ლატარიას შემოვიღებთო "აღმოსავლეთი ტერასა" ჩვენებურად "ჯუნგლებია, ანუ ტრიბუნათა ის მხარე, საითაც რიგითი, მაგრამ ბურთაობაში ძირამდე ჩახედული ფანობა ოდითგან იყრიდა თავს. იგივე სახელი ჰქვია ბობოლა საითის, სქრამ.ქომის სახუმარო რუბრიკას, რომელიც საჭირბოროტო საკითხებს ეხმიანება >>>http://Qaflan.netai.net/2012/ირბ-ს ალალად სჯერა, რომ თანამედროვე რაგბის უპირველეს ჭირს - შერკინების გაუთავებელ ჩაქცევასა და ხელახლა დაწყობას უწამლებს.
დიახ, ბოლო წლებია, განუხრელად მატულობს ამგვარ ამაოებაზე გამცდარი სათამაშო დრო. წუხან მობურთალები, მსაჯები, მაყურებლები და ტელევიზიები, მოთამაშენი და მწურთნელები კი იმასაც ჩივიან, რომ შერკინებაში დასაჯარიმებელი გუნდი ლამისაა შემთხვევითად აირჩეს.
ვისაც თვალი უჭრის, ამჩნევს მსაჯთა თითლიბაზობას. ესენი ცდას არ აკლებენ, რომ აქეთ-იქით ბოძებული ჯარიმები თანდათან, თამაშის პროცესში დააბალანსონ. აბა, სხვა რა გზა აქვთ? მეტწილად ხომ შეუძლებელია იმ გუნდის დადგენა, ვინც შერკინებაში შესცოდა.
შაბლონის დასაძლევადისმინა რა მრავალგზის გაგონილი ყვედრება - შერკინება ლატარიად იქცაო, ირბ-მა ამ ვიქენდზე დასაწყებ "ექვს ერზე" შემოიღო კომპუტერული "ლოთერი სქრამ მეშინ" (თრეიდ მარქ ™. იგი შეცვლის აქამდე არსებულ სისტემას, როცა რეფი განაჩენს თავის უზურში, ალალ-ბედზე, წამის მეათედებში ღებულობდა.
თუ სიახლემ გაამართლა, სისტემა პროფ-რაგბის ყველა შეჯიბრში მომდენო ორ სეზონში დაინერგება, რაღაი, ირბ-ის შეფასებით, ყველას სამყოფი აპარატურის დამზადებას ამდენი დრო ჭირდება.
საბჭოს ლაყაბ-მაისთერის, ჯიმ მენინგის (ჯიმშერ ხელთუფლიშვილი) თქმით, "შერკინება უმეტეს წილად იმით მთავრდება, რომ რეფი დაუსტვენს და ხელს შემთხვევითად გაიშვერს ამ ან იმ გუნდისკენ.
"მსაჯს ეგებ ჰგონია, რომ აბსოლუტურად ალალ-ბედზე ირჯება, მაგრამ საქმეც ეგაა, რომ ვერარა სულიერის ქცევა "ბოლომდე შემთხვევითი" ვერ იქნება - გადაწყვეტილების მიღება შობს შაბლონს, რომელსაც რამდენიც გინდა ეცადო, თავს ვერ დააღწევ.
"ამის გამოა, რომ ზოგი გუნდის სასარგებლოდ სხვებზე ბევრად მეტი ჯარიმა და თავისუფალი ინიშნება. ჩვენი აპარატი ამგვარ უსამართლობას ბოლოს მოუღებს - მათემატიკისა და ინფორმატიკის უახლეს მიღწევათა გამოყენებით, ამიერიდან ყველა შერკინება სრულიად შემთხვევითი შედეგით დასრულდება და ჯარიმებიც მიუკერძოებლად ჩამორიგდება.
გოგო ბურთულას შემართავსმოთამაშეთა და მწურთნელთა დარდები იქეთ იყოს და ეგრე გვგონია, რომ ირბ-ს ახალი, ფრიად სადაო სისტემა სპონსორთა და ტელევიზიათა დაჟინებით შემოაქვს.
ფაქტები გნებავთ? ზელანდიაში, შარშან გამართულმა მსოფლიო თასმა სპონსორებს მოთმინების ფიალა აუვსო: პირველი დონის ქვეყანათა ჭიდილში შერკინებათა 50 პროცენტი ჩაიქცა, 41 კი ჯარიმით ან თავისუფალით დასრულდა. არადა, მეორე დონის გუნდების (რუსეთი ნამიბია საქართველო შოტლანდია) რკენებში იგივე მაჩვენებლები 19 და 17 პროცენტიღა გამოვიდა.
ახლა ისა ვთქვათ, როგორი იქნება ლატარიის აპარატი. იგი მოედნის კიდეზე დაიდგმება, გამჭვირვალე კონტეინერში კი ნაირფერი ბურთულები ჩაიყრება. დაზგას მოემსახურება მიმზიდველი დიაცი, რეფი კი შერკინების დანიშვნისას პირველ ხაზებს აღარ დაუთვლის "შეეხეთ - ყოვნი - შეეჭიდეთ" რუტინას.
მწყობრები ერთმანეთს ვეტერანულ ყაიდაზე მიეყუდებიან. ამის შემდეგ გოგო რეფის ნიშანზე დიდ, წითელ ღილაკს დააჭერს თითს და გადმოვარდნილ ბურთულას ყველას დასანახად შემართავს. ამით გაირკვევა შერკინების ექვსიდან ერთი შედეგი: ერთ-ერთი გუნდი ბურთს სუფთად მოიგებს, ან მას ჯარიმა/თავისუფალი ერგება. ჰოდა, მსაჯი და მოთამაშენი საკადრისად მოიქცევიან.
ვაჟ-კაცური ძირებიირბ-ის გათვლებით, სიახლემ "ექვსი ერის" მატჩის საშუალო სათამაშო დრო ბარემ 10 წუთით უნდა გაზარდოს, მაგრამ მოსალოდნელი იყო და რაგბის სიწმინდის დამცველები, მეტადრე კი "პირველ ხაზელთა კავშირის" წევრები, უმალ აჯანყდნენ!
"ვაგლახ, აფერუმ, აპრუწუწუნ - შემოგვჩივლა ნაკრების ყოფილმა ბურჯმა, ვინც ვინაობის გამხელა არ ისურვა. "ლიანგისთვის შერკინებაა რაგბის არსი და მშვენება. შერკინების გაუქმებას ფიქრადაც არ გავივლებთ. ამით ჩვენი 15-კაცა თამაში 13-კაცა ლიგას დაემგვანება; მასში ადგილი აღარ დარჩება რაგინდარა ზომა-წონის ჯეელისთვის; იგი მეტრა-85-იან რობოტოთა ომად იქცევა.
"იმედი მქონდა, რომ ირბ სულ სხვა გზით წავიდოდა და პირველ ხაზელს შერკინებაში ყველაფრის ნებას დართავდა. გლიჯე, მისცხე, ჩაავლე, ატაკე, დაჭმუჭნე, შეუღრინე, ოღონდაც ბურთი გარეთ, სათამაშოდ გამოვიდეს. მოკლედ, მეგონა, რომ რაგბი ოდინდელ, ვაჟ-კაცურ ძირებს დაუბრუნებოდა, მაგრამ მოვტუყვდი"
ზელანდიას მიემხრობაო?სხვებს ის აფიქრებთ, შერკინებაში ლატარიის შემოღება შეიძლება რაგბის გაბერწებისა და გამარტივებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იყოსო. ეს ეჭვი ირბ-მა კატეგორიულად უარყო, ესაო და გინდაც ექსპერიმენტი წარმატებული გამოდგეს, სისტემას დერეფანზე, რაქსა და მოლზე არასგზით არ განვავროცობთო.
არადა, ზოგ ქვეყანას - ავსტრალიასა და ირლანდიას - ნოვაცია ეამა. ოზებს შინ შერკინების უარმყოფ ლიგასთან უწევთ კონკურენცია, რის გამოც ლატარიის შემოღება თვის ბოლოს დასაწყებ ზე რაგბშიც (ზე 15) ახლავე სურთ. მეტიც, მათ მოტვინეს, რომ აპარატში სხვა კომერციული შესაძლებლობანიცა დევს.
სახელდობრ, შერკინების ყოველ შედეგს შეიძლება თავისი სპონსორი გამოუჩნდეს. გოგო ბურთულას რომ აწევს, სტადიონზე და ტელე-ეთერშიც გამოცხადდება, ეს განჩინება "ლიბერთი ბანკის" ანაბარმა, "პატრიოტმა" მოიტანა თქვენამდეო, და ამით კავშირი დამატებით სარფს ნახავს.
სხვაფრივ, ინტრიგანს რა გამოლევს და ირბ-ს ეგეც შეაპარეს, აპარატი მთლად შემთხვევითად იმუშავებს თუ ისე დაპროგრამდება, რომ დროდადრო ზელანდიას მიემხროსო, და იმასაც თუ გაითვალისწინებს, რომ ირლანდიას მიმწოლი ბურჯების გაზრდა ვეღარ ეხერხებაო - რაებზეც საბჭომ შემკითხელს, რა თქმა უნდა, წაუყრუა.
ჯეიმზ სთაფორდ @ სქრამ.ქომ 10/01 2012
http://www.espnscrum.com/scrum/rugby/story/157290.htmlგადმოაქართულა სერ ყაფლან ჯანდიერმა
@