კივურ-ოზური რკენანი   მეორე შაბათია, კივებმა და ოზებმა ქვინზლენდში ნაკრებებით უნდა ირაგბონ: წინაზე 13-კაცა ლიგა ავსტრალიამ მოიგო, ამაზე კი ზელანდიაა ფავორიტი 15-კაცა, ბლედისლოუს თასის თამაშში  >>>
http://Qaflan.netai.net/2012ფანობა შფოთავსკივ ლიგელთა კვართზე თეთრი ელემენტი ბლომადაა, "ოლ ბლექსის" მაისურს კი მკერდზე ახლაღა დაეხატება რეკლამა - ამერიკული სადაზღვევო გოლიათ "ეი აი ჯის" ლოგო. კონტრაქტი ხუთ-ნახევარ წლიანია და ზელანდიის ექვს (ასაკობრივ, მაორთა, 7-კაცა, ქალთა) ნაკრებს ეხება.
კავშირს კვართის სპონსორის მოზიდვა გადააწყვეტინა იმან, რომ წლიური ხარჯი 82 მილიონი აქვს, მაგრამ საქმეც ეგაა, რომ ფანობა შფოთავს, სამყაროში ერთადერთნი ვიყავით, ვინც რაგბის ოდინდელ ფასეულობებს ერთგულობდა და ერის სიამაყეს არა ჰყიდდაო!
დასაბამიდან მეასედ?სხვანი სპონსორს იმიჯს უწუნებენ, ესაო და ხაზინამ 182 მილიარდი შეაწია და მაგით გაკოტრებას გადაარჩინაო. ლოგო თავიდან ბიჭებსაც არ მოწონებიათ, რადგან დიდი და თეთრსავე ჩარჩოში ჩასმული იყო, მაგრამ მერე დააპატარავეს და სამი ასოღა წააწერეს გულისპირს.
ზელანდიას ბოლო მსოფლიო თასის დაწყებიდან ზედიზედ 16 მატჩი მოუგია, ბობოლათა რეკორდი კი 17 გამარჯვებას უდრის (ზელანდია 1965-69, აფრიკა 1997-98. ოლ ბლექსი იმასაც დაეშურება, რომ ვოლაბები დასაბამიდან მეასედ (!) ძლიოს, კივთა 33 წლის კვაჭი ქევენ მეალამუ კი შაბათს 22-ე ცენტურიონი ხდება - მეასე (!) კეპს იხვეჭს.
მიზერული შანსებიზელანდია ამჯერად დროის მეტი წილი მწურთნელის თანაშემწემ, იენ ფოსთერმა ამზადა, რაკი სთივ ჰანსენი სნეულ მამას თავზე ადგა. ოლ ბლექსი ბოლოჯერ - შარშან სწორედ რომ ბრისბენში დამარცხდა. საფსონო კანტორათა თანახმად, ავსტრალიის შანსები თუმც მიზერულია (7/1, კივები მაინც ფრთხილობენ, რაკი შინ, ქვინზლენდში, უკანასკნელად რაგბობს ბებერი მეორე-ხაზელი ნეითან შარპი.
ოთხი ერის აქეთ ვოლაბებს გამოაკლდნენ გარემარბი დიგბი იოანე და ბურჯი ბენ ელიგზანდერი, რადიკე სამოს ნაცვლად კი 8 ნომრად ბრუნდება ტრავმებით გაწამებული ვაიქლიფ პალუ. ეგეც გაირკვა, რომ ვუნდერკინდი ჯეიმზ ოქონორი ნოემბრის ტურნეზეც ვერ გაყვება გუნდს ევროპაში, მედიამ კი შენიშნა, რომ ოზებს მატჩში საშუალოდ თუ 3.17 ლელო გაჰქონდათ, წელს ეგ მაჩვენებელი 1.2-ღა აქვს. 
ონილი ირბ-ში დარჩებაბრისბენშივე კავშირის მთავარ მოხელედ ბოლოჯერ წარსდგება 61 წლის ჯონ ონილი. ავსტრალიური რაგბის "ოქროს ხანის" შემოქმედს პოსტი გაისად უნდა დაეტოვებინა, მაგრამ ოქტომბრის ბოლომდეღა იმუშავებს, რათა ახლავე გაჩაღდეს შემცვლელის გლობალური ძიება.
ონილმა კავშირს ორი ვადით (1995-2004, 2007-2012) უხელმძღვანელა. ვოლაბებმა 1999 წელს მსოფლიო თასი აიღეს, 2003 წელს კი ქვეყანამ მსოფლიო თასს უმასპინძლა. ჯონმა სამი წელი იღვაწა 11-კაცა სოქერში და იქაც დიდ საქმეებს დაადგა თავი, ამიერიდან კი კაზინოთა ქსელს მიხედავს და ირბ-შიც დარჩება აღმასკომის წევრად.
მესამე ბლედისლოუავსტრალია - ზელანდია
ბოლო ტესტის აქეთ
* დაემატა, ^ დააწინაურეს, $ დაძრეს, # დაამარქაფეს
<<   ვოლაბიზ
ბექ) 15 მაიქ ჰარის, 14 ნიქ ქამინს, 13 ბენ ტაპუაი, 12 პეთ მაკქეიბ, 11 ადამ ეშლი-ქუპერ* 10 ქერთლი ბილ, 9 ნიქ ფიპს /
ფორ) 1 ბენ რობინსონ^ 2 ტატაფუ პოლოტა-ნაუ, 3 ჯეიმზ სლიპერ$ 4 სიტალეკი ტიმანი$ 5 ნეითან შარპ_კაპ; 6 სქოთ ჰიგინბოთამ^ 7 მაიქლ ჰუპერ, 8 ვაიქლიფ პალუ*
მრქ) 22 დრუ მიჩელ* 21 ბრეთ შიან / 16 ჯეიმზ ჰენსონ* 17 სეკორე კეპუ* 18 ქეინ დაგლას# 19 დეივ დენის, 20 ლაიემ გილ
<<   ოლ ბლექს
ბექ) 15 იზრაელ დეგ, 14 ქორი ჯეინ, 13 ქონრეიდ სმით, 12 მა ნონუ, 11 ჰოსეა გიარ; 10 დენ ქართერ, 9 არონ სმით /
ფორ) 1 თონი ვუდქოქ, 2 ქევენ მეალამუ^ 3 ჩარლი ფაუმუინა* 4 ბროდი რეთალიქ, 5 სემ ვაითლოქ; 6 ლაიემ მესამ, 7 რიჩი მაკქოუ_კაპ, 8 ქიარან რიდ
მრქ) 22 ბენ სმით* 21 არონ ქრუდენ, 20 პირი ვიპუ / 16 ენდრიუ ჰორ# 17 ოუენ ფრენქს# 18 ლუქ რომანო, 19 ვიქთორ ვიტო*
<<   მსაჯები
რეფ) ქრეიგ იუბერ; კიდ) იაკო პეიპერ / ლოურენს ფანდერმერვე (აფრ; ვიდ) მეთ გოდარდ (ავს)
შაბ 20/10  ბრისბენი, სანქორპ  14.05 საქ
<<   ბალანსი
პირისპირ (1903-2012)  145: 41-99*5 (1947:2841) ლ 221/375
ავსტრალიაში (1903-2012)  74: 24-46*4 (1078:1398) ლ 114/199
ბრისბენში (1907-2011)  19: 3-14*2 (244:347) ლ 27/55
სანქორპზე (1996-2011)  4: 1-3 (83:93) ლ 8/9
25:32 ლ 2/2 (1996, 9:13 ლ 0/1 (2006,
24:28 ლ 3/4 (2008, 25:20 ლ 3/2 (2011)
ბლედისლოუზე (1931-2012)  
125: 34-87*4 (1775:2556) ლ 195/313 ^ თასი 12-41
წელს, ოთხ ერზე 0-2  *  19:27 (სიდნეი 18/08)  0:22 (ოქლენდ 25/08)
@