შანსი ორივემ დაკარგა "ექვსი ერის" გამოტოვებული მატჩი არა-რაგბულად, ფრედ რომ დასრულდა, საფრანგეთმა სლემის შანსი დაკარგა, ხოლო ირლანდიამ პირველობისა.http://Qaflan.netai.net/2012უფალმა პირსონმა ყინვის მომიზეზებით რომ გადადო თამაში, სამი კვირის თავზე თავადვე გაუძღვა რე-მატჩს და გალებს სამჯერ მეტი (12/4) ჯარიმაც უბოძა, მაგრამ ბოლო, კრიტიკულ წუთებში მათვე მეტოქის ნახევარზე ჩამოართვა ბურთი, რითაც გაახარა გულთ-მისანი მეფსონეები, რომლებიც მსუყე-კოეიან ფრეზე "იდგნენ"
"ლე ბლე" შესვენებამდე ისე უღიმღამოდ ირჯებოდა, რომ პუბლიკამ პროტესტი ნელი ტაშით გამოხატა. მორგან პარამ სამი ჯარიმიდან გაიტანა ორი, უელსში მოღვაწე თომი ბოუმ კი ორი ლელო დადო: ჯერ ჩაჭრა ორელიან რუჟერის მიერ კლემონ პუატრანოსთვის გამიზნული პასი, მერე კი იფრინა ვეზლი ფოფანა, ფეხით გადაიკიდა ოვალი და მასთან პუატრანოსვე მიასწრო.
მოუმზადებელი არეკნი11 ქულით ჩამორჩენილი ფრანგები შესვენების შემდეგ გახალისდნენ. ჯანიანმა და მარდმა ფოფანამ კუთხეში შეიტანა ლელო. პარამ ბოლო მეოთხედის წინ მეოთხე ჯარიმით გაათანაბრა ანგარიში, მერე კი კარგად ირლანდიამღა შეუტია ორჯერ.
ზედიზედ მეორე ვიქენდზე მოტესტე და კიდევ ორზე საომარი მეტოქენი ბოლო წუთებზე მთლად წახდნენ. ფულბექად შესულმა ლიონელ ბოგზისმა ჯერ მოუმზადებლად დაარტყა არეკნი, მერე კი მასვე დაუფარა სთივენ ფერისმა.
"ბოლო ბურთმა" გუნდებს შერკინების ჩაქცევაზე მოუსწრო. ჟიულიან მალზიო მარცხნივ კიდევ გაჭენდა, მაგრამ ირლანდიამ კიდეზე გადადენა, რის შემდეგაც სლემის შანსი ორჯერვე შინ მოთამაშე უელსსღა დარჩა.
ექვსი ერიგადმოდებული მატჩი
<< საფრანგეთი 17:17 ირლანდია
სფრ: პუატრანო (ბოგზის 68) კლერკ რუჟერი ფოფანა მალზიო <10-9> ტრენ-დიუკ პარა / პუ (დებატი 53) შარჟევსკი (სერვა 53) მა; პაპე (ნალე 61) მაესტრი; დიუზოტუარ^კაპ ბონერ (პიკამოლ 71) არენორდოკი - ლ: ფოფანა; 4ჯ: პარა
ირლ: რ.ქარნი ბოუ ერლს დარსი (ოგარა 72) თრიმბლ (მაკფადენ 73) <10->) სექსთონ ქ.მარი (რედენ 59) / ჰილი (ქორთ 75) ბესთ (ქრონინ 75) როს; ოქალაჰენ (რაიან 59) ოქონელ^კაპ; ფერის ობრაიენ (ომაჰონი 66) ჰიზლიპ - 2ლ: ბოუ; 2გ ჯ: სექსთონ
რეფ პირსონ (ინგ) @ 4/03 სან დენი, სტად დე ფრანს (79 600)
0:7(14) 3:7(23) 3:10(26) 6:10(30) 6:17(39) /
9:17(47) 14:17(51) 17:17(58) ბოლო (80+3)
<< კიბე
9/15 მატჩი ქ სხვ მ-წ*ფ გატ:გაშ ლ
უელსი 6 +23 3-0 69:46 7/3
საფრანგეთი 5 +24 2-0*1 70:46 7/4
ინგლისი 4 +4 2-1 44:40 2/3
ირლანდია 3 +30 1-1*1 80:50 9/5
შოტლანდია 0 -27 0-3 36:63 3/6
იტალია 0 -54 0-3 37:91 3/10
<< ბოლო ორი რაუნდი (საქ დროით)
შაბ 10/03 18.30 უელსი - იტალია
21.00 ირლანდია - შოტლანდია
კვი 11/03 19.00 საფრანგეთი - ინგლისი
შაბ 17/03 16.30 იტალია - შოტლანდია
18.45 უელსი - საფრანგეთი
21.00 ინგლისი - ირლანდია
<< ირბ-ის რეიტინგი
5/03 @ 1 ზელანდია 9143, 2 ავსტრალია 8799, 3 აფრიკა 8434, 4 საფრანგეთი 8420, 5 უელსი 8262, 6 ინგლისი 8134, 7 ირლანდია 8030, 8 არგენტინა 8028, 9 ტონგა 7663, 10 სამოა 7581, 11 შოტლანდია 7494, 12 იტალია 7333
13 კანადა 7292, 14 იაპონია 7045, 15 საქართველო 6932, 16 ფიჯი 6878, 17 რუმინეთი 6579, 18 შტატები 6563, 19 ესპანეთი 6272, 20 ნამიბია 6124, 21 ურუგვაი 6047, 22 რუსეთი 6012, 23 ჩილე 5952, 24 პორტუგალია 5791 ... 32 უკრაინა 5260
+/-: ირლ 86 სფრ
@
This post has been edited by Lukas & Nikos Mama on 6 Mar 2012, 00:12