პირველად მე და საქართველოს ნაკრები ოლ ბლექსის წინააღმდეგ, ისტორიული დღეა...
ბევრჯერ მომიწევს ამ დღის გახსენება ცხოვრებაში...
ვინ იცის, შეიძლება მეტჯერ ვერც ვნახო ჩვენი ნაკრები შავების პირისპირ
ამიტო მაქსიმალურად დიდი სიამოვნება უნდა მივიღო დღევანდელი თამაშით
მიუხედავად იმისა, რო განწირულები ვართ მარცხისთვის, რა ანგარიშითაც არ უნდა დამთავრდეს ეს დღეს ჩემთვის და ქართული რაგბისთვის ისტორიული მაინც იქნება...
ბედნიერი ხალხი ვართ ჩვენ, რიგითი ქომაგები, რომ ამ დღეს მოვესწარით და შეგვიძლია, თუნდაც ტელევიზორიდან, ვუყუროთ ჩვენი ბიჭების ჯახს პლანეტის საუკეთესო ნაკრების წინააღმდეგ მილენიუმზე!
ჩემთვის პირადად, ამაზე დიდი სპორტული სანახაობა არ ყოფილა დღემდე! (ყოველგვარი ზედმეტი სენტიმენტების გარეშე)
ჩემი ქვეყნის ნაკრები უპირისპირდება ნაკრებს, რომელმაც მომწამლა რაგბით...
ბევრი რომ არ გავაგრძელო, წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ბიჭებს დღეს და ოლ ბლექსს დღეის შემდეგ!

მოლოდინიც კი სასიამოვნოა...