მოვდივარ და დამიდექიო მინდა შევიტყო მეტი ახალი ზელანდიის ნაკრების მისალმება "ჰაკაზე" ...
გთხოვთ დაბეჭდოთ ტექსტები, გაგვირჩიოთ ვარიანტები და ცოტა ისტორიაც მოგვითხროთ
[მკითხველი] http://Qaflan.netai.net/2014http://issuu.com/chveni-tamashiჩვენო ... ჰაკა დიდი რაგბის განუყოფელი ნაწილია. რიტუალი "ოლ ბლექსის" სავიზიტო ბარათია. დამწყები ფანი კივთა თამაშებს უფრო ამ სეირის ხართით უყურებს, მაგრამ რაგბის სიღრმეებს რომ ჩაწვდება, მერე ზელანდიელთა ბურთაობა მაგ უხამს ღრიალზე მეტად მოეწონება.
ჰაკა მკვიდრ ზელანდიელთა - მაორთა ხალხური შემოქმედების ჟანრია. ბრიტანეთში 1888 წელს ჩასული პირველი კივური გუნდი სარის პუბლიკას შაირ-დართული ცეკვით მიესალმა. 1901 წელს ქორნვოლის დიუქი შორეულ დომინიონში რომ ჩაბრძანდა, ნგატის ტომმა შეუსრულა "კა მატე" ჰაკა, რომელიც მალე "ოლ ბლექსმაც" გადაიღო.
რაგბივით გააგრესიულდაჰაკას ზელანდიელები კარგა ხანს მხოლოდ სტუმრად ასრულებდნენ, 1987 წლის მსოფლიო თასიდან მოყოლებული კი ყოველი ტესტის წინ ცეკვავენ. "კა მატე" თავიდან ერთობ თავშეკავებული რიტუალი იყო, რაშიც იუთუბზე ძველ ვიდეოთა ხილვით თავადვე დარწმუნდებით, მაგრამ ბოლო 25 წელია, რაგბის მსგავსად, ჰაკაც გააგრესიულდა.
შეიცვალა ადრესატიც: გუნდი ძველ დროში მასპინძელ ფანობას ესალმებოდა, ამჟამად კი მეტოქეს ექადნება, მოვდივარ და დამიდექიო. ეს ბევრს არ სიამოვნებს, მაგრამ თუ ჰაკაზე არ გაშეშდი და ანაც კივებს რამენაირად უპასუხე, მოღრიალენი მაგას უპატივცემულობად ჩაგითვლიან და დაიბოღმებიან.
კაბის კალთის ქვეშ"კა მატეს" ავტორია ბელადი ტე-ტაუპარაჰა, ვინაც 1810 წელს მდევრებს დედაკაცის კაბის კალთის ქვეშ, კარტოფილის ორმოში დაემალა, ზემოთ ამოსულმა კი გაარკვია, რომ მტრის ნაცვლად მოყვარე სტუმრებოდა. ამით გახარებულმა ბელადმა ექსპრომტად იცეკვა და გამოთქვა ლექსი, რაიც ჩვენი "მზე შინა და მზე გარეთას" ანალოგიურია.
"კა მატეს" წამყვანი იწყებს, მერე კი მთელი გუნდი აჰყვება. ფანობას უმეტესად ეს ჰაკა უნახავს, 2005 წელს კი, საფუძვლიანი აკადემიური მუშაობით, შეიქმნა საკუთრივ რაგბული ვერსია, რომელსაც ჰქვია "კაპა ო პანგო", ანუ მაორულად ნათარგმნი "ოლ ბლექს"
მორჩილად ვუყუროთ?ეს, ახალი ჰაკა იშვიათად სრულდება. ნაკრები მას განსაკუთრებულ შემთხვევაში იყენებს, როცა უნდა მეტოქე მეტად დააფასოს. ცოდვა გამხელილი სჯობს და თუ "კა მატე" სადაა და სხარტი, "კაპა ო პანგო" ძალისძალად გაწელილი ჩანს და ფრიად უდიერი რამაცაა, მეტადრე - ბოლო ფაზა, რომელიც ყელის გამოღადრვის ჟესტით ბოლოვდებოდა.
მეტოქეთა და საზოგადოების პროტესტის კვალად, კივებმა ეს მონაკვეთი ცოტათი გადაასხვაფერეს, მაგრამ მაგით პროდუქტი როდი გაკეთილშობილებულა. სხვაფრივ, ბორჯღალოსნები გაისად, 2 ოქტომბერს, კარდიფში რომ უნდა "დაუპირისპირდნენ" მოჰაკავე "ოლ ბლექსს", პასუხად რამის მოგონება გვმართებს:
აბა, ძირძველი, ღირსებით მოსილი კავკასიელები მორჩილად ხომ ვერ ვუყურებთ, ვიღაც შორებელი, უკაცრავად და ველურები, მკვრად-ცოცხალს როგორ შეგვიგინებენ!
კა მატედამწყები: რინგა პაკია! უმა ტირაჰა! ტური ფატია! ჰოპე ფაი აკე! ვაევაე ტაკაჰია კია კინო!
(ორჯერ) დამწყები: კა მატე, კა მატე - გუნდი: კა ორა, კა ორა!
ყველანი: ტენეი ტე ტანგატა პუჰურუჰურუ,
ნანა ი ტიკი მაი ფაკაფიტი ტე რა ...
ა უპანე, კა უპანე! ა უპანე, კა უპანე! ფიტი ტე რა! ჰიი!
კაპა ო პანგოტარინგა ფაკარონგო! კია რიტე! კია რიტე! კია მაუ! ჰი!
კია ფაკაფენუა აუ ი აჰაუ! ჰი აუე, ჰი!
კო აოტეაროა ე ნგუნგურუ ნეი! აუ, აუ, აუე ჰა!
კო კაპა ო პანგო ე ნგუნგურუ ნეი აუ, აუ, აუე ჰა! ი აჰაჰა!
კა ტუ ტე იჰი იჰი, კა ტუ ტე ვანავანა,
კი რუნგა კი ტე რანგი, ე ტუ იჰო ნეი, ტუ იჰო ნეი, ჰი!
პონგა რა! კაპა ო პანგო, აუე ჰი! პონგა რა! კაპა ო პანგო, აუე ჰი, ჰა!
@