჯი და ტელი-რეფიც დაიბნენ და ოფსაიდი გამორჩათ.
მერე და მერე ინგლისმა იომა და ოუენ ფარელმა ჯარიმებით ერთამდე დაიყვანა ჩამორჩენა, ოღონდაც ბოლო გოლზე მედია და ფანობაც სამართლიანად ედავებიან ინგლისის კაპიტან ქრის რობშოუს, დრო ისე ცოტა რჩებოდა, რომ უნდა გაგერისკა და კარის ნაცვლად კუთხეში დაგერტყმევინებინაო.
კინაღამ აიღოავსტრალია პირველ ტაიმში 19 ქულითაც უგებდა იტალიას, მაგრამ მეორეში "აძური" მიეძალა. დასკვნით მეოთხედში, 19:22-ზე, ლუჩანო ორკერას შეცურებული კართან კინაღამ აიღო სერჯო პარისემ, ბოლო წუთზე კი არგენტინელმა ქიქერმა 40 მეტრიდან ოდნავ ააცილა კარს, რის შემდეგაც ადამ ეშლი-ქუპერი კოჭებში შებოჭა ტომასო ბენვენუტიმ.
საფრანგეთს შიში აჭამა სამოამ, ვინც ორი ლელოც დადო და ორჯერვე დაწინაურდა. "ლე ბლეს" ყველა ქულა (ერთი ჯარიმის გარდა) ფრედი მიშალაკმა შესძინა - ბოლო 25 წუთში გაიტანა ფორვარდთა მიერ გამომუშავებული ოთხი ჯარიმა, პირველ ტაიმში კი ტუსი პისს დაუფარა და დაალელოვა.
ორის გამოტოვებითტონგას კაცი სამჯერ გაუსინბინეს, მაგრამ შოტლანდიამ ლელო ეგრეც ვერ დაუდო. ინგლისელი რობინსონი კვირას გადადგა და სქოთებს დაუბარა, იმედია, იმაზე უკეთეს გუნდს გიტოვებთ, რაც ჩამაბარეთო, მედიის თანახმად კი "ექვს ერზე" დროებითი მწურთნელი შონ ლენინი იქნება და ანაც ოხუნჯი ავსტრალიელი სქოთ ჯონსონი.
"ოთხ ერში" ჩაბმული არგენტინა წლის ბოლოს გამოიფიტა, ირლანდიამ კი გემოზე იბურთავა და შვიდი (!) ლელო გაიტანა. პირველზე ახალბედა ქრეიგ გილროიმ ჯონათან სექსთონის შექცეული პასით სამი მბოჭავი მოაღორა. მეორეზე სექსთონი ასევე დაგეზა გორდონ დარსიმ, მესამე კი 5-მეტრა დერეფანში გამართული მოლიდან მოწყდომით დაიდო.
ირლანდია მარჯვედ იყენებდა გადაკიდებასა და შეცურებასაც: მეოთხე ლელოზე თომი ბოუმ მოხსნა სექსთონის აბრაგანი, მერე კი მგეზავმა, ორი კაცის გამოტოვებით, ფრთაზე მიაწვდინა საიმონ ზიბოს. მეხუთეზე სექსთონმა ბოუს ლელოსკენ დაურტყა; ბოლოზე ქის ერლსმა ახეირა ფრთა, ბოლოსწინა კი ლაღ პასაობას მოყვა.
2012 ჩრდილოური ტესტებიმესამე ვიქენდი
ირლანდია 46:24 არგენტინაირლ: ზიბო ბოუ (მაკფადენ 75) ერლს დარსი გილროი <10-9> სექსთონ (ოგარა 73) მარი (რედენ 73) / ჰილი (ქილქოინ 75) რ.სტრაუს (ქრონინ 75) როს (ბენთ 68) რაიან მაკქართი (ოქალაჰენ 63) ომაჰონი (ჰენდერსონ 73) ჰენრი ჰიზლიპ^კაპ - 7ლ: გილროი სექსთონ (2 6) სტრაუს ზიბო ბოუ (5 7) 4გ: სექსთონ 3, ოგარა; ჯ: სექსთონ
არგ: ერნანდეს კამაჩო ვოსხ ს.ფერნანდეს იმოფ (მონტერო 54) <10-9> სანჩეს (ტიესი 23-24, 61) ლანდახო (ვერგაჯო 69) / აჯერსა (ლოვო 69) გინიასუ (კრევი 57) ვუსტოს სბ 64; კარისა ფარიას-კავეჯო (ვაჯეხოს 79) ხმ.ფერნანდეს-ლოვე^კაპ ლეგისამონ (ლეონარდი 55) სენატორე (გომეს-კოდელა 65-74) - 2ლ: ლეონარდი ფერნანდეს-ლოვე; გ: ერნანდეს; 4ჯ: სანჩეს
რეფ პეიპერ (აფრ) 24/11 @ დუბლინი, ავივა (43 406)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...00&d=13538376417:0(12) 7:3(14) 14:3(17) 14:6(19) 19:6(22) 19:9(31) 24:9(33) /
24:12(43) 27:12(46) 32:12(47) 39:12(52) სბ(64ა) 46:12(74) 46:19(78) 46:24(80+)
იტალია 19:22 ავსტრალიაიტა: მაზი ვენდიტი ბენვენუტი სგარბი მი.ბერგამასკო (მაკლეინ 54) <10-9> ორკერა გორი (ბოტეს 75) / ლოჩიჩერო (რიძო 35) გირალდინი (ჯაძონ 60) კასტროჯოვანი (ჩიტადინი 63) ხელდენჰეის (პავანელო 60) მინტო; ძანი (ვოსავაი 69) ბარბიერი სბ 30 (ფავარო 60) პარისე^კაპ - ლ: ბარბიერი; გ 4ჯ: ორკერა
ავს: ბარნს ქამინს (იოანე 73, სბ 79) ეშლი-ქუპერ ტაპუაი მიჩელ <10-9> ბილ შიან (ფიპს 32) / რობინსონ (სლიპერ 38) მურ ელიგზანდერ (კეპუ 73) სტ.ტიმანი შარპ^კაპ; ჰიგინბოთამ (დენის 67) ჰუპერ პალუ - ლ: ქამინს; გ: ბარნს; 5ჯ: ბარნს 3, ბილ 2
რეფ ლ.ფანდერმერვე (აფრ) 24/11 @ ფლორენცია, არტემიო ფრანკი (32 500)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...93&d=13537989913:0(4) 3:3(7) 3:6(16) 3:13(20) 3:16(25) 3:19(28) 3:22(30სბ) 6:22(34) /
13:22(42) 16:22(50) 19:22(55) სბ(79ა)
ინგლისი 15:16 აფრიკაინგ: გუდ ეშთონ ტუილანგი ბარით ბრაუნ <10-9> ფლად (ფარელ 7-10, 46) ბ.იანგს (ქეა 68) / კორბისიერო (ვუნიპოლა 54) თ.იანგს (პეის 68) ქოულ (ვილსონ 76) ლონჩბრი (მ.ბოთა 74) პარლინგ; ვუდ (ჰესქელ 54) რობშოუ^კაპ მორგან - 5ჯ: ფლად 2, ფარელ 3
აფრ: კერშნერ ჯპ.პიტერსენ დეიონხ დეფილიერს^კაპ ჰოუხარდ <10-9> ლემბი პინარ / სტენკამპ (ჰ.ფანდერმერვე 63) ა.სტრაუს (ბრიც 75) ი.დიუპლესი (სილიე 41) ეცებეთ (ფლ.ფანდერმერვე 70) კრიერ; ლოუ ალბერც (კუცია 57) ფერმიულენ - ლ: ალბერც; გ 3ჯ: ლემბი
რეფ ოუენს (უელ) 24/11 @ ლონდონი, თვიქნემ (81 151)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...11&d=13538779363:0(6) 3:3(9) 6:3(13) 6:6(15) 6:9(26) /
6:16(44) 9:16(62) 12:16(73) 15:16(79)
შოტლანდია 15:21 ტონგაშტლ: ჰოგ შ.ლამონთ ევანს (დელუკა 60) სქოთ ფისერ <10-9> ლეიდლოუ (ჰისქოთ 68) პირგოს (რ.ლოუსონ 54) / თრეინორ ს.ლოუსონ (ჰოლ 52) მარი (ქროს 52-53) გრეი ქელოქ; სთროქოშ ბრაუნ^კაპ დენთონ (ბარქლეი 54) - 5ჯ: ლეიდლოუ
ტონ: ლილო ფ.ვაინიკოლო ჰუფანგა (ფატაფეჰი 68) პიუკალა ჰელუ (იონგი 76) <10-9> აპიკოტოა მოა / ტაუმალოლო ტაიონე (მაასი 71) აულიკა (მაილაუ 46) ტუინეაუ (სნ.ტიმანი 76) ლოკოტუი სბ 34; თი-პოულ (მაფი 52, სბ 79) ლატუ-ლანგილანგი^კაპ სბ 69, მაფუ - 2ლ: ლოკოტუი ვაინიკოლო; გ 3ჯ: აპიკოტოა
რეფ რეინალ (სფრ) 24/11 @ აბერდინი, პითოდრი (20 306)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...08&d=13538583460:3(6) 3:3(11) სბ(34ტ) 6:3(39) /
9:3(47) 9:10(53) 12:10(56) 15:10(62) 15:13(65) 15:18(66) სბ(69ტ) 15:21(73) სბ(79ტ) ბოლო(80+3)
საფრანგეთი 22:14 სამოასფრ: დიულენ ფოფანა ფრიც (იუჟე 67) მერმოზ კლერკ <10-9> მიშალაკ პარა (მაშნო 60) / დომინგო (ფორესტიე 46) კეიზერ (შარჟევსკი 45) მას (დებატი 58) პაპე^კაპ მაესტრი (სიუტა 70) ნიონგა-კაბასელე უდრაოგო პიკამოლ (შული 64) - ლ გ: მიშალაკ; 5ჯ: პარა, მიშალაკ 4
სამ: ლემი^კაპ პერეს ჯ.პისი ლეოტა (ანუფე 3-7, 73) ლილომაიავა <10-9> ტ.პისი (სუა 76) ფოტუალიკი / ტაულაფო ტ.პაულო (ავეი 41) ს.ჯონსთონ (ჯ.ჯონსთონ 51) ფ.პაულო (ლემალუ 55) ტეკორი; ტრევირანუს (ფომაი 67) ფასავალუ ტუიფუა - 2ლ: ლემი ტეკორი; 2გ: ტ.პისი
რეფ ლეისი (ირლ) 24/11 @ პარიზი, სან დენი (36 500)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...20&d=13539309590:7(16) 7:7(20) 10:7(36) /
10:14(43) 13:14(57) 16:14(61) 19:14(72) 22:14(79)
უელსი 10:33 ზელანდიაუელ: ჰაფ-პენი ქასბერთ ჯ.დევის რობერთს (სქ.ვილიამს 20) ლ.ვილიამს <10-9> პრისთლენდ (ჰუქ 68) ფილიპს (ნოილ 55) / ჯეიმზ (ჯენქინს 55) რის (ოუენს 65) ჯარვის (ენდრიუზ 2) ბ.დევის (შინგლერ 2) ჩართერის; რ.ჯოუნზ (თიპურიქ 51) ვორბერთონ^კაპ ფალეტაუ - 2ლ: სქ.ვილიამს ქასბერთ
ზელ: დეგ ჯეინ სბ 60, ქ.სმით ნონუ სავეა (ბ.სმით 78) <10-9> ქრუდენ (ბარეთ 69) ა.სმით (ვიპუ 51) / ვუდქოქ (ქროქეთ 51) ჰორ (ქოულზ 55) ო.ფრენქს (ფაუმუინა 61) რომანო (რეთალიქ 51) ვაითლოქ; მესამ (ვიტო 71) მაკქოუ^კაპ რიდ - 3ლ: მესამ ვუდქოქ რომანო; 3გ 4ჯ: ქრუდენ
რეფ იუბერ (აფრ) 24/11 @ კარდიფი, მილენიუმ (72 ათასი)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...01&d=13538400500:3(10) 0:6(19) 0:9(23) 0:16(27) 0:23(40) /
0:26(43) 0:33(50) 5:33(57) სბ(60ზ) 10:33(77)
ბასკეთი 19:3 იაპონია3ლ: ხერბერ; 2გ: იაშვილი პოტხიტერ -
ჯ: ტანაბე / სბ: ჰოლანი ტუი
რეფ მაკმენემი (შტლ) 21/11 @ ბიარიცი, აგილერა (3 458)
0:3(5) 5:3(30სბ) სბ(40ი) / 12:3(53) 19:3(66)
კანადა 19:32 მაორილ: ბარქვილ; გ: ბრეიდ; 4ჯ: პრიჩარდ -
2ლ: თეილორ ნგატაი; 2გ 6ჯ: რიპია / სბ: გრემ ბეითმენ
რეფ ფოქს (ინგ) 23/11 @ ოქსფორდი, იფლი როუდ
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...18&d=1353923198სბ(1მ) 0:9(15) ... 9:19 / სბ(მ) 9:25 ... 19:25 19:32(80)
რუმინეთი 3:34 შტატებიჯ: ფილიპ / სბ: რაციუ, წბ: რუს -
5ლ: ე.სუნიულა ემერიქ ვაილზ (3 4) ნგვენია; 3გ ჯ: ვაილზ / წბ: ქვილ
რეფ ჰოჯის (უელ) 24/11 @ ბუქარესტი, არკულ
3:0(5) 3:7(9) სბ(20რ) 3:12(26) 3:15(39) 3:22(40+4) /
3:27(45) წბ-წბ(51) 3:34(62)
ფრ.ბარბაროსები 65:41 იაპონია9ლ: ბონევალ ლოპეს ლაპეიერ (3 9) კლასენ ადამს მაზონეტო (6 7) საჯ; 7გ: ლოპეს 4, ფიოლ 3; 2ჯ: ლოპეს ფიოლ / სბ: ვატრემე -
6ლ: ონოზავა ტანაკა ტამურა იამადა (4 6) არუგა; 4გ ჯ: გორომარუ
რეფ პასტრანა (არგ) 25/11 @ ლე ავრი, ოსეან (11 ათასი)
0:7(1) 3:7(3) 3:10(9) 10:10(18) 10:17(24) 17:17(26) 22:17(40) /
29:17(42) 34:17(45) 41:17(49) 48:17(51) 48:24(57) 55:24(65) 55:29(68) 55:36(72) სბ(76ფ) 55:41(78) 58:41(80+1) 65:41(80+3)
ირბ-ის რეიტინგი26/11 @ 1 ზელანდია 9291, 2 აფრიკა 8694, 3 ავსტრალია 8631, 4 საფრანგეთი 8507 /
5 ინგლისი 8107, 6 ირლანდია 8022, 7 უელსი 7895, 8 სამოა 7871 //
9 არგენტინა 7871, 10 იტალია 7624, 11 ტონგა 7610, 12 შოტლანდია 7583
13 ფიჯი 7152, 14 კანადა 7141, 15 იაპონია 7009, 16 შტატები 6832,
17 საქართველო 6583, 18 ესპანეთი 6309, 19 რუმინეთი 6212,
20 რუსეთი 6149, 21 პორტუგალია 5963, 22 ურუგვაი 5937,
23 ბელგია 5917, 24 ნამიბია 5845, 25 ჩილე 5702
+/-: ტონ 159 შტლ, აშშ 146 რუმ, ირლ 118 არგ, ფიჯ 92 საქ, აფრ 89 ინგ, ავს 37 იტა, სფრ 8 სამ, ზელ 0 უელ
ჩაროზი * საქ დროით
შაბ 1/12
ინგლისი 18.30 ზელანდია @ ლონდონი
უელსი 18.30 ავსტრალია @ კარდიფი
@
This post has been edited by Lukas & Nikos Mama on 28 Nov 2012, 13:22