სხვა ჭრილში
"ვარდების" სასარგებლოდ "ექვსი ერის" მეორე რაუნდის მთავარი თამაში ყინვის მომიზეზებით უეცრად რომ გადადო ინგლისელმა რეფმა, ეგ "ვარდების" გარდა ხელს არავის აძლევს.http://Qaflan.netai.net/2012სან დენში ერთმანეთს უღმერთო დროს, ღამის ცხრაზე უნდა შებმოდნენ საფრანგეთი და ირლანდია. პროგნოზით ბარემ ერთი კვირით ადრე სასტიკი ყინვა იყო გამოცხადებული, მაგრამ თანამედროვე ზეპური რაგბი სარფის - ტელევიზიისა და სპონსორის მძევალი რომაა, მამებმა მატჩის გამართვა დაიჟინეს, ესაო და მოედანს გავალღვობთო.
უფალმა დეივ პირსონმა მოედანი რამდენჯერმე შეამოწმა. დაწყებამდე საათ-ნახევრით ადრე საგანგაშო არაფერი ჩანდა, მაგრამ ათი წუთი რომ რჩებოდა, რამდენიმე უბანი თურმე მოიყინა, რაკი ტემპერატურა მინუს ხუთიდან 11-მდე დაეცა. კულისებში მიბრუნებულმა რეფმა თამაში გადადო, მოთელილი გუნდები კი მოედანზე მაინც დაბრუნდნენ და ჰიმნებიც შესრულდა.
მსაჯის განაჩენი პუბლიკას ათის ათ წუთზე აუწყეს. ატყდა ერთი ვაი-უშველებელი. ზოგმა არენაზე შეჭრა სცადა, სხვებმა კი ძვირი ბილეთების ხევა დაიწყეს. ორკესტრიც გაჯიუტდა და მოედნიდან აღარ გადიოდა. პირსონი აღარც პრეს-კონფერენციაზე მისულა. ორივე ბანაკმა აღიარა, რომ თამაში სურდა, მაგრამ მსაჯიც გაამართლა, ვისმე რამე რომ დაშავებოდა, პასუხი მაგას უნდა ეგოო.
რეფის პრეროგატივაირბ პირსონს მიემხრო, მოთამაშეთა კეთილ-დღეობა ჩვენთვის უმთავრესიაო. ამაზე თქმულა, ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო. 2008 წელს კრასნოიარსკში და ერთი კვირის წინ ბუქარესტში "ერთა თასის" მატჩები ბევრად უარეს მოედნებზე გაიმართა, მაგრამ დუბლინის ოფისს ამაზე ყურიც არ შეუბერტყია, რადგან გააზიზებული ელიტის გარდა, სხვა არავინაც არ ადარდებს.
რაგბის არქაული წესების თანახმად, მატჩის გადადება ერთადერთი პირის, რეფერის პრეროგატივაა. პირსონმაც არ გარისკა, რადგან ვერავინ გაამტყუნებდა, და ამით "ვარდებსაც" ერთობ არგო. საქმე ისაა, რომ ტელე-კონტრაქტითა და ირბ-ისვე კალენდრით, "ექვსი ერი" თებერვალ-მარტის 7 კვირაში უნდა ჩაეტიოს, წელს კი სათადარიგო შაბათები 18 თებერვალი და 3 მარტია.
ამ შაბათს თამაში აპრიორი გამორიცხულია, რადგან სან დენში ტოპ 14-ის მატჩია დანიშნული და მისი გადადება შეუძლებელია: "ეროვნული ლიგა" ხომ ისედაც აღრენილია ირბ-ზე, მსოფლიო თასის გადამკიდე აქამდე გამართული 17 რაუნდიდან ათში (!) კლუბებს ნაკრების მოთამაშეები დააკლდნენო.
ქომაგთა ვაებაერთადერთ გამოსავალად მარტში, ბოლო ორი რაუნდის წინ რკენა რჩება, მაგრამ მაშინ საფრანგეთსა და ირლანდიას ზედიზედ ოთხ (!) შაბათს მოუწევთ რაგბობა, რაც დასვენებული ინგლისის წინააღმდეგ მათ შანსებს ამცირებს და ცოდვაც გამხელილი სჯობს, გუნდების "დიეტოლოგებს" ერთობ გაურთულებს აღდგენისა და საბრძოლოდ შემზადების პროცესთა მეცნიერულად ხელახლა დაგეგმვას.
თავად მოთამაშენიც ჩივიან, ამდენ ხანს ნაკრების შეკრებაზე როგორ უნდა ვიყოთო, ქომაგთა ვაებას კი ნუღარ იკითხავთ: ბარემ 15 ათასი ირლანიელი ფანი პარიზში მეორედ წამსვლელი ვეღარაა, რადგან ვოიაჟისთვის ისედაც ორი წელი აგროვებს ხოლმე ფულს, და სამხრეთელი პროვინციელი ფრანგისთვისაც ვერაფერი ნუგეშია, რომ ჩაშლილი მატჩის დახევას გადარჩენილი ბილეთი გადათამაშებაზეც ივაგებს.
მედიის ცნობით, ახალ თარიღად 3 მარტის დათქმა უკეთეს შემთხვევაში სამშაბათსა მოხერხდება. ეჭვი არაა, ტელევიზია ისევ 21 საათზე (ჩვენებურად 24.00) მოითხოვს შოუს დაწყებას. სხვაფრივ, ისტორიკოსებმა გაიხსენეს, რომ "ექვსი ერის" თამაში ავდრის გამო არასოდეს ჩაშლილა, "ხუთი ერისა" კი ბოლოჯერ 1987 წელს გადაიდო, ოღონდაც ხალხს ამის შესახებ თადარიგიანად, ოთხშაბათს (!) ეცნობა და ამიტომ აღარავინ დაზარალებულა.
ისევ დაუფარადასასრულ, ორიოდე აბზაცი გამართულ თამაშებზეც.
რომშიც, ოლიმპიურ სტადიონზე, მოედნის გვარიან ნაწილზე თოვლი იდო. იტალიამ ზედ შესვენების წინ იხეირა ბენ ფოდენის ორი ლაფსუსით - ფულბექმა ვერ აიღო შეცურებული და მერე უდროოდ სცადა ოფლოუდი. "აძური" მეორე ტაიმში 15:6 დაწინაურდა, მაგრამ ანდრეა მაზის დარტყმულს დააფარა ჩარლი ჰოჯსონმა და პირველი რაუნდის დარად, დაამიწა.
იტალიას პირველ ტაიმშივე ისე დაემტვრა ბურჯი მარტინ კასტროჯოვანი, რომ ტურნირს ბოლომდე გამოაკლდა. ინგლისის მარქაფამ აჯობა ლათინებისას. ჯეელმა ოუენ ფარელმაც ხუთი ცდით ხუთი გოლი გაიტანა, მაშინ როცა ტობიას ბოტესმა ორჯერვე ძაან ააცილა.
უელსი შოტლანდიას "მილენიუმის" ჭერქვეშ დაუხვდა. "ურჩხულებს" თამაშამდე გამოაკლდათ კაპიტანი სემ ვორბერთონი, ზედ შესვენების წინ კი ჯორჯ ნორსიც დაშავდა. ამის მიუხედავად, ტაფიებმა მესამე მეოთხედში ახლოდან, ბურთაობით გაიტანეს სამი ლელო, შოტლანლიას კი ამავე პერიოდში ორი სინბინი (მიმყოლის უბურთოდ დაჭერა, ოფსაიდიდან ბოჭვა) შეემთხვა.
ექვსი ერიმეორე რაუნდი
<< იტალია 15:19 ინგლისი
იტა: მაზი ვენდიტი ბენვენუტი კანალე (მორიზი 64) მაკლეინ
<10-9> ბერთონ (ბოტეს 49) გორი (სემენცატო 58) / ლოჩიჩერო გირალდინი (დაპიჩე 59) კასტროჯოვანი (ჩიტადინი 34) ხელდენჰეის (პავანელო 58) ბორტოლამი; ძანი ბარბიერი (მა.ბერგამასკო 77) პარისე^კაპ - 2ლ: ვენდიტი ბენვენუტი; გ ჯ: ბერთონ
ინგ: ფოდენ ეშთონ ბარით ო.ფარელ სთრეთლ <10-9> ჰოჯსონ (თერნერ-ჰოლ 78) იანგს (დიქსონ 52) / კორბისიერო ჰართლი (ვებერ 76) ქოულ (სთივენს 76) მ.ბოთა პამერ (პარლინგ 59) ქროფთ რობშოუ^კაპ დოუსონ (მორგან 52) - ლ: ჰოჯსონ; გ 4ჯ: ო.ფარელ
რეფ გარსეზ (სფრ) 11/02 რომი, ოლიმპიკო (53 700)
0:3(27) 0:6(36) 5:6(38) 12:6(40+) /
15:6(48) 15:13(51) 15:16(55) 15:19(66)
<< უელსი 27:13 შოტლანდია
უელ: ჰაფ-პენი ქასბერთ ჯ.დევის რობერთს (სქ.ვილიამს 78) ნორს (ჰუქ 40) <10-9> პრისთლენდ ფილიპს (ჰლ.ვილიამს 75) / ჯენქინს სბ 78, ბენეთ (ოუენს 10-18, 41) ად.ჯოუნზ (ჯეიმზ 73) რ.ჯოუნზ^კაპ (რიდ 75) ი.ევანს; ლიდიეთ (პაუელ 73) ა.შინგლერ ფალეთაუ - 3ლ: ქასბერთ ჰაფ-პენი (2 3) 3გ 2ჯ: ჰაფ-პენი
შტლ: რ.ლამონთ სბ 54, ლ.ჯოუნზ დელუკა სბ 46, შ.ლამონთ მ.ევანს (ჰოგ 16) <10-9> ლეიდლოუ ქაზითერ (ბლერ 50) / ჯექობსენ ფორდ^კაპ (ლოუსონ 72) ქროს (ქალმან 58) გრეი ჰემილთონ (ქელოქ 58) სთროქოშ (ბარქლეი 45) რენი დენთონ - ლ გ 2ჯ: ლეიდლოუ
რეფ პუატ (სფრ) 12/02 კარდიფ, მილენიუმ (73 189)
0:3(23) 3:3(30) /
10:3(43) 13:3(46სბ) 13:6(49) 20:6(52) სბ(54შ) 27:6(57) 27:13(65) სბ(78უ)
5/15 მატჩი ქ სხვ მ-წ გატ:გაშ ლ
უელსი 4 +16 2-0 50:34 6/3
ინგლისი 4 +11 2-0 32:21 2/2
საფრანგეთი 2 +18 1-0 30:12 4/0
ირლანდია 0 -2 0-1 21:23 2/3
შოტლანდია 0 -21 0-2 19:40 1/4
იტალია 0 -22 0-2 27:49 2/5
<< ირბ-ის რეიტინგი
13/02 @ 1 ზელანდია 9143, 2 ავსტრალია 8799, 3 საფრანგეთი 8470,
4 აფრიკა 8434, 5 ინგლისი 8281, 6 უელსი 8115, 7 არგენტინა 8028,
8 ირლანდია 7925, 9 ტონგა 7663, 10 სამოა 7581, 11 შოტლანდია 7530, 12 იტალია 7353
13 კანადა 7292, 14 იაპონია 7045, 15 საქართველო 6932, 16 ფიჯი 6878,
17 შტატები 6563, 18 რუმინეთი 6421, 19 ესპანეთი 6210, 20 რუსეთი 6169,
21 ნამიბია 6124, 22 ურუგვაი 6047, 23 ჩილე 5952, 24 პორტუგალია 5791
+/-: ინგ 47 იტა, უელ 14 შტლ / ესპ 177 საქ (25:18 შ, რუს 115 პორ (33:32 გ)
<< დარჩენილი 10 მატჩი (საქ დროით)
25/02 17.30 ირლანდია - იტალია
20.00 ინგლისი - უელსი
26/02 19.00 შოტლანდია - საფრანგეთი
3/03 24.00 საფრანგეთი - ირლანდია
10/03 18.30 უელსი - იტალია
21.00 ირლანდია - შოტლანდია
11/03 19.00 საფრანგეთი - ინგლისი
17/03 16.30 იტალია - შოტლანდია
18.45 უელსი - საფრანგეთი
21.00 ინგლისი - ირლანდია
@