რევანშების მოლოდინში ტრადიციული "ექვსი ერის" სტარტზე სამივე მასპინძელი რევანშს ეშურება - საფრანგეთი ამავე ტურნირში წაგებისთვის, შოტლანდია და ირლანდია კი მსოფლიო თასზე დამარცხებისათვის.http://qaflan.netai.net/2012/იტალიამ "ლე ბლე" მარტში, რომში 22:21 ძლია; ინგლისმა სქოთები ოქლენდში, ოქტომბერში 16:12 დაამარცხა და პულში ჩატოვა, უელსმა კი ველინგთონში, მეოთხედ-ფინალიდან 22:10 დაითხოვა "სამყურები. მსოფლიო თასის შემდეგ კელტურ სამეულს მწურთნელი არ შეუცვლია, ლათინებმა და ინგლისმა კი გურუდ სხვანი დაინიშნეს.
"აძური" ფრანგი ჟაკ ბრიუნელის ხელ-ქვეით ჭიდაობაზე ხელის აღებასა და ბეკებით ბურთაობას აპირებს, გალთა ახალი სარდალი ფილიპ სანტ-ანდრე კი მეტოქეს ძაანაც აფასებს. ფრანგებმა ხუთი კაცი შეცვალეს მსოფლიო თასის ფინალზე გასულ გუნდში, ახლებიდან ყველაზე კოლორიტული კი 24 წლის კლერმონელი ვეზლი ფოფანაა.
არაფერი უჭირთშოტლანდიას ინგლისთან წინა სამ მიღებაზე (2006 2008 2010) არ წაუგია (18:12 15:9 15:15. "ნარშავთა" 15-ეულის ჯამური ნამსახურობა 499 კეპია, გადახალისებული "ვარდებისა" კი - მხოლოდ 233. მოსალოდნელია წვიმა. მასპინძლებს კვაჭი როს ფორდი უკაპიტნებს, სტუმრებს კი "ჰარლიქვინზის" 25 წლის ფლენქერი ქრის რობშოუ, ვისაც ნაკრებში სამი წელია, აღარ უთამაშია.
პენსიაზე რომ გავიდა ჯონი ვილქინსონი და დაშავდა თობი ფლადი, გუნდში 10 ნომრად დაბრუნდა უიღბლო ჩარლი ჰოჯსონი. შუამარბებად მას მხარს დაუმშვენებენ "სარასენსელი" ჯეელები - ოუენ ფარელი და ბრედ ბარითი, ნორსჰემპთონელ 8 ნომერს, ფილ დოუსონს კი დებიუტი 30 წლისას უწევს.
უელსს ტრავმები რომ მიეძალა, რაზმის გამოცხადება ორი დღით დააგვიანა. მოკეთდნენ შუამარბი ჯემი რობერთსი და მგეზავი რის პრისთლენდი, კოჭ-მტკივან დენ ლიდიეთს კი ყოფილი კაპიტანი, რაიან ჯოუნზი შეცვლის. ირლანდიას არაფერი უჭირს. ერთი კია, თილისმა ბრაიან ოდრისქოლის მაგივრად თავიდან ქის ერლსი ჩაწერა 13 ნომრად, მაგრამ მერე ამას შვილი ავად გაუხდა და უფროსობამაც ფერგიუს მაკფადენი დააწინაურა.
ექვსი ერიპირველი რაუნდი
საფრანგეთი - იტალიასფრ: მედარ კლერკ რუჟერი ფოფანა მალზიო <10-9> ტრენ-დიუკ იაშვილი / დებატი სერვა მა; პაპე ნალე; დიუზოტუარ^კაპ ბონერ პიკამოლ * მრქ) მერმოზ ბოგზის პარა / შარჟევსკი პუ; მაესტრი არენორდოკი * მწ) სანტ-ანდრე
იტა: მაზი ვენდიტი ბენვენუტი სგარბი მაკლეინ <10-9> ბერთონ გორი / ლოჩიჩერო გირალდინი კასტროჯოვანი; ფანსეილ ხელდენჰეის; ძანი ბარბიერი პარისე^კაპ * მრქ) კანალე ბოტეს სემენცატო / დაპიჩე ჩიტადინი; ბორტოლამი ფავარო * მწ) ბრიუნელ
რეფ ოუენს (უელ) შაბ 4/02 სანდენი, სტად დე ფრანს 18.30 საქ
შოტლანდია - ინგლისიშტლ: რ.ლამონთ ლ.ჯოუნზ დელუკა შ.ლამონთ ევანს <10-9> პარქს ქაზითერ / ჯექობსენ ფორდ^კაპ მარი; გრეი ჰემილთონ; სთროქოშ რენი დენთონ * მრქ) მორისონ ლეიდლოუ ბლერ / ლოუსონ ქროს; ქელოქ ბარქლეი * მწ) რობინსონ
ინგ: ფოდენ ეშთონ ბარით ო.ფარელ სთრეთლ <10-9> ჰოჯსონ იანგს / კორბისიერო ჰართლი ქოულ; მ.ბოთა პამერ; ქროფთ რობშოუ^კაპ დოუსონ * მრქ) ბრაუნ თერნერ-ჰოლ დიქსონ / ვებერ სთივენს; პარლინგ მორგან * მწ) ლანქასთერ
რეფ ქლენზი (ირლ) შაბ 4/02 ედინბურგი, მარიფილდ 21.00 საქ
ირლანდია - უელსიირლ: რ.ქარნი ბოუ მაკფადენ დარსი თრიმბლ <10-9> სექსთონ მარი / ჰილი ბესთ როს; ოქალაჰენ ოქონელ^კაპ; ფერის ობრაიენ ჰიზლიპ * მრქ) დ.ქარნი ოგარა რედენ / ქრონინ ქორთ; რაიან ომაჰონი * მწ) ქიდნი
უელ: ჰაფ-პენი ქასბერთ ჯ.დევის რობერთს ნორს
<10-9> პრისთლენდ ფილიპს / გილ ბენეთ ად.ჯოუნზ; ბრ.დევის ევანს; რ.ჯოუნზ ვორბერთონ^კაპ ფალეთაუ * მრქ) სქ.ვილიამს ჰუქ ჰლ.ვილიამს / ოუენს ჯეიმზ; პაუელ თიპურიქ * მწ) გეთლენდ
რეფ ბარნს (ინგ) კვი 5/02 დუბლინი, ავივა 19.00 საქ
@
This post has been edited by Lukas & Nikos Mama on 4 Feb 2012, 00:55