XandaXanhttps://acrossthetasman.com/forumdisplay.ph...ix-Nations-2012
სინით სლემისკენ "ექვსი ერის" მესამე რაუნდში უელსმა მესამე ბრიტი მეზობელიც - ინგლისი ძლია, "სამი გვირგვინის" სინი ჩაიბარა და პირველობის სლემით მოგების რეალური შანსიც გაიჩინა.http://Qaflan.netai.net/2012უელსმა ამ საუკუნეში, "ექვს ერზე, თვიქნემში ოდენ მეორედ მოიგო. კელტებმა 17 კაცით ირაგბეს, მაშინ როცა რაგბის სამშობლომ რაზმი სრულად დაასაქმა. სტუმრებს მგეზავი სინბინშიც ეჯდათ, მაგრამ ინგლისმა მაგით ვერა იხეირა რა და თუმც მიზანთან მინიმუმ სამჯერ ახლოს იყო, ლელო ეგრეც ვერ დადო.
საწყის მეოთხედში "ურჩხულები" უტევდნენ. ალექს ქასბერთს კოჭში მიწვდა დევიდ სთრეთლი, ლი ჰაფ-პენის დარტყმული იოლი ჯარიმა კი კარს აცდა. ამან ინგლისი თამაშის იშტაზე მოიყვანა, მაგრამ სამოელი მანუ ტუილანგი წითელ ზოლთან ბურთს ვერ შეელია და სემ ვორბერთონმა შებოჭა.
რის პრისთლენდმა ალექს კორბიზიერო უბურთოდ რომ დაიჭირა, სინბინში წაბრძანდა და სხვაობამაც 6 ქულას უწია. მერე ინგლისს დაუშავდა ქიქერი ოუენ ფარელი, უელსს კი შესვენებაზევე გამოაკლდა ჯემი რობერთსი, ვინც 17 მარტს, საფრანგეთთან თუღა ითამაშებს.
მიწას შევახეორობერთსის შემცვლელმა სქოთ ვილიამსმა ბოლომდე 12 წუთით ადრე ორ-კაცა მეტობა გაფლანგა, მაგრამ ანგარიში მალე გათანაბრდა, ეპილოგში კი ორმაგი დრამა დატრიალდა: ჯერ იყო და კელტების იმავე ბექმა შავტუხა ქორთნი ლოზს ხელიდან წაართვა ბურთი, გაჭენდა, ოვალი ფეხით გაიგდო წინ და მას ლელოსთან დაეწაფა, სირენის შემდეგ კი სთრეთლი ალამთან სამმა მეტოქემ დასცა.
ინგლისელი გადაგორდა და დამიწება ცალი ხელით სცადა. ეპიზოდი სქოთმა ტელი-რეფმა, იენ რემიჯმა სამი წუთი არჩია და რეფს მოახსენა, დაბეჯითებით ვერაფერს ვიტყვიო. მანამდე ვერც ფრანგი კიდის მსაჯი შეეწია არბიტრს რჩევით, მოიერიშე კი ამტკიცებს, ბურთი მიწას ნამდვილად შევახე და ჰკვირობს, თუ ლელო მაინც არ იყო, მსაჯმა ხეირი რომ გვადროვა, ჯარიმა რაღად არ დანიშნაო.
შაბათსვე ირლანდიას საწყის საათს გაუძალიანდა იტალია, მაგრამ ბოლო მეოთხედში სამი ლელოც გაუშვა, კვირას კი ფრანგებს გულიანად ეომნენ სქოთები, რომლებსაც ფულბექი და 10-9 ღერძი დაემტვრათ. შოტლანდია ორჯერ - 10:0 და 17:13 დაწინაურდა, მაგრამ უმალვე გაუცუდდა ბოჭვები, ბოლოს კი ფრანგებმა არეკნი დაჰკრეს და შერკინებაშიც მოიპოვეს ჯარიმა, რომელსაც გოლი აღარ მოჰყოლია.
ექვსი ერიმესამე რაუნდი
<< ირლანდია 42:10 იტალია
ირლ: რ.ქარნი ბოუ ერლს (მაკფადენ 68) დარსი (ოგარა 70) თრიმბლ <10-9> სექსთონ ქ.მარი (რედენ 55) / ჰილი (ქორთ 70) ბესთ (ქრონინ 70) როს; ოქალაჰენ (რაიან 60) ოქონელ^კაპ; ფერის ობრაიენ (ომაჰონი 60) ჰიზლიპ - 5ლ: ერლს ბოუ (2 3) ქორთ თრიმბლ; 4გ 3ჯ: სექსთონ
იტა: მაზი ვენდიტი ბენვენუტი სგარბი (კანალე 64) მაკლეინ <10-9> ბოტეს (ბერთონ 60) გორი (სემენცატო 72) / რიძო გირალდინი (დაპიჩე 72) ჩიტადინი (სტაიბანო 68) ხელდენჰეის (პავანელო 60) ბორტოლამი; ძანი ბარბიერი (ფავარო 64) პარისე^კაპ - ლ: პარისე; გ ჯ: ბოტეს
რეფ იუბერ (აფრ) 25/02 @ დუბლინი, ავივა (51 ათასი)
0:3(8) 3:3(11) 10:3(17) 10:10(36) 17:10(40) /
20:10(49) 23:10(59) 30:10(62) 37:10(78) 42:10(80)
<< ინგლისი 12:19 უელსი
ინგ: ფოდენ (ბრაუნ 78) ეშთონ ტუილანგი ბარით სთრეთლ <10-9> ო.ფარელ (ფლად 66) დიქსონ (იანგს 61) / კორბიზიერო (სთივენს 66) ჰართლი (ვებერ 73) ქოულ; მ.ბოთა (ლოზ 61) პარლინგ; ქროფთ რობშოუ^კაპ მორგან (დოუსონ 73) - 4ჯ: ფარელ
უელ: ჰაფ-პენი ქასბერთ ჯ.დევის რობერთს (სქ.ვილიამს 41) ნორს <10-9> პრისთლენდ სბ 45, ფილიპს / ჯენქინს ოუენს ად.ჯოუნზ; ავ.ჯოუნზ (რ.ჯოუნზ 55) ევანს; ლიდიეთ ვორბერთონ^კაპ ფალეთაუ - ლ: ვილიამს; გ 4ჯ: ჰაფ-პენი
რეფ ვოლშ (ავს) 25/02 @ ლონდონი, თვიქნემ (80 764)
3:0(24) 3:3(26) 6:3(30) 6:6(35) 9:6(39) /
12:6(46სბ) 12:9(54) 12:12(72) 12:19(77)
<< შოტლანდია 17:23 საფრანგეთი
შტლ: ჰოგ რ.ლამონთ (დელუკა 31) შ.ლამონთ მორისონ ლ.ჯოუნზ <10-9> ლეიდლოუ (ვიარ 49) ბლერ (ქაზითერ 31) / ჯექობსენ ფორდ^კაპ (ლოუსონ 70) ქროს (ქალმან 62) გრეი ჰემილთონ (ქელოქ 70) ბარქლეი რენი დენთონ (ვერნონ 53) - 2ლ: ჰოგ ჯოუნზ; 2გ: ლეიდლოუ ვიარ; ჯ: ლეიდლოუ
სფრ: მედარ (ბოგზის 62) კლერკ რუჟერი ფოფანა მალზიო <10-9> ტრენ-დიუკ პარა (დიუპიუი 75) / პუ (დებატი 51) შარჟევსკი (სერვა 51) მა; პაპე მაესტრი (ნალე 66) დიუზოტუარ^კაპ არენორდოკი პიკამოლ (ბონერ 58) - 2ლ: ფოფანა მედარ; 2გ 2ჯ: პარა; ა: ბოგზის
რეფ ბარნს (ინგ) 26/02 @ ედინბურგი, მარიფილდ (67 200)
7:0(9) 10:0(26) 10:7(30) 10:10(39) /
10:13(47) 17:13(57) 17:20(60) 17:23(69ა)
<< კიბე
8/15 მატჩი ქ სხვ მ-წ გატ:გაშ ლ
უელსი 6 +23 3-0 69:46 7/3
საფრანგეთი 4 +24 2-0 53:29 6/2
ინგლისი 4 +4 2-1 44:40 2/3
ირლანდია 2 +30 1-1 63:33 7/4
შოტლანდია 0 -27 0-3 36:63 3/6
იტალია 0 -54 0-3 37:91 3/10
<< დარჩენილი 7 მატჩი (საქ დროით)
კვი 4/03 19.00 საფრანგეთი - ირლანდია
შაბ 10/03 18.30 უელსი - იტალია
21.00 ირლანდია - შოტლანდია
კვი 11/03 19.00 საფრანგეთი - ინგლისი
შაბ 17/03 16.30 იტალია - შოტლანდია
18.45 უელსი - საფრანგეთი
21.00 ინგლისი - ირლანდია
<< ირბ-ის რეიტინგი
27/02 @ 1 ზელანდია 9143, 2 ავსტრალია 8799, 3 საფრანგეთი 8506,
4 აფრიკა 8434, 5 უელსი 8262, 6 ინგლისი 8134, 7 არგენტინა 8028,
8 ირლანდია 7944, 9 ტონგა 7663, 10 სამოა 7581, 11 შოტლანდია 7494, 12 იტალია 7333
13 კანადა 7292, 14 იაპონია 7045, 15 საქართველო 6932, 16 ფიჯი 6878, 17 რუმინეთი 6579, 18 შტატები 6563, 19 ესპანეთი 6272,
20 ნამიბია 6124, 21 ურუგვაი 6047, 22 რუსეთი 6012, 23 ჩილე 5952, 24 პორტუგალია 5791 ... 32 უკრაინა 5260
+/-: უელ 147 ინგ, სფრ 36 შტლ, ირლ 19 იტა / რუმ 158 რუს (25:0 გ, ესპ 62 უკრ (41:6 გ, საქ 0 პორ (32:7 შ)
@