არა, ზოგადია, ჩემპიონატის შემოღებამდე (1976) ერთადერთი ჯილდო იყო
რომ დაწესდა 190ჭ წელს, მიენიჭა ოქლენდს, როგორც იმხანად უძლეველს
მას აქეთ ვინც მფლობელს მოუგებს, ართმევს,
თუ არა და (ფრეზეც) მფლობელს რჩება =
პროფ’კრივის ჩემპიონობის სისტემით
ახლანდელი წესებით = გადამოწმება ჭირდება,
მფლობელმა უნდა დაიცვას სეზონში მაქსიმუმ 7-ჯერ
მაგისთვის გამოიყენება ჩემპიონატის საშინაო მატჩები =
სტუმრად ჩატანა და იქ დაცვა არ გევალება, და
არც პლეი-ოფში თამაშდება ფარი = იქ ისედაც საკმაოა მიზანი
და საგანგებო მატჩებიც = მეორე ჯგუფის სიაფანდი გუნდები
რიგში დგებიან და იწვევენ მფლობელს, თანაც თამაში
ამ სუსტის მოედანზე ტარდება და ფული ადგილზე რჩება
სტატისტიკურად აღირიცხება,
სულ რამდენჯერ დაიცვა გუნდმა,
ზედიზედ რამდენი მოიგო და რა ხანი შეინარჩუნა,
რამდენჯერ მოეცარა ხელი = აგე,
ოთაგო 1957 წლის აქეთ ვერაფრით იგებდა
http://en.wikipedia.org/wiki/Ranfurly_shield
ჩვენც შემოვიეთ ეგეთი ჯილდო = "სარბიელის სინი" 1995 წელს,
მაგრამ მესამე სეზონში შეწყდა აყალმაყალთა გამო
მერე 200ყ წლებში ორჯერ გაცოცხლდა, მაგრამ
ვისაც აბარებდნენ ზედამხედველობას, ისინი ადებდნენ დამატებით პირობებს =
150 ლარი და ბლომად ლუდი გამოწვევისთვის
ცხოვრება რომ გაჭირდა, ამისი ხალისი არავის ჰქონდა,
ნაღდი მიზეზი ინტერესის მინავლებისა კი ისაა, რომ
იმ ხალხს არ დაუწესებია ეგ სინი = ამიტომ ძაანაც არ ადარდებთ,
კავშირის აპარატში მუშაობენ და სხვა საზრუნავიც ყოფნით
გამოსავალი: გარეშე ხალხმა უნდა იკისროს პატრონობა!
დამატებითი ხარჯი ნული = მარტო უნდა ახსენონ მფლობელს,
რომ მოიტანოს (არ დამალოს) და თუ წააგო, იქვე ზრდილობიანად გადასცეს მოგებულს
@ წესი აქვს უმარტივესი = დედანიც კი შენახული მაქვს =
ვთქვათ აქვთ აფთრებს და პირველ ტურში ეთამაშებიან აქლემებს =
ავტომატურად თამაშდება ეგ სინი =
უნდა მოიტანონ სტადიონზე და გამოფინონ, ხალხი რომ ხედავდეს
ვინც მოიგებს, ისაა მფლობელი და შემდეგ ტურში უკვე ის იცავს,
ანუ თუ ჩემპიონი ვლინდება სეზონის ბოლოს,
სინი მთელი სეზონი იმისაა, ვინც იმ მომენტშია საუკეთესო და
ეგ ჯილდო ჩემპიონატის თამაშებსაც მაგრად ამწვავებს