საკადრისად გააცილეს "ექვსი ერის" ფინიშზე ირლანდიამ საფრანგეთში რომ ივაჟკაცა,
ხომ იჩემპიონა და ბრაიან ო’დრისქოლიც საკადრისად გააცილაhttp://Qaflan.netai.net/2014"ექვს ერს" რაუნდთა მიმდევრობასა და საათობრივ განრიგსაც ტელე ბოსები უწესებენ. ამათი მოგონილია საფინიშო "ზე შაბათი, როცა სამივე მატჩი მიყოლებით იმართება და გვიან მოთამაშე გუნდებმა იციან, მიზნის მისაღწევად რამდენით ჭირდებათ მოგება.
ტიტულის პრეტენდენტთაგან ამჯერად პირველი რაგბობდა ინგლისი, ვინაც ირლანდიას 49 ქულით ჩამორჩებოდა. ვარდებმა უტეხი იტალია დაიბრიყვეს, მაგრამ ბოლოსკენ შეფერხდნენ და 41 წერტითღა მოიგეს, რითაც გაირკვა, რომ სამყურებს საფრანგეთთან რაგინდარა გამარჯვება მისცემდათ ხელს, გალებს კი ლიდერი 70-ით (!) უნდა ეძლიათ, რათა რაგბის სამშობლოსთვის გადაესწროთ.
ფრანგებმა ბოლოსკენ კინაღამ მოიგეს, მაგრამ ირლანდიამ მაინც გატეხა 14-წლიანი პარიზული ნავსი და უკეთესი სხვაობით პირველად იფალავნა. ეს წესი რაგბის უძველესმა შეჯიბრმა 1993 წელსღა მიიღო, სამყურებს კი აქამდე ბედი არ წყალობდათ - მათ სხვებზე მეტად, სამჯერ (2001 2006 2007) სწორედ რომ სხვაობით დაკარგეს პირველობა.
გამეორების შემდეგინგლისმა იტალია გარეთ და უელსმა შოტლანდია შინ შვიდ-შვიდჯერ დაალელოვეს. აძური ფინიშზე ზედიზედ მეორედაც განადგურდა, მაგრამ ამქარში ყველა სამუდამოდაა ჩაწერილი, რაღაი ფანობას უყვარს ტრადიცია, მოგზაურობა და ლხინი, ხოლო მახვშებს ბლომად შესდით სარფი და სულაც არ ანაღვლებთ, რომ რაგბი ევროპაში ვერ ვითარდება,
ინგლისელთაგან თავი ისევ ისახელა ფულ’ბექმა მაიქ ბრაუნმა, კარში კი კვლავ შეუმცდარად ურტყა ოუენ ფარელმა. შოტლანდიამ ბარემ საათი 14 კაცის ამარამ ითამაშა, რაღაი სთიუართ ჰოგი წითლით გაუძევეს, უელსის კაპიტანს, სემ ვორბერთონს კი მხარი რომ ეღრძო, წინა მატჩში დაშავებული ლი ჰაფპენის დარად, გუნდს ივნისში ვეღარ გაყვება სამხრეთ აფრიკაში.
უელსმა შოტლანდია ზედიზედ მეშვიდედ ძლია. ურჩხულებმა "4-5-6 ერში" გამარჯვების რეკორდიც გაიუმჯობესეს, სქოთებმა კი წაგების ანტი-რეკორდი გაიუარესეს. გაილაღა ჰაფპენის დუბლიორმა ლიამ ვილიამსმა, ჰოგმა კი დარტყმაზე დაფარებისას იდაყვი სახეში განგებ რომ ჩაარტყა დენ ბიგარს, მაგისთვის მსაჯმა უმალ ყვითელი უჩვენა, ხოლო სტადიონის ეკრანზე (!) გამეორების შემდეგ - წითელიც.
გადაკიდებული ჩამოუგდოირლანდიამ საფრანგეთში წინა ჯერზე (2000) რომ მოიგო, ნორჩმა ო’დრისქოლმა ჰეთ-თრიქი შეასრულა. აწ უკვე 35 წლის "ბოდმა" სანაკრებო კარიერის დასრულება ჩემპიონობით ჩაიფიქრა, ბოლოს წინა რაუნდში კი ნამსახურობის მსოფლიო რეკორდი ჩამოართვა ავსტრალიელ ჯორჯ გრეგანს.
თამაში მაგარი გამოვიდა. მეორე მეოთხედში ირლანდიამ ზედიზედ დადო ორი ლელო: 11-ფაზიანი შტურმის ბოლოს ქრის ჰენრიმ ახეირა ჯონათან სექსთონი, ო’დრისქოლის რეიდის კვალად კი ქონორ მარიმ დაგეზა ენდრიუ თრიმბლი * 6:12
მალევე რემი ტალეს გადაკიდებული იოან იუჟემ ჩამოუგდო ბრის დიულენს, წამატებულ დროში კი სექსთონმა გასატანი ჯარიმა ააცილა * 13:12. მესამე მეოთხედში რობ ქარნიმ გამოაქცუნა ბურთი, თრიმბლი მარჯვნივ გაიჭრა და შიგნით დაუბრუნა ო’დრისქოლს; "ბოდი" წითელ ზოლში შებოჭა იუჟემ, მაგრამ სექსთონი ეწია მიზანს * 13:19
რეფს მოეჩვენაცხრით (13:22) ჩამორჩენილი ფრანგები გახელდნენ. ოზ რეფს, სთივ ვოლშს მოეჩვენა, რომ დიმიტრი შარჟევსკიმ ბურთი ერთდროულად შეახო მიწასა და ძელის შალითის ძირს, მაგრამ გამეორებაზე გამოჩნდა, რომ შემტევს დამიწებისას ოვალი ხელიდან გავარდნოდა * 20:22
დასასრულ, ირლანდია ორჯერ გადარჩა: რომ რჩებოდა ათიოდე წუთი, საკაცით გაიყვანეს სექსთონი და ჟან-მარკ დუსენმაც შერკინებაში მოპოვებული, იოლი ჯარიმა ააცილა, ბოლოს წინა წუთზე კი, ჩათამაშება-ჩამოთამაშების შედეგად, დამიან შული ალამთან შევარდა ლელოში, მაგრამ მსაჯმა იეჭვა, რჩევა ტელი-რეფს ჰკითხა და ამანაც დაასკვნა, რომ პასკალ პაპეს "წინ პასი" გამოსვლოდა.
ასე, ჩემპიონობით დაგვირგვინდა ბრაიან ო’დრისქოლის 15-სეზონიანი (1999-2014) კარიერა.
http://www.espnscrum.com/statsguru/rugby/player/13120.htmlდაბლინელმა ოსტატმა ირაგბა ოთხ-ოთხ მსოფლიო თასსა და "ბრიტანელი ლომების" ტურნეზე; ორჯერ მოიგო "ექვსი ერი" (2009 2014; მოიხვეჭა 141 კეპი, გაიტანა 47 ლელო და ხალხის აზრით, წინამორბედებს -
ჯექი ქაილსა (1947-1958)
http://www.espnscrum.com/statsguru/rugby/player/4807.htmlდა მაიქ გიბსონსაც (1964-1979)
http://www.espnscrum.com/statsguru/rugby/player/6881.html აჯობა.
ექვსი ერი 2014ბოლო, მეხუთე რაუნდი
youtube [ჲუთუბი] არხი >>
http://www.youtube.com/channel/UCL5bAcVfbxSAs-UM5f5ncWgიტალია 11:52 ინგლისიიტა: მაკ’ლეინ ესპოზიტო კამპანიარო გარსია (მაზი 73) სარტო <10-9> ორკერა (ალენ 43) ტებალდი (გორი 67) /
აგერო (რიძო 47, ჩიტადინი 68) გირალდინი ჩიტადინი (დე’მარკი 47) ხელდენჰეის ბორტოლამი სბ 51; ფურნო (დარბიშირ 56, ბიაჯი 62) ბარბიერი პარისე^კაპ -
ლ: სარტო; 2ჯ: ორკერა
ინგ: ბრაუნ ნოულ ბარელ (ტუილანგი 54) თველვთრიზ (ფორდ 71) მეი <10-9> ფარელ ქეა (დიქსონ 67) /
მ.ვუნიპოლა (მულენ 76) ჰართლი (თ.იანგს 54) ვილსონ (თომას 71) ლონჩბრი (ეთვუდ 71) ლოზ; ვუდ (ჯონსონ 67) რობშოუ^კაპ მორგან -
7ლ: ბრაუნ (1 3) ფარელ ნოულ ვუნიპოლა ტუილანგი რობშოუ; 7გ ჯ: ფარელ
რეფ გოზერ (სფრ) @ რომი, ოლიმპიკო (57 750)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...62&d=13949062293:0(7) 3:3(11) 3:10(14) 6:10(23) 6:17(33) 6:24(39) /
სბ(51იტ) 6:31(54) 6:38(62) 6:45(68) 11:45(69) 11:52(80+3)
უელსი 51:3 შოტლანდიაუელ: ლმ.ვილიამს (ჰუქ 63) ქასბერთ დევის რობერთს ნორს <10-9> ბიგარ (პრისთლენდ 63) ფილიპს (რდ.ვილიამს 54) /
ჯენქინს (ჯეიმზ 58) ოუენს (ჰიბარდ 58) რდ.ჯოუნზ (ად.ჯოუნზ 58) ჩართერის (ბოლ 63) ავ.ჯოუნზ; ლიდიეთ (თიპურიქ 54) ვორბერთონ^კაპ ფალეტაუ -
7ლ: ლმ.ვილიამს ნორს (2 4) რობერთს (3 5) ფალეტაუ რდ.ვილიამს; 5გ: ბიგარ 4, ჰუქ; 2ჯ: ბიგარ
შტლ: ჰოგ წბ 23, ფაიფ (თეილორ 67) დანბარ სქოთ ევანს <10-9> ვიარ ლეიდლოუ (ქაზითერ 62) /
გრანთ (დიქინსონ 46) ლოუსონ (ფორდ 46) ქროს (მარი 41) რ.გრეი ჰემილთონ (სვინსონ 55) ვილსონ ბრაუნ^კაპ (სთროქოშ 9) დენთონ -
ჯ: ლეიდლოუ
რეფ გარსეზ (სფრ) @ კარდიფი, მილენიუმ (73 547)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...74&d=13949225820:3(4) 3:3(9) 10:3(17) 13:3(24წბ) 20:3(35) 27:3(40) /
32:3(42) 39:3(49) 44:3(53) 51:3(75)
საფრანგეთი 20:22 ირლანდიასფრ: დიულენ იუჟე ბასტარო ფიკუ (მერმოზ 76) მედარ <10-9> ტალე მაშნო (დუსენ 67) /
დომინგო (დებატი 41) შარჟევსკი (გირადო 69) მას (სლიმანი 37) პაპე^კაპ მაესტრი (ფლონკარ 54) პიკამოლ (ვაამაინა 67) ლაპონდრი (ლორე 76) შული -
2ლ: დიულენ შარჟევსკი; 2გ 2ჯ: მაშნო
ირლ: რ.ქარნი თრიმბლ ო’დრისქოლ დ’არსი (მაკ’ფადენ 67) დ.ქარნი <10-9> სექსთონ (მედიგან 69) მარი (რედენ 64) /
ჰილი (მაკ’გრას 71) ბესთ (ქრონინ 71) როს (მურ 64) თოუნერ ო’ქონელ^კაპ; ო’მანი (ჰენდერსონ 64) ჰენრი ჰიზლიპ -
3ლ: სექსთონ (1 3) თრიმბლ; 2გ ჯ: სექსთონ
რეფ ვოლშ (ავს) @ პარიზი, სან’დენი (78 876)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...72&d=13949195183:0(2) 6:0(15) 6:5(21) 6:12(27) 13:12(32) /
13:19(48) 13:22(53) 20:22(64)
"პლანეტ რაგბის" რჩეული15 მაიქ ბრაუნ (ინგ, 14 იოან იუჟე (სფრ, 13 ლუთერ ბარელ (ინგ, 12 ჯემი რობერთს (უელ, 11 ჯორჯ ნორს (უელ;
10 ჯონათან სექსთონ (ირლ, 9 დანი ქეა (ინგ) /
1 ქიან ჰილი (ირლ, 2 დილან ჰართლი (ინგ, 3 მაიქ როს (ირლ;
4 ჯო ლონჩბრი (ინგ, 5 ქორთნი ლოზ (ინგ;
6 თომ ვუდ (ინგ, 7 ქრის ჰენრი (ირლ, 8 ჯემი ჰიზლიპ (ირლ)
15 სეზონის [2000-2014] ჯამი "ექვსი ერის" ჩემპიონებისაფრანგეთი 2002^ 2004^ 2006# 2007# 2010^
ინგლისი 2000 2001# 2003^ 2011
უელსი 2005^ 2008^ 2012^ 2013#
ირლანდია 2009^ 2014#
^ სლემ [10 ქ] # უკეთესი სხვაობით’ღა, ვთ = ვაით’ვოშ [0 ქ]
ირბ-ის რეიტინგი [17/03]
1 ზელანდია 9381, 2 აფრიკა 8934, 3 ავსტრალია 8688,
4 ინგლისი 8568, 5 ირლანდია 8213, 6 უელსი 8070,
7 საფრანგეთი 8007, 8 სამოა 7734, 9 არგენტინა 7644,
10 შოტლანდია 7516, 11 ფიჯი 7421, 12 ტონგა 7321
13 იაპონია 7206, 14 იტალია 7205, 15 კანადა 7075,
16 საქართველო 7046, 17 რუმინეთი 6808, 18 შტატები 6741,
19 რუსეთი 6258, 20 ურუგვაი 6077, 21 ესპანეთი 6065,
22 ნამიბია 5879, 23 კორეა 5810, 24 პორტუგალია 5773 ... 29 ბელგია 5390
+/-: ირლ 137 სფრ, უელ 32 შტლ, ინგ 0 იტა
* ესპ 126 პორ (28:24 გ,
საქ 58 რუმ (22:9 შ, რუს 54 ბელ (34:20 გ)
This post has been edited by ლუკასა და ნიკოს მამა on 19 Mar 2014, 18:29
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)