http://Qaflan.netai.net/2011/საქმის გასაგრძელებლად მსოფლიო თასის მფლობელმა ზელანდიამ ნაკრების ახალ მწურთნელად ძველის თანა-შემწე, სთივ ჰანსენი დანიშნა, კივეთში შერცხვენილ ინგლისს კი "ექვს ერზე" მეორე ნაკრებში დაოსტატებული სთიუართ ლანქასთერი უსარდლებს >>>"ოლ ბლექსმა" 24-წლიანი ნავსი გატეხა და შინ მსოფლიო თასი შემართა, რის შემდეგაც პენსიაზე ვალ-მოხდილი წავიდა 65 წლის გრემ "თედ" ჰენრი. მისი თავ-კაცობით ზელანდიამ რვა წელში თამაშთა 85.4% მოიგო, რაც უნიკალური შედეგია.
თედმა დაიბარა, საქმე რომ სწორად გაგრძელდეს, ჩემი პირველი ასისტენტი, 52 წლის ჰანსენი დააწინაურეთო. კავშირს ახალი გურუ ქრისტე-შობამდე (25/12) ისედაც უნდა დაენიშნა, ავტორიტეტის აზრის მოსმენის შემდეგ კი აღარ გააჯანჯლა და პარასკევსვე ამცნო რაგბეთს ჰანსენის ხელ-დასხმა.
სკოლის დირექტორ ჰენრისგან განსხვავებით, სთივი პოლიციაშია ნამუშევარი. ბოსის დარად, უწურთნია უელსი, მანამდე კი ქენთებრის მოძღვარი და "კრუსეიდერზის" გურუს თანა-შემწეც ყოფილა. "ოლ ბლექსში" ჰანსენი შერკინებას კურირებდა, მის სამწურთნელო ამალას კი კავშირი ამ კვირის ბოლომდე დაამტკიცებს.
"ოლ ბლექსის" მწურთნელები პროფესიულ ხანაშისქრამ.კომ ზეობა თ მ-წ*ფ ქ%
ჯონ ჰართ 1996-1999 41 31-9*1 76.8
ვეინ სმით 2000-2001 20 15-5 75.0
ჯონ მიჩელ 2002-2003 25 20-4*1 82.0
გრემ ჰენრი 2004-2011 103 88-15 85.4
თამამად შემედავონოჰანსენი კავშირის გამგეობამ ერთხმად აირჩია, სთივმა კი წარდგენაზე ტრადიციული, მაგრამ ყავლ-გაუვალი ჭეშმარიტებანი ბრძანა: ნაკრების გაძღოლა ფრიადი პატივია და დიდადაც საპასუხისმგებლოო; აქამდე ბევრს მივაღწიეთ, მაგრამ ეგ უკვე წარსულია და მომავალი უნდა გამოვჭედოთო; და ჩემი წასვლის ჯერიც რომ დადგება, "ოლ ბლექსი" ახლანდელზე წინ უნდა იყოსო.
მედიის ვარაუდით, ჰანსენის თანა-შემწეები იქნებიან იენ ფოსთერი (ბეკები, ოზი (სახელია!) მაკლეინი (დაცვა) და მაიქ ბერნი (ტექნიკა და სტატიკა, თავად გურუს კი ისეთი დამქაშები სურს, რომლებიც შემოქმედებით გარემოში თამამად შეედავებიან და ამით მთავარი მწურთნელის მიერ დასახული გეგმა დაიხვეწება.
"ოლ ბლექსი" საუკუნეთა მიჯნაზე დაწესებულ "ლოროზის მსოფლიო სპორტის ჯილდოზეა" წარდგენილი. უწინ გუნდებს შორის ეს პრიზი რგებიათ მსოფლიო თასის ამღებებს, ინგლისსა და აფრიკას, ზელანდიის კონკურენტები კი ამჯერად არიან ბარსელონა (ფეხბურთი, ინგლისი (კრიკეტი, დალასი (კალათბურთი, იაპონია (ქალთა ფეხბურთი) და რედ ბული (ფორმულა 1)
ზელანდია 2012 წელს (14 ტესტი) 9/06 ოქლენდ, 16/06 ქრაისთჩერჩ, 23/06 ჰემილთონ: ირლანდია
18/08 სიდნეი, 25/08 ოქლენდ, 20/10 ბრისბენ: ავსტრალია
8/09 ველინგთონ, 29/09 (ბუენოს აირეს: არგენტინა
15/09 დანიდინ, 6/10 სოუეტო: აფრიკა
10/11 მარიფილდ: შოტლანდია; 17/11 24/11 ? 1/12 თვიქნემ: ინგლისი
@