ბალანსის მიუხედავად "ექვსი ერის" მესამე რაუნდის მუღამიანი თამაში შაბათს, თვიქნემში რომაა, მოედნისა და ბალანსის მიუხედავად, ფავორიტი მასპინძელი ინგლისი კი არა, ეშხიანად მორაგბე უელსია.http://Qaflan.netai.net/2012უელსმა ზელანდიაში, მსოფლიო თასზე ყველა მოხიბლა და მეოთხე ადგილი დაიკავა, "ექვსი ერის" სტარტზე კი კოხტად ძლია კელტი მეზობლები - ირლანდია და შოტლანდია, და თუ მათ ინგლისსაც მიაყოლებს, "სამი გვირგვინის" სინს შემართავს.
ინგლისში თასის აქეთ გაზულუქებული ნაკრების გადახალისება გაჩაღდა. "ვარდებმა" შოტლანდიასა და იტალიაში ჯახირით მოიგეს. მათ მოგერიებაზე დაფარებითღა დადეს ორი ლელო, მაგრამ ჯარიმები რომ ბლომად გამოიმუშავეს, ჯეელმა ოუენ ფარელმა ქულები მოკრიფა.
ფარელი საუელსოდ ათზე გადაიყვანეს, შუამარბად კი სამოელი მანუ ტუილანგი დადგა. შეიცვალნენ ჰავბექი, მეორე-ხაზელი და 8 ნომერიც, უელსს კი მეორე ხაზში ალუნ-ვინ ჯოუნზი დაუბრუნდა, ხოლო შერკინების ფლანგზე - კაპიტანი სემ ვორბერთონი.
აფრიკელი დაიწყებს"ექვს ერზე" ინგლისი უელსს 8-4 (361:203) ჯობნის. ამავე პერიოდში საფრანგეთი 11-1 (314:132) სრავს შოტლანდიას, ირლანდიას კი იტალია 12-ჯერვე უძლევია (ჯამში 390:167, მაგრამ საქმეც ეგაა, რომ შარშან, რომში, მატჩის მიწურულს, რონან ოგარას არეკნითღა დააღწია მარცხს თავი (13:11)
საფრანგეთსა და ირლანდიას წინა რაუნდში ყინვის მომიზეზებით გადაუდო თამაში ინგლისელმა რეფმა, მწურთნელებმა კი ზედმიწევნით იგივე 22-ეულები დაასახელეს. სამაგიეროდ, მეორედაც რომ დამარცხდნენ სქოთები და ლათინები, 15-ეულებში ოთხ-ოთხი კაცი გამოცვალეს.
კელტებთან მთავარი სიახლე სთიუართ ჰოგის 15 ნომრად დაწინაურებაა, "აძურში" კი ისაა აღსანიშნავი, რომ ავსტრალიელი ქრისთოფერ ბერთონის ნაცვლად მგეზავად აფრიკელი ტობიას ბოტესი დაიწყებს.
ექვსი ერიმესამე რაუნდი
<< ირლანდია - იტალია
ირლ: რ.ქარნი ბოუ ერლს დარსი თრიმბლ <10-9> სექსთონ ქ.მარი / ჰილი ბესთ როს; ოქალაჰენ ოქონელ^კაპ; ფერის ობრაიენ ჰიზლიპ * მრქ) მაკფადენ ოგარა რედენ / ქრონინ ქორთ; რაიან ომაჰონი ! მწ) ქიდნი
იტა: მაზი ვენდიტი ბენვენუტი სგარბი მაკლეინ <10-9> ბოტეს გორი / რიძო გირალდინი ჩიტადინი; ხელდენჰეის ბორტოლამი; ძანი ბარბიერი პარისე^კაპ * მრქ) კანალე ბერთონ სემენცატო / დაპიჩე სტაიბანო; პავანელო ფავარო ! მწ) ბრიუნელ
რეფ იუბერ (აფრ) შაბ 25/02 დუბლინი, ავივა 17.30 საქ
<< ინგლისი - უელსი
ინგ: ფოდენ ეშთონ ტუილანგი ბარით სთრეთლ <10-9> ო.ფარელ დიქსონ / კორბისიერო ჰართლი ქოულ; მ.ბოთა პარლინგ; ქროფთ რობშოუ^კაპ მორგან * მრქ) ბრაუნ ფლად იანგს / ვებერ სთივენს; ლოზ დოუსონ ! მწ) ლანქასთერ
უელ: ჰაფ-პენი ქასბერთ ჯ.დევის რობერთს ნორს <10-9> პრისთლენდ ფილიპს / ჯენქინს ოუენს ად.ჯოუნზ; ავ.ჯოუნზ ევანს; ლიდიეთ ვორბერთონ^კაპ ფალეთაუ * მრქ) სქ.ვილიამს ჰუქ ჰლ.ვილიამს / ჰიბარდ ჯეიმზ; რ.ჯოუნზ თიპურიქ ! მწ) გეთლენდ
რეფ ვოლშ (ავს) შაბ 25/02 ლონდონი, თვიქნემ 20.00 საქ
<< შოტლანდია - საფრანგეთი
შტლ: ჰოგ რ.ლამონთ შ.ლამონთ მორისონ ლ.ჯოუნზ <10-9> ლეიდლოუ ბლერ / ჯექობსენ ფორდ^კაპ ქროს; გრეი ჰემილთონ; ბარქლეი რენი დენთონ * მრქ) დელუკა ვიარ ქაზითერ / ლოუსონ ქალმან; ქელოქ ვერნონ ! მწ) რობინსონ
სფრ: მედარ კლერკ რუჟერი ფოფანა მალზიო <10-9> ტრენ-დიუკ პარა / პუ შარჟევსკი მა; პაპე მაესტრი; დიუზოტუარ^კაპ არენორდოკი პიკამოლ * მრქ) მერმოზ ბოგზის დიუპიუი / სერვა დებატი; ნალე ბონერ ! მწ) სანტ-ანდრე
რეფ ბარნს (ინგ) კვი 26/02 ედინბურგი, მარიფილდ 19.00 საქ
5/15 მატჩი ქ სხვ მ-წ გატ:გაშ ლ
უელსი 4 +16 2-0 50:34 6/3
ინგლისი 4 +11 2-0 32:21 2/2
საფრანგეთი 2 +18 1-0 30:12 4/0
ირლანდია 0 -2 0-1 21:23 2/3
შოტლანდია 0 -21 0-2 19:40 1/4
იტალია 0 -22 0-2 27:49 2/5
@