13 დეკემბერს რაგბის კავშირის ხელმძღვანელობამ სარაგბო ბაზა "შევარდენზე" პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებს ნაკრების ახალი მწვრთნელის ვინაობა ამცნო. გადაწყვეტილი ამბავია - ქართველ "ბორჯღალოსნებს" ახალ ზელანდიელი მილტონ ჰეგი გაწვრთნის, მისი ასისტენტი კი ასევე ზელანდიელი კრის გიბსი იქნება.
გია ნიჟარაძე:" ახალი მწვრთნელის ძებნა ჯერ კიდევ ზელანდიაში ყოფნის დროს დავიწყეთ და მჭიდროდ ვითანამშრომლეთ ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის ხელმძღვანელობასთან დამათ მიერ შემოთავაზებული კანდიდატურა საბოლოოდ მოწონებული იქნა. ნაკრების მწვრთნელის შერჩევისას დაახლოებით 60 კანდიდატურა განვიხილეთ, რომელთაგან ბოლოს გამოიკვეთა სამი მიმართულება ახალი ზელანდიის, საფრანგეთის და ინგლისის.
ზელანდიელებმა თავიდანვე ეს ადამიანი შემოგვთავაზეს და გვითხრეს, რომ კარგ ვარიანტს გვთავაზობდნენ, თუმცა ჩვენ მაინც ვთხოვეთ,რომ სხვა ვარიანტებიც ერჩიათ. ძალიან სერიოზულად ვიმუშავეთ ფრანგულ მიმართულებაზე, თუმცა საბოლოოდ ყველა ვარიანტი გამოირიცხა. ზოგი ჩვენ დავიწუნეთ, ზოგი მაღალ ხელფასს ითხოვდა, რასაც ვერ გავწვდებოდით. იყვნენ სპეციალისტები, რომლებიც თავად ფრანგებმა არ გვირჩიეს. ამ საქმეში აქტიურად იყვნენ ჩართული საფრანგეთში მოთამაშე ქართველი ლეგიონერებიც, რომლებიც სხვადახვა სპეცილაიტზე აზრს ფრანგ თანაგუნდელებსაც ეკითხებოდნენ, ვინც საფრანგეთის ნაკრებშიც თამაშობს.
ასვე ქართველი მორაგბეების მწვრთნელები, მათ შორის "მონპელიეს" მთავარი მწვრთნელი გალტიე. მოკლედ, საბოლოოდ ფრანგული ვარიანტიც გამოირიცხა და დარჩა ინგლისური, სადაც მწვრთნელთა უმრავლესობა დაკავებულია მათი კონტრაქტის გამოსყიდვა კი ძვირი სიამოვნება გახლავთ.
ერთ-ერთი ვარიანტი იყო მაიკლ ბრედლი, რომელიც "ედინბურგში" მუშაობს და კონტრაქტით კიდევ 1.5 აქვს დარჩენილი.
მინდა გითხრათ, რომ სეროოზული მოლაპარაკება გვქონდა კლაივ ვუდვორთთან და ის ძალიან დიდ ინტერესსაც იჩენდა, პრინციპში ყველაფერზე შევთანხმდით, მაგრამ როდესაც მის აგენტთან ხელფასსზე საუბარი დავიწყეთ იქ უკვე ყველაფერი დასრულდა. 
ვუდვორდმა ჩვენთვის წარმოუდგენლად დიდი თანხა მოითხოვა. არადა, ის ჩვენს მიერ მოთხოვნილ ამოცანებს უთუოდ გადაჭრიდა, მაგრამ რას ვიზამთ ძლიერ მწვრთნელთან კონტრაკტის გაფორმება ძვირი ღირს.
ასე რომ, დარჩა მილტონ ჰეიგის კანდიდატურა, რომელსაც რეკომენდაცია ძალიან ბევრმა ადამიანმა გაუწია. მათ შორის ზენადიის რაგბის კავშირმა, ირბ-იმ, "კლერმონის" მთავარმა მწვრთნელმა და გადავწყვიტეთ რომ ამ სპეციალისტს ვენდოთ, რა გამოვა სხვა საკითხია, რადგან მწვრთნელის დანიშვნა ნამდვილი ლატარიაა, თუმცა ჩვენ ბოლომდე მაინც არ ვრისკავთ და მასთან 2+2 ან 2+1+1 კონტრაქტს გავაფორმებთ და თუ ისე მოხდა, რომ ჩვენ იმედებს ვერ გაამართლებს რაც ძალიან არ გვინდა მაშინ სარეზერვო სიას გადავხედავთ, სადაც პირველი ადგილი მაიკლ ბრედლის უკავია.
ჰეიგის ასისტენტი მისივე შერჩევით კრის გიბსი იქნება, ვინც შერკინების სპეციალისტია. ნაკრებში რჩება ილია მაისურაძე და ასევე ილია ზედგენიძე, რომელიც საფრანგეთში მოთამაშე ლეგიონერებს გაუწევს კონტროლს და ნაკრების თამაშების დროს გუნდთან ერთად იმუშავებს.
ასევე, მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ჰეიგი საჭიროდ ჩათვლის საქართველოში ტანა უმაგაც ჩამოვა, ვინც ზელანდიაში იყო მისი ასისტენტი. ნიშანდობლივია, რომ ჰეიგი საქართველოში ოჯახთან ერთად ცხოვრებას აპირებს. მოგვიანებით კი იგივეს გაკეთებას მისი ასისტენტიც გეგმავს. მთავარი მწვრთნელის ხელფასი თვეში 9 ათასი ევრო იქნება, რაც სხვა მწვრთნელების მოთხოვნებთან შედარებით გაცილებით მცირე თანხაა".
msy.gov.ge