ჭურვებივით ეხლებოდნენტრადიციული "ექვსი ერის" სტარტზე უელსმა სტუმრად თრილერი მოუგო ირლანდიას; შოტლანდიამ განახლებულ ინგლისთან ისევ ძალად წააგო, საფრანგეთმა კი კლასის ამარა გაასაღა იტალია.http://Qaflan.netai.net/2012/კვირას, დუბლინში, ჩინებული რაგბი ვიხილეთ, მაგრამ ქიქერებმა 14 დარტყმიდან შვიდი დაახაიეს. აქეთ-იქეთ თითო სინბინი განზრახ შუბურ ბოჭვას მოყვა, ბექები კი ჭურვებივით ეხლებოდნენ მეტოქის მწყობრს და არღვევდნენ.
უელსს ინგლისელმა ტელი-რეფმა 0:3-ზე რაიან ჯოუნზის მიერ ჭიდილით შეტანილი ლელო ვერ დაუმტკიცა, მაგრამ რის პრისთენდმა ორი მეურვე მიიზიდა და ბურთი ჯონათან დევისს გაატანა. თომი ბოუს რეიდს ადევნებული კვაჭის, რორი ბესთის ლელო მოყვა, პრისთლენდმა კი მეორედაც რომ ააცილა, ქიქერობა ლი ჰაფ-პენს დაეკისრა.
სტვენაშიც ზუსტადირლანდიას უჭირდა ნორჩი გოლიათის, ჯორჯ ნორსის გაკავება. ამან სოლოს ოფლოუდიც მოაყოლა, მაგრამ "სამყურები" ჯარიმით მაინც დაწინაურდნენ 16:15. აქ უელსს მორკინალი გაუგდეს და ჯონათან სექსთონისა და რობ ქარნის პასებით ბოუ კუთხეში გადაგორდა 21:15
უელსმა დინჯად გააგრძელა ფაზათა კინძვა. იენ ევანსის წინსვლის კვალად ბურთი მარცხნივ ჩათამაშდა და ნორსი ვეღარავინ გააჩერა. გარდასახვა კარს აცდა, მაგრამ ქიქოფი სტუმრებმა აიღეს, თანდათან წაიწიეს წინ და სთივენ ფერისი რეფმა სინბინში რომ გაუშვა, ჰაფ-პენიმ კარის წინიდან სტვენაშიც ზუსტად დაკრა.
ტელი-რეფი შეეჭვდა"კალკუტის თასის" მატჩი უფერული გამოვიდა და მიწაზე ჭიდაობასა და ფეხოსნობაში გაილია.
სქოთები იგებდნენ, დენ პარქსს მეორე ტაიმის 24-ე წამზე ჩარლი ჰოჯსონმა რომ დაუფარა და დაუმიწა. საათის თავზე მასპინძლებმა ერთბაშად ოთხი კაცი (მათ შორის ღერძიც) შეცვალეს.
გრეგ ლეიდლოუმ თითქოს ხელიც დაკრა ლელოში შეგორებულ ბურთს, მაგრამ ირლანდიელი ტელი-რეფი შეეჭვდა, მერე კი როს რენი ოვალს ვერ შეელია და ორ-კაცა მეტობა გაფლანგა.
ხუთი გააბითურაიტალიამ იომა, მაგრამ ოთხ გოლსღა დაჯერდა, საფრანგეთის ოთხივე სამ-მეოთხედელმა კი თითო ლელო დადო.
პირველზე ორელიან რუჟერი ფრონტის შუაში ორ პირველ-ხაზელს შორის გაიჭრა. მეორეზე "ლე ბლემ" "აძურს" შერკინება წამოუშალა, ლუი პიკომოლმა შეუტია და უპასა ჟიულიან მალზიოს, ვინც ღონითა და სიმარდით ხუთი მბოჭავი გააბითურა, მეორე ტაიმში კი ვენსან კლერკმა ფრანსუა ტრენ-დიუკისა და რუჟერის გაგორებული დაამიწა.
ბოლოს ახალბედა ვეზლი ფოფანამ იფრინა ლუქ მაკლეინი. ჰოდა, ირბ-ის რეიტინგში შოტლანდია მოწინავე ათეულიდან გავარდა, უელსმა კი ირლანდიას გაუცვალა ადგილი.
ექვსი ერიპირველი რაუნდი
<< საფრანგეთი 30:12 იტალია
სფრ: მედარ კლერკ რუჟერი (მერმოზ 76) ფოფანა მალზიო <10-9> ტრენ-დიუკ (ბოგზის 76) იაშვილი (პარა 63) / დებატი (პუ 63) სერვა (შარჟევსკი 56) მა (დებატი 76) პაპე ნალე (მაესტრი 51) დიუზოტუარ^კაპ ბონერ პიკამოლ (არენორდოკი 65) - 4ლ: რუჟერი მალზიო კლერკ ფოფანა; 2გ 2ჯ: იაშვილი
იტა: მაზი ვენდიტი ბენვენუტი სგარბი (კანალე 56) მაკლეინ <10-9> ბერთონ (ბოტეს 56) გორი (სემენცატო 76) / ლოჩიჩერო (ჩიტადინი 63) გირალდინი (დაპიჩე 76) კასტროჯოვანი; ხელდენჰეის სბ 71, ფანსეილ (ბორტოლამი 56) ძანი ბარბიერი (ფავარო 68) პარისე^კაპ - 3ჯ: ბერთონ 2, ბოტეს; ა: ბერთონ
რეფ ოუენს (უელ) 4/02 სანდენი, სტად დე ფრანს (79 563)
3:0(12) 3:3(18ა) 10:3(22) 10:6(30) 15:6(35) /
15:9(47) 18:9(52) 25:9(55) 25:12(61) სბ(71ი) 30:12(72)
<< შოტლანდია 6:13 ინგლისი
შტლ: რ.ლამონთ ლ.ჯოუნზ დელუკა შ.ლამონთ ევანს <10-9> პარქს (ლეიდლოუ 59) ქაზითერ (ბლერ 59) / ჯექობსენ ფორდ^კაპ (ლოუსონ 76) მარი (ქროს 76) გრეი ჰემილთონ (ქელოქ 59) სთროქოშ (ბარქლეი 59) რენი დენთონ - 2ჯ: პარქს
ინგ: ფოდენ ეშთონ ბარით (ბრაუნ 72) ო.ფარელ სთრეთლ <10-9> ჰოჯსონ (თერნერ-ჰოლ 64) იანგს (დიქსონ 64) / კორბისიერო (სთივენს 64) ჰართლი ქოულ; მ.ბოთა პამერ (პარლინგ 60) ქროფთ რობშოუ^კაპ დოუსონ (მორგან 68) - ლ: ჰოჯსონ; გ 2ჯ: ფარელ
რეფ ქლენზი (ირლ) 4/02 ედინბურგი, მარიფილდ (67 144)
0:3(23) 3:3(26) 6:3(33) / 6:10(42) 6:13(75)
<< ირლანდია 21:23 უელსი
ირლ: რ.ქარნი ბოუ მაკფადენ დარსი თრიმბლ <10-9> სექსთონ (ოგარა 77) მარი (რედენ 77) / ჰილი (ქორთ 74) ბესთ როს; ოქალაჰენ (რაიან 64) ოქონელ^კაპ; ფერის სბ 80, ობრაიენ ჰიზლიპ - 2ლ: ბესთ ბოუ; გ 3ჯ: სექსთონ
უელ: ჰაფ-პენი ქასბერთ (ჰუქ 41) ჯ.დევის რობერთს ნორს <10-9> პრისთლენდ ფილიპს / გილ ბენეთ ად.ჯოუნზ (ჯეიმზ 71) ბრ.დევის სბ 66, ევანს; რ.ჯოუნზ ვორბერთონ^კაპ (თიპურიქ 41) ფალეთაუ - 3ლ: ჯ.დევის (1 2) ნორს; გ 2ჯ: ჰაფ-პენი
რეფ ბარნს (ინგ) 5/02 დუბლინი, ავივა (51 ათასი)
3:0(4) 3:5(14) 10:5(38) / 13:5(44) 13:8(54) 13:15(56) 16:15(60)
სბ(66უ) 21:15(68) 21:20(76) 21:23(80სბ)
<< კიბე
2 საფრანგეთი ინგლისი უელსი
0 ირლანდია შოტლანდია იტალია
<< მეორე რაუნდი (საქ დროით)
შაბ 11/02 20.00 იტალია - ინგლისი
___ _____ 24.00 საფრანგეთი - ირლანდია
კვი 12/02 19.00 უელსი - შოტლანდია
<< ირბ-ის რეიტინგი
6/02 @ 1 ზელანდია 9143, 2 ავსტრალია 8799, 3 საფრანგეთი 8470,
4 აფრიკა 8434, 5 ინგლისი 8234, 6 უელსი 8101, 7 არგენტინა 8028,
8 ირლანდია 7925, 9 ტონგა 7663, 10 სამოა 7581, 11 შოტლანდია 7544, 12 იტალია 7399
13 კანადა 7292, 14 საქართველო 7109, 15 იაპონია 7045, 16 ფიჯი 6878,
17 შტატები 6563, 18 რუმინეთი 6421, 19 ნამიბია 6124, 20 რუსეთი 6054,
21 ურუგვაი 6047, 22 ესპანეთი 6033, 23 ჩილე 5952, 24 პორტუგალია 5907
+/-: უელ 140 ირლ, ინგ 76 შტლ, სფრ 0 იტა \\ რუმ 23 პორ (15:7 შ)
@