სლემი მიუძღვნეს მსოფლიო თასის უეშხიანესმა ევროპულმა გუნდმა, უელსმა "ექვსი ერის" ფინიშზე საფრანგეთიც ძლია და რვა წელში მესამე სლემი შეასრულა, ბოლო ადგილზე კი ბეჩავი შოტლანდია გავიდა.http://Qaflan.netai.net/2012უელსის შვიდი დამწყები 25 წელზე უმცროსია, ანუ 2015 წლის მსოფლიო თასისთვის დაღვინდება. კივი ვორენ გეთლენდის მიერ გაწურთნილმა "ურჩხულებმა" ზელანდიაში ყველა მოხიბლეს, მაგრამ ნახევარ-ფინალში, საფრანგეთთან, პირველ ტაიმშივე 14 კაცის ამარა დარჩნენ და წააგეს.
კაპიტანი სემ ვორბერთონი ამჯერად აღარ გაუძევებიათ, მაგრამ მხარი კი იტკინა და მეორე ტაიმზე ვეღარ გამოვიდა. მაგრად ითამაშა ფლენქერმა დენ ლიდიეთმა, მატჩის ერთადერთი ლელო კი თერნოვერიდან გაიტანა ალექს ქასბერთმა, ვინც ოთხი მბოჭავი გააბითურა.
უელსმა გამარჯვება მიუძღვნა ხუთშაბათს გარდაცვლილ მერვინ დევისს, ვინც 1976 წლის სლემოსანი გუნდის კაპიტანი იყო. კელტებს წლის ბოლომდე სამხრეთელებთან შვიდი ტესტი ელით: ოთხჯერ (!) მათებრ ეშხიანად მორაგბე ავსტრალიას შეხვდებიან, თითოჯერ კი არგენტინას, სამოას და თვით მსოფლიოს ჩემპიონს, "ოლ ბლექსს"
უაზროდ მოისროლაუელსმა საფრანგეთს ბურთის ფლობით 63-37% აჯობა და დროის 65 პროცენტიც მეტოქის ნახევარზე გაატარა. დასაწყისშივე ვეზლი ფოფანამ კუთხეშიღა დაიჭირა ჯონათან დევისი. რის პრისთლენდმა 0:3-ზე ჯარიმა ძელს მოარტყა, ლელოსკენ დაძრული ვილიამ სერვა კი ჯორჯ ნორსმა ალაგმა.
ქასბერთის ლელოზე ბურთი ტიერი დიუზოტუარმა დაკარგა, 21 წლის გარემარბი კი ბებერ მორკინალებს, სერვასა და ჟიულიან ბონერს გაუსხლტათ. დევისმა რომ დაიჭირა ლიონელ ბოგზისი, ალეკსის პალისონმა ბურთი შეაფერხა და ანგარიში 10:3 გახდა, ზედ შესვენების წინ კი ლი ჰაფ-პენის დარტყმულიც ძელს მოხვდა.
10:6-ზე ბოგზისს გაუცუდდა არეკნი. მერე უელსის ფულბეკმა 52 მეტრიდან ჯარიმა შეაგდო. ბოგზისის გადაკიდებული იხელთა ჟან-მარსელენ ბუტენმა, მაგრამ ლიდიეთმა შებოჭა. ემანოლ არენორდოკი ბურთს ვერ შეელია და მეტობა გაფლანგა, ბოლოს კი კიდეზე გადადენილმა ფრანსუა ტრენ-დიუკმა ბურთი უაზროდ მოისროლა და სხვაობა ისევ 7 ქულა გახდა.
უნდა გადადგესსამმა უელსელმა ვეტერანმა - ბურჯებმა გეთინ ჯენქინსმა და ადამ ჯოუნზმა, და მარბიელმა რაიან ჯოუნზმა - სლემით მესამედ იჩემპიონა. იტალია 12 სეზონში 9-ჯერ დარჩენილიყო ბოლო ადგილზე, მაგრამ ოლიმპიურ სტადიონზე ძლია შოტლანდია, ვინც 2004 წლის შემდეგ პირველად წააგო ხუთივე თამაში.
სქოთების ინგლისელ გურუს, ენდი რობინსონს კონტრაქტი 2015 წლის მსოფლიო თასის ბოლომდე აქვს, მაგრამ მისი სარდლობით "ნარშავებმა" "ექვსი ერის" 15 მატჩიდან ოდენ ორი რომ მოიგეს, სადაც სამართალია, მწურთნელი უნდა გადადგეს. სტუმრებმა ორი სინბინი დაიმსახურეს; ლელო 15-ფაზიანი შტურმის შედეგად გაუშვეს; მერე სინბინით თავად ვერ იხეირეს, ოზმა ქრისთოფერ ბერთონმა კი არეკნიც შეუგდოთ.
ინგლისის შერკინებამ ისევე დაჯაბნა ირლანდიისა, როგორც ქართველებისამ რუსთა. ოუენ ფარელის გადაკიდებული თავისი ლელოდან ვეღარ გამოიტანა თომას ოლირიმ, რასაც შერკინებაში საჯარიმო ლელო მოყვა. უწყალო მასპინძლებმა სხვაობა 21 ქულამდეც აიყვანეს, მედიას კი ეჭვიც აღარ ეპარება, რომ კავშირი დროებით მწურთნელს, სთიუართ ლანქასთერს პოსტზე კარგა ხნით დაიტოვებს.
ექვსი ერიბოლო, მეხუთე რაუნდი
<< იტალია 13:6 შოტლანდია
იტა: მაზი ვენდიტი ბენვენუტი კანალე (ტონიოლატი 70) მი.ბერგამასკო <10-9> ბერთონ გორი (ბოტეს 67, ფავარო 72) / ლოჩიჩერო (ჩიტადინი 52) ონგარო (დაპიჩე 57) კასტროჯოვანი (ლოჩიჩერო 67) ხელდენჰეის (ფურნო 76) ბორტოლამი; ძანი სბ 66, ბარბიერი (ვოსავაი 57) პარისე^კაპ - ლ: ვენდიტი; გ ა: ბერთონ; ჯ: ბერგამასკო
შტლ: ჰოგ მ.ევანს დელუკა სბ 39, მორისონ შ.ლამონთ <10-9> ლეიდლოუ (რ.ჯექსონ 70) ბლერ / ველშ ფორდ^კაპ ქროს (ი.მარი 50) გრეი (ქელოქ 55) ჰემილთონ სბ 55; ბარქლეი (ვერნონ 70) რენი დენთონ - 2ჯ: ლეიდლოუ
რეფ როლან (ირლ) @ 17/03 რომი, ოლიმპიკო (72 357)
3:0(11) 3:3(36) სბ(39შ) / 10:3(44) სბ(55შ) 10:6(60) სბ(66ი) 13:6(77ა)
<< უელსი 16:9 საფრანგეთი
უელ: ჰაფ-პენი ქასბერთ ჯ.დევის (სქ.ვილიამს 54-60) რობერთს ნორს <10-9> პრისთლენდ ფილიპს (ჰლ.ვილიამს 64) / ჯენქინს რის (ოუენს 64) ად.ჯოუნზ; ავ.ჯოუნზ (ჩართერის 64) ი.ევანს; ლიდიეთ ვორბერთონ^კაპ (რ.ჯოუნზ 41) ფალეთაუ - ლ: ქასბერთ; გ 3ჯ: ჰაფ-პენი
სფრ: პუატრანო (ბიუტენ 36) ფოფანა რუჟერი ფრიც პალისონ (ტრენ-დიუკ 54) <10-9> ბოგზის (პარა 72) იაშვილი / პუ (დებატი 46) სერვა (შარჟევსკი 46) ატუბ; პაპე (პიერ 68) მაესტრი; დიუზოტუარ^კაპ ბონერ (პიკამოლ 60) არენორდოკი - 3ჯ: იაშვილი (1 3) ბოგზის (2)
რეფ იუბერ (აფრ) @ 17/03 კარდიფი, მილენიუმ (74 178)
0:3(11) 7:3(22) 10:3(33) / 10:6(45) 13:6(53) 13:9(73) 16:9(76)
<< ინგლისი 30:9 ირლანდია
ინგ: ფოდენ (ბრაუნ 71) ეშთონ ტუილანგი ბარით სთრეთლ <10-9> ო.ფარელ დიქსონ (იანგს 50) / კორბიზიერო ჰართლი (მირს 75) ქოულ (სთივენს 75) მ.ბოთა (პამერ 56) პარლინგ; ქროფთ რობშოუ^კაპ მორგან (დოუსონ 75) - 2ლ: საჯ იანგს; გ 6ჯ: ფარელ
ირლ: რ.ქარნი ბოუ ერლს დარსი (ოგარა 50) თრიმბლ (მაკფადენ 75) <10-9> სექსთონ რედენ (ოლირი 50) / ჰილი ბესთ^კაპ (ქრონინ 75) როს (ქორთ 37) ოქალაჰენ (მაკქართი 67) რაიან; ფერის ობრაიენ (ომაჰონი 70) ჰიზლიპ - 3ჯ: სექსთონ
რეფ ოუენს (უელ) @ 17/03 ლონდონი, თვიქნემ (80 567)
3:0(3) 3:3(16) 6:3(24) 9:3(35) 9:6(40+2) / 12:6(49) 12:9(52) 19:9(59) 22:9(65) 27:9(74) 30:9(78)
<< კიბე
საბოლოო ქ სხვ მ-წ*ფ გატ:გაშ ლ
უელსი 10 +51 5-0 109:058 10/03
ინგლისი 8 +27 4-1 098:071 07/04
ირლანდია 5 +27 2-2*1 121:094 13/08
საფრანგეთი 5 +15 2-2*1 101:086 08/08
იტალია 2 -68 1-4 053:121 04/12
შოტლანდია 0 -52 0-5 056:108 04/11
<< ამ საუკუნის ჩემპიონები
^ სლემით, * უკეთესი სხვაობითღა
საფრანგეთი 2002^ 2004^ 2006* 2007* 2010^
ინგლისი 2000 2001* 2003^ 2011
უელსი 2005^ 2008^ 2012^
ირლანდია 2009^
<< უელსის 11 სლემი
1908 1909 1911 1950 1952 1971 1976 1978 2005 2008 2012
<< უელსის ტესტები წლის ბოლომდე
ავსტრალიაში: 9/06 ბრისბენ, 16/06 მელბურნ, 23/06 სიდნეი
შინ: 10/11 არგენტინა, პარ 16/11 სამოა, 24/11 ზელანდია, 1/12 ავსტრალია
<< ირბ-ის რეიტინგი
19/03 @ 1 ზელანდია 9143, 2 ავსტრალია 8799, 3 აფრიკა 8434, 4 ინგლისი 8362, 5 უელსი 8332, 6 საფრანგეთი 8191, 7 არგენტინა 8028, 8 ირლანდია 7985, 9 ტონგა 7663, 10 სამოა 7581, 11 იტალია 7417, 12 შოტლანდია 7386
13 კანადა 7292, 14 იაპონია 7045, 15 საქართველო 7026, 16 ფიჯი 6878, 17 შტატები 6563, 18 რუმინეთი 6381, 19 ესპანეთი 6257, 20 ნამიბია 6124, 21 ურუგვაი 6047, 22 რუსეთი 6012, 23 ჩილე 5952, 24 ბელგია 5888, 25 პორტუგალია 5775
+/-: იტა 84 შტლ, უელ 70 სფრ, ინგ 69 ირლ /
უკრ 135 პორ (35:33 შ, ესპ 103 რუმ (13:12 შ, საქ 0 რუს (46:0 შ)
@