სტივ ჰანსენმა ივნისის ტესტებისთვის 35 კაცი დაასახელა, რომელთაგანაც 30 მორაგბეს 3 ივნისს დაასახელებს, პირველი შეკრება კვირას გაიმართება, მეორე სამშაბათს
შემადგენლობა ასე გამოიყურება:
ჩარლი ფაუმუნია, მაა ნონუ, კევინ მეალამუ, პირი ვიპუ, ალი ვილიამსი, ტონი ვუდკოკი (ექვსივე-ბლუზი), სემ კენი, აარონ კრადენი, რიჩარდ კაჰუი, ტავერა კერ-ბერლოუ, ბროდი ლეტლიკი, ბენ ტამეიფუნა, სონი ბილ ვილიამსი (შვიდივე-ჩიფსი), ბოდენ ბარეტი, ქორი ჯეინი, ჯულიან სავეა, ბრედ შილდსი, კონრად სმიტი, ვიქტორ ვიტო (ექვსივე-ჰარიკენზი), დენ კარტერი, უაით კროკეტი, იზრაელ დაგი, ენდი ელისი, ბენ ფრენქსი, ოუენ ფრენქსი, რიჩი მაქოა, კირან რიდი, ლუკ რომანო, ლუკ ვაითლოქი, სამუელ ვაითლოქი (ყველა-კრუსეიდერზი), ტამატი ელსომი, ენდრიუ ჰორი, აარონ სმითი, ბენ სმითი, ადამ თომსონი (ხუთივე-ჰაილენდერზი).
რამდენიმე ანომალია აშკარად შეინიშნება: 35 კაცში ვერ მოხვდა: რობი ფრუენი, ზაკ გილფორდი, ჰოსეა გეარი, ლიამ მესამი, ჯიმი ქოვანი, კოლინ ფლაინი...
ნამდვილად არ ველოდი პირველი 4 მორაგბის დატოვებას, განსაკუთრებით იმსახურებდა ფრუენი, რომელსაც არც ეს შტაბი არ წყალობს როგორც ჩანს
გასაკვირია ასევე გილფორდის და გეარის არ გამოძახება, კაჰუის არ ყოფნის პირობებში და მათ მაგივრად სავეას წაყვანა
მესამის თემა ყოველთვის აქტუალურია და ამოუცნობია ჩემთვის პირადად... რას ერჩიან ამ კაცს, სადაც ლუკ ვაითლოქი, სემ კეინი და ბრედ შილდსია?..
პირველ ხაზს რაც შეეხება: გამიკვირდა მხოლოდ 2 ტრადიციული ჰუკერის წაყვანა და ფლაინის ან თუნდაც ელიოტის დატოვება შემადგენლობის მიღმა. ტამაიფუნას ადგილი კი მემგონი ჯერ ოლ ბლექსში არაა.
დანარჩენ მორაგბეებს რაც შეეხება, ჩემი აზრით, მათი გამოძახება ლოგიკური იყო, ყველამ დაიმსახურა თავისი თამაშით...
ვნახოთ, როგორ გაამართლებენ გაცემულ ავანსებ ახალწვეულები, ამ ფორმაციის ოლ ბლექსი მაინც 4 ერის წინაწირობაა...
3 ივნისამდე ეს შემადგენლობა გავკენწლოთ და შემდეგ იმ 30კაციანსაც დაასახელებს სტივი