თითქმის დაიბევეს "ექვსი ერის" ბოლოს წინა, მეოთხე რაუნდში ინგლისმა გასვლაზე კოხტად რომ დაამარცხა საფრანგეთი, ხოლო უელსმა უტეხი იტალია შინ გაასაღა, კელტებმა თითქმის დაიბევეს პირველობა, რაღაი რაგბის სამშობლოს 38 ქულით უსწრებენ >>>
http://qaflan.netai.net/2012/უელსის კივი გურუ, ვორენ გეთლენდი შაბათს ერთობ უკმაყოფილო დარჩა ირლანდიელი რეფისგან ბოჭვის განსჯით, რადგან "ურჩხულებმა" საბურთაოდ ეგრეც ვერ მიიღეს "ჩქარი ოვალი. იტალიამ ლელოს გაუშვებლად სრული 50 წუთი გაძლო, მაგრამ თერნოვერი შეემთხვა და ბექებზე ჩათამაშების შემდეგ ჯემი რობერთსმა 50 მეტრიდან გაიჯეჯილა.
მეორე ლელო ალექს ქასბერთმა ბოლოსკენ, გეთინ ჯენქინსის მიერ ჯარიმის უცებ გათამაშების შემდეგ, ბურჯის გაბითურებითა და გაქცევით დადო. ირლანდია - შოტლანდიის დარბში შესვენებამდე ოთხი ლელო გავიდა, საათის თავზე კი ენდრიუ თრიმბლი თავით რომ დაეჯახა მოიერიშე ლი ჯოუნზს, თამაში დიდი ხნით შეწყდა და ტვინ-შერყეული სქოთი ჰოსპიტალში წაასვენეს.
სამხრეთელებს აცდება კვირას, სან-დენში, სხვა დონის რაგბი ვიხილეთ. განახლებულმა ინგლისმა აგრესიული დაცვით რომ მოშალა საფრანგეთი, ირბ-ის რეიტინგის მოწინავე ოთხეულში შეიჭრა და თუ პოზიციას შემოდგომაზეც შეინარჩუნებს, 2015 წლის მსოფლიო თასის პულში სამივე სამხრეთელ ბუმბერაზს აცდება.
"ვარდებმა" პირველი ტაიმი უთუმცაოდ მოიგეს: ქრის ეშთონმა რომ დასცა დიმიტრი შარჟევსკი, ოუენ ფარელმა და ლი დიქსონმა დაგეზეს მანუ ტუილანგი, ვინც გზად ორელიან რუჟერი გააბითურა და დამიწებისას ფეხებიც ისე ასწია, რომ კიდეზე ვერ გადაეყვანათ.
ფეხი მოეცარა ბრიტთა მეორე ლელოზე ბენ მორგანმა ორი მბოჭავი იფრინა, ემანოლ არენორდოკიც მოიშორა და ოფლოუდი მიართვა ბენ ფოდენს. მერე ფარელის დარტყმული ძელს მოხვდა, ბოლო 10 წუთის წინ კი "ლე ბლე" მეხუთე ჯარიმით ორ ქულამდე წამოეწია სტუმრებს.
კრიტიკულ მომენტში თომ ქროფთმა რუჟერისა და არენორდოკს შუა გაიარა და კლემონ პუატრანოც მოაღორა. მალევე მორგან პარამ კუთხისკენ დაგეზა ახალბედა ვეზლი ფოფანა, ვინც "ექვსი ერის" ოთხივე მატჩში გაიტანა თითო ლელო. ბოლოს ისევ ფრანგებმა უტიეს და არეკნიც გულდაგულ შეამზადეს, მაგრამ ლიონელ ბოგზისი მოედანზე აღარ ჰყავდათ, ხოლო ფრანსუა ტრენ-დიუკს ფეხი მოეცარა.
ექვსი ერი მეოთხე რაუნდი
<< უელსი 24:3 იტალია
უელ: ჰაფ-პენი სბ 62 (ჰუქ 74) ქასბერთ ჯ.დევის (სქ.ვილიამს 69) რობერთს ნორს <10-9> პრისთლენდ ფილიპს (ვებ 71) / ჯენქინს^კაპ რის (ოუენს 63) ად.ჯოუნზ (ჯეიმზ 71) ავ.ჯოუნზ (ჩართერის 63) ი.ევანს; ლიდიეთ თიპურიქ ფალეთაუ (რ.ჯოუნზ 66) - 2ლ: რობერთს ქასბერთ; გ: ჰაფ-პენი; 4ჯ: ჰაფ-პენი 3, პრისთლენდ
იტა: მაზი (ტონიოლატი 72) მი.ბერგამასკო კანალე (ბენვენუტი 67) სგარბი მაკლეინ <10-9> ბერთონ სემენცატო (ბოტეს 67) / ლოჩიჩერო (ჩიტადინი 72) გირალდინი (დაპიჩე 53) ჩიტადინი (სტაიბანო 52) ხელდენჰეის ფანსეილ (ბორტოლამი 52) ძანი ფავარო (ბარბიერი 63) პარისე^კაპ - ჯ: ბერგამასკო
რეფ ქლენზი (ირლ) @ 10/03 კარდიფი, მილენიუმ
3:0(10) 3:3(13) 6:3(20) 9:3(37) /
16:3(51) სბ(62უ) 19:3(70) 24:3(78)
<< ირლანდია 32:14 შოტლანდია
ირლ: რ.ქარნი (მაკფადენ 73) ბოუ ერლს დარსი (ოგარა 54) თრიმბლ <10-9> სექსთონ რედენ (ოლირი 54) / ჰილი (ქორთ 51-58) ბესთ^კაპ (ქრონინ 54) როს (ქორთ 79) ოქალაჰენ (მაკქართი 79) რაიან; ფერის ომაჰონი (ჯენინგზ 62) ჰიზლიპ - 4ლ: ბესთ რედენ თრიმბლ მაკფადენ; 3გ 2ჯ: სექსთონ
შტლ: ჰოგ ლ.ჯოუნზ (სქოთ 62) მ.ევანს სბ 73, მორისონ შ.ლამონთ <10-9> ლეიდლოუ (რ.ჯექსონ 56) ბლერ (ქაზითერ 50) / ჯექობსენ ფორდ^კაპ ქროს (ი.მარი 47) გრეი ჰემილთონ (ქელოქ 60) ბარქლეი რენი (ვერნონ 59) დენთონ - ლ: გრეი; 3ჯ: ლეიდლოუ
რეფ პოლოქ (ზელ) @ 10/03 დუბლინი, ავივა
0:3(4) 0:6(10) 7:6(15) 10:6(26) 10:9(32) 17:9(35) 17:14(37) 22:14(40+) /
25:14(72) სბ(73შ) 32:14(78)
<< საფრანგეთი 22:24 ინგლისი
სფრ: პუატრანო კლერკ (მერმოზ 37) რუჟერი ფოფანა მალზიო <10-9> ბოგზის (ტრენ-დიუკ 74) დიუპიუი (პარა 51) / პუ (დებატი 51) შარჟევსკი (სერვა 51) მა (პუ 77) პაპე მაესტრი (ნალე 55) დიუზოტუარ^კაპ ბონერ (პიკამოლ 67) არენორდოკი - ლ: ფოფანა; გ: პარა; 5ჯ: ბოგზის (1 3 5) დიუპიუი (2) პარა (4)
ინგ: ფოდენ ეშთონ ტუილანგი ბარით, შარპლზ სბ 53 <10-9> ო.ფარელ დიქსონ (იანგს 74) / კორბიზიერო ჰართლი ქოულ (სთივენს 70) მ.ბოთა (პამერ 56) პარლინგ; ქროფთ რობშოუ^კაპ მორგან (დოუსონ 63, ვებერ 77) - 3ლ: ტუილანგი ფოდენ ქროფთ; 3გ ჯ: ფარელ
რეფ როლან (ირლ) @ 11/03 სან დენი, სტად დე ფრანს
0:7(14) 3:7(17) 3:14(19) 6:14(33) 9:14(40) /
9:17(50) სბ(53ი) 12:17(65) 15:17(69) 15:24(72) 22:24(76)
<< კიბე
12/15 მატჩი ქ სხვ მ-წ*ფ გატ:გაშ ლ
უელსი 8 +44 4-0 93:49 9/3
ინგლისი 6 +6 3-1 68:62 5/4
ირლანდია 5 +48 2-1*1 112:64 13/6
საფრანგეთი 5 +22 2-1*1 92:70 8/7
შოტლანდია 0 -45 0-4 50:95 4/10
იტალია 0 -75 0-4 40:115 3/12
<< ბოლო რაუნდი (საქ დროით)
შაბ 17/03 16.30 იტალია - შოტლანდია
18.45 უელსი - საფრანგეთი
21.00 ინგლისი - ირლანდია
<< ირბ-ის რეიტინგი
12/03 @ 1 ზელანდია 9143, 2 ავსტრალია 8799, 3 აფრიკა 8434, 4 ინგლისი 8293, 5 უელსი 8262, 6 საფრანგეთი 8261, 7 ირლანდია 8055, 8 არგენტინა 8028, 9 ტონგა 7663, 10 სამოა 7581, 11 შოტლანდია 7469, 12 იტალია 7333
13 კანადა 7292, 14 იაპონია 7045, 15 საქართველო 7026, 16 ფიჯი 6878, 17 შტატები 6563, 18 რუმინეთი 6484, 19 ესპანეთი 6154, 20 ნამიბია 6124, 21 ურუგვაი 6047, 22 რუსეთი 6012, 23 ჩილე 5952, 24 პორტუგალია 5910, 25 ბელგია 5811
+/-: ინგ 159 სფრ, ირლ 25 შტლ, უელ 0 იტა / პორ 119 ესპ (23:17 შ, საქ 94 რუმ (19:13 გ, რუს 0 უკრ (38:19 შ)
@
This post has been edited by Lukas & Nikos Mama on 13 Mar 2012, 01:53