ვალი გაუსტუმრეს "ექვსი ერის" მეოთხე რაუნდში ინგლისმა რომ გააბურთავა უელსი,
ფინიშზე ტიტულსაც ჩამოართმევს მეზობელს, თუკი საფრანგეთი ირლანდიას დაამუხრუჭებს >>>
http://Qaflan.netai.net/2014უელსმა შარშან 30:3 მოსრა ინგლისი და ზედიზედ მეორედ იჩემპიონა, მაგრამ ნამატჩევს გაირკვა, რომ კელტებს განგებ უქცევიათ შერკინება, რაღაი ოზი რეფი აპრიორი მეტოქეს დააჯარიმებდა.
პატივცემულმა ირბ-მა სამართალი წელს გააჩინა: ფრანგმა მსაჯმა შარშანდელი გმირი, ბურჯი გეთინ ჯენქინსი ამოიჩემა და გაასინბინა. ჰოდა, ახლა უელსი ჩივის, გაგვაგებინონ მახვშებმა, როგორ მივაწვეთო.
შერკინება იქეთ იყოს და ინგლისმა, ბრეიქ’დაუნის გარდა, ლამის სხვა ყველაფერში აჯობა აწ უკვე ექს-ჩემპიონს. მეორე ხაზელი ქორთნი ლოზი სასწაულად გაისარჯა; დანი ქეამ უკადნიერესი ლელო დადო; ოუენ ფარელმა დიდებულად ურტყა კუთხეებშიცა და კარშიც, უკანა სამეულმა კი შანსი არ გაუშვა, სიღრმიდან არ კონტრ’შეეტია.
თავი გადადოუელსს 12 ლომი ეყენა, ინგლისმა კი შარშანდელი 15’ეულიდან ექვსი კაციღა დაიტოვა. ვარდებმა 2003 წლის აქეთ პირველად ძლიეს სამივე ბრიტანელი ნაყმევი და "სამი გვირგვინის" სინი ჩაიბარეს, უელსს კი სეზონის ბოლომდე გამოაკლდა ლი ჰაფპენი, ვინაც ბეჭი იღრძო.
დაიდო ოდენ ორი ლელო და ისიც პირველ ტაიმში. მარჯვენა ბურჯმა (!) დევიდ ვილსონმა რომ გაჭრა ხაზი, კართან ბოძებული ჯარიმა უცებ გაათამაშა ქეამ, მეორეჯერ კი ბილი თველვთრიზმა ვირტუოზულად შეუცურა ლუთერ ბარელს. ამ ვესთ’ინდოელ ჯეელს 76’ წუთზეც შეეძლო ალამთან გატანა, მაგრამ ჰაფპენიმ თავი გადადო და დაშავდა.
ინგლისი უელსს თვიქნემში 2015 წლის 26 სექტემბერსაც, მსოფლიო თასის ჯგუფში ერაგბება და წაგებული ალბათ პულშივე ჩარჩება, რაკი უდროო, ტრაგიკული წილისყრით, იქვეა ავსტრალია.
შავ დღეში არიან "ექვსი ერის" ორგანიზატორებიც: რაკი პარიზი და რომი შორი-შორსაა, თასს შუა გზაზე ვეღარ დაავანებენ და ერთგან (სად?) თურმე ასლის გაგზავნას აპირებენ.
"ბოდის" პასებითპარიზში კარიერის ტრიუმფით დასრულებას გეგმავს 35 წლის ბრაიან ო’დრისქოლი, ვინც იტალიასთან 140’ კეპი მიითვალა და ავსტრალიელ ჯორჯ გრეგანს ჩამოართვა მსოფლიო რეკორდი. "ბოდის" გაცილება სრულიად ირლანდიის ზეიმად იქცა და ოსტატმაც საკადრისად ირაგბა: სანამ შეცვლიდნენ, ოთხიდან სამი ლელო მისი პასით დაიდო.
რაგბეთმა ბრაიანი გაიცნო 2000 წელს, როცა მამლები პარიზში სამჯერ დაალელოვა. სამყურებს მას აქეთ ვეღარ უძლევიათ გასვლაზე საფრანგეთი, ვინაც ერთთავად’ვე აბითურებს უხეირო შოტლანდიას.
სქოთებმა შინ, პირველ ტაიმში, ორჯერ დაალელოვეს "ლე ბლე: ჯერ იოან იუჟემ ვერ აიღო სთიუართ ჰოგის აბრაგანი, მერე კი მსაჯს ბლოკი გამორჩა. იუჟემ მეორეში გამოისყიდა ცოდვა - დანქან ვიარს ჩაუჭრა მოსხეპი პასი და გაქუსლა, ბოლო, მიამიტური ჯარიმა კი მასპინძლებმა რაქში მიიღეს.
ექვსი ერი 2014მეოთხე რაუნდი
youtube [ჲუთუბი] არხი
http://www.youtube.com/channel/UCL5bAcVfbxSAs-UM5f5ncWgირლანდია 46:7 იტალიაირლ: რ.ქარნი თრიმბლ ო’დრისქოლ (მაკ’ფადენ 62) დ’არსი დ.ქარნი <10-9> სექსთონ (ჯექსონ 64) მარი (რედენ 17) /
ჰილი (მაკ’გრას 54) ბესთ (ქრონინ 54) როს (მურ 57) თოუნერ ო’ქონელ^კაპ; ჰენდერსონ (რადოქ 54) ჰენრი (მერფი 74) ჰიზლიპ -
7ლ: სექსთონ (1 4) თრიმბლ ჰილი ქრონინ მაკ’ფადენ მაკ’გრას; 4გ: სექსთონ 2, ჯექსონ 2; ჯ: სექსთონ
იტა: მაკ’ლეინ ესპოზიტო კამპანიარო გარსია (მაზი 64) სარტო <10-9> ორკერა (ალენ 64) ტებალდი (გორი 71) /
დე’მარკი (რიძო 57) გირალდინი (ჯაძონ 71) კასტროჯოვანი (ჩიტადინი 8, დე’მარკი 71) ხელდენჰეის ბორტოლამი^კაპ (პავანელო 64) ფურნო დარბიშირ (ვოსავაი 35-39, 57) ბარბიერი -
ლ: სარტო; გ: ორკერა
რეფ ოუენს (უელ) @ დუბლინი, ავივა (51 ათასი)
ვიდეო
https://acrossthetasman.com/attachment.php?...94&d=13943229207:0(7) 7:7(26) 10:7(32) 17:7(39) /
22:7(53) 27:7(60) 34:7(70) 41:7(78) 46:7(80+)
შოტლანდია 17:19 საფრანგეთიშტლ: ჰოგ სიმორ დანბარ სქოთ შ.ლამონთ (ევანს 30) <10-9> ვიარ ლეიდლოუ /
გრანთ ლოუსონ (ფორდ 52) ქროს; რ.გრეი ჰემილთონ (სვინსონ 69) ბითი (ვილსონ 17) ბრაუნ^კაპ დენთონ -
2ლ: ჰოგ სიმორ; 2გ: ლეიდლოუ; ჯ: ვიარ
სფრ: დიულენ იუჟე ბასტარო (ფიკუ 69) მერმოზ მედარ <10-9> პლისონ (ტალე 48) მაშნო (დუსენ 75) /
დომინგო (დებატი 69) მაშ (გირადო 48) მას (სლიმანი 60) პაპე^კაპ მაესტრი (ფლონკარ 60) ვაამაინა (კლასენ 67) ლაპონდრი შული -
ლ: იუჟე; გ: მაშნო; 4ჯ: მაშნო 3, დუსენ
რეფ პოლოქ (ზელ) @ ედინბურგი, მარიფილდ (67 144)
ვიდეო
https://acrossthetasman.com/attachment.php?...23&d=13943852960:3(2) 0:6(11) 7:6(14) 7:9(17) 14:9(23) /
14:16(47) 17:16(62) 17:19(79)
ინგლისი 29:18 უელსიინგ: ბრაუნ (გუდ 79) ნოულ ბარელ თველვთრიზ მეი <10-9> ფარელ (ფორდ 79) ქეა (დიქსონ 79) /
მარლერ (მ.ვუნიპოლა 64) ჰართლი (თ.იანგს 69) ვილსონ (თომას 73) ლონჩბრი (ეთვუდ 73) ლოზ; ვუდ (ჯონსონ 79) რობშოუ^კაპ მორგან -
2ლ: ქეა ბარელ; 2გ 5ჯ: ფარელ
უელ: ჰაფპენი (ლმ.ვილიამს 75) ქასბერთ დევის რობერთს ნორს <10-9> პრისთლენდ (ბიგარ 62) ვებ (ფილიპს 53) /
ჯენქინს სბ 54 (ჯეიმზ 64) ჰიბარდ (ოუენს 55) ად.ჯოუნზ (რდ.ჯოუნზ 67) ბოლ (ქუმზ 73) ავ.ჯოუნზ; ლიდიეთ (თიპურიქ 73) ვორბერთონ^კაპ ფალეტაუ -
6ჯ: ჰაფპენი
რეფ პუატ (სფრ) @ ლონდონი, თვიქნემ (82 ათასი)
ვიდეო
https://acrossthetasman.com/attachment.php?...24&d=13944109897:0(6) 7:3(9) 10:3(19) 10:6(23) 13:6(27) 13:9(31) 20:9(35) 20:12(38) 20:15(40+2) /
23:15(46) 26:15(55სბ) 26:18(57) 29:18(59)
#
ირბ-ის რეიტინგი [10/03]
1 ზელანდია 9381, 2 აფრიკა 8934, 3 ავსტრალია 8688,
4 ინგლისი 8568, 5 საფრანგეთი 8144, 6 ირლანდია 8076,
7 უელსი 8038, 8 სამოა 7734, 9 არგენტინა 7644,
10 შოტლანდია 7547, 11 ფიჯი 7421, 12 ტონგა 7321
13 იაპონია 7206, 14 იტალია 7205, 15 კანადა 7075,
16 საქართველო 6988, 17 რუმინეთი 6866, 18 შტატები 6741,
19 რუსეთი 6204, 20 ურუგვაი 6077, 21 ესპანეთი 5939,
22 პორტუგალია 5899, 23 ნამიბია 5879 ... 29 ბელგია 5444
+/-: სფრ 88 შტლ, ინგ 22 უელ, ირლ 0 იტა
* რუს 84 პორ (34:18 შ,
საქ 31 ესპ (24:17 გ, რუმ 0 ბელ (29:10 შ)
ტესტ-რაგბის ღვაწლმოსილნი140 ბრაიან ო’დრისქოლ ირლ+ლომ 1999-2014
139 ჯორჯ გრეგან ავს 1994-2007
130 რონან ო’გარა ირლ+ლომ 2000-2013
124 რიჩი მაკ’ქოუ ზელ 2001-2013
119 ჯეისონ ლენარდ ინგ+ლომ 1990-2004
118 ფაბიან პელუ სფრ 1995-2007
116 ნეითან შარპ ავს 2002-2012
111 ფილიპ სელა სფრ 1982-1995
111 ჯონ სმიტ აფრ 2000-2011
111 ჯორჯ სმით ავს 2000-2013
სთრიმები
>>
http://www.vipboxasia.co/sports/rugby.html
>>
http://www.sportcategory.com/c-11.html
>>
http://www.feed2all.eu/type/rugby.html
>>
http://livetv.sx/en/allupcomingsports/0/ This post has been edited by ლუკასა და ნიკოს მამა on 12 Mar 2014, 12:58
მიმაგრებული სურათი