შეშნობილი პატივი წმიდათა’წმიდა "ექვსი ერი" უგემრიელესად დაიწყო - სამ თამაშში 16 ლელო დაიდო, მზარდმა იტალიამ კი თვით საფრანგეთი გააგორა >>>
http://Qaflan.netai.net/2013აძურმა "ლე ბლე" შარშანწინაც ძლია, ოღონდაც მომცრო ფლამინიოზე. მას აქეთ რაგბი ოლიმპიკოზე გადავიდა და გუნდმაც შეიშნო პატივი - ეშხიანი ბურთაობით აჯობა ბობოლა მეზობელს.
ლათინთა პირველ ლელოზე ქვინზლენდელმა ლუქ მაკლეინმა გამოაქცუნა გადაკიდებული, არგენტინელმა ლუჩანო ორკერამ კი ბითუმად მოაღორა გალები და თვისტომ სერჯო პარისეს მიაწოდა.
ამის პასუხად ფრანგებმა პირველ ტაიმშივე დადეს ორი ლელო: ფლორიან ფრიცი ზედ ხაზზე რომ შებოჭეს, იქეთ ჩათამაშებისას ლუი პიკამოლმა ხელის კვრით მოიშორა პარისე. მერე იოან იუჟეს ჩაუწვნენ და შეტანილი არ დაამიწებინეს, მაგრამ მანვე რომ წამოიწყო შეტევა, ბენჟამენ ფალმა დაასრულა.
უცხოელთა ბენეფისირომ მოახლოვდა ბოლო მეოთხედი, საფრანგეთი 5 ქულით იყო წინ, მაგრამ აქ მაკსიმ მაშნოს თერნოვერი შეემთხვა. ჰოდა, იტალიამ კოხტა პასაობა გააჩაღა, ბურთი მარცხნიდან მარჯვნივ წაიღო, ლელოსთან გამართული რაქიდან კი ორკერამ ოფლოუდი მიართვა კიდევ ერთ არგენტინელს - დალალებიან ბურჯ მარტინ კასტროჯოვანს.
ორკერას შემცვლელმა, ქვინზლენდელმავე ქრის ბერთონმა 30 მეტრიდან არეკნი რომ დაკრა, სტუმრებს ლელოს გასატანად მოუწიათ თამაშმა. ფრანგებმა ბოლოსკენ შერკინებაში იძალეს, მაგრამ კაც-ნაკლულმა აძურმა გაძლო და ფალი კიდეზე გადადენა.
ინგლისმა დროის 69% შოტლანდიის ნახევარზე გაატარა და ბურთიც 62% ეპყრა. სქოთებს 19 ბოჭვა გაუცუდდათ. ისინი მიწაზეც ხშირად ჯარიმდებოდნენ. ინგლისმა ოთხი ლელო დადო და 1879 წელს შემოღებული "კალკუტის თასი" შეინარჩუნა.
ფრთაზე მიაწვდინაპირველი ლელო სქოთებმა გაიტანეს: სთიუართ ჰოგმა გადაკიდებულით ბევრი რომ ირბინა, რამდენიმე ფაზის შემდეგ ზელანდიელმა შონ მეითლენდმა იხეირა. სამოელი მანუ ტუილანგი "ვარდების" ფრონტის შუაში კარგად შეცვალა ბილი თველვთრიზმა - მისი რეიდის კვალად ქრის ეშთონი ახლოდან გაძვრა.
მეორე ტაიმში, ბენ იანგსის პასით, მიზანს თავად თველვთრიზიც ეწია ახლოდან, აქედან ათ წუთში კი ინგლისის ჰავბექმა გარღვევა მოაწყო და ჩუბინმა ქიქერმა ოუენ ფარელმა, სამი კაცის გამოტოვებით, ფრთაზე მიაწვდინა ოვალი მეორე-ხაზელ ჯეფ პარლინგს.
მეითლენდმა და ჰოგმა რომ წაიფეხბურთელეს, პრესტიჟის ლელოც დადეს, მაგრამ ბოლო წუთზე დანი ქეა რაქიდან კარში შეხტა და 20-ქულიანი სხვაობა აღდგა. მეტით, 27 ქულით უგებდა ირლანდია უელსს მეორე ტაიმის დასაწყისში, მაგრამ ურჩხულები არ გატყდნენ და ბოლომდე ბრძოლით რვამდე დაიყვანეს ჩამორჩენა.
ქუსლით აიგდოირლანდიას დაუბრუნდა უბერებელი ბრაიან ოდრისქოლი, სამი მბოჭავი მიიზიდა და საიმონ ზიბოს ლელო გაატანინა. შუა პირველ ტაიმში რორი ბესთმა დენ ბიგარს დაუფარა, შავტუხა ზიბომ კი ქუსლით ხელში აიგდო ბურთი, რასაც ბურჯ ქინ ჰილის ლელო მოყვა.
შესვენების შემდეგ ოდრისქოლმა მორკინალივით, ახლოდან და ძალით შეიტანა ლელო. უელსი ამის შემდეგღა გამწარდა და სამი ლელო დადო: ალექს ქასბერთმა ღიობში შეინავარდა; ლი ჰაფპენიმ ვარდნაში, ალამთან მაინც დაუდო რობ ქარნსა და ჯემი ჰიზლიპს, ბოლოს კი მიზანს ბურჯი ქრეგ მიჩელიც ეწია.
ამ მონაკვეთში ირლანდიამ ზედიზედ ორჯერ 10 წუთი ირაგბა კაც-ნაკლულმა, სულ კი 176 ბოჭვა მოუგროვდა უელსის 101-ის საპირისპიროდ. ჰოდა, "სამყურები" კვირას, ავივაზე ინგლისს რომ იღებენ, ალბათ მაგ რკენის გამარჯვებული გახდება ჩემპიონი.
ექვსი ერი 2013 youtube არხი >>
http://www.youtube.com/channel/UCL5bAcVfbxSAs-UM5f5ncWgპირველი რაუნდი
უელსი 22:30 ირლანდიაუელ: ჰაფპენი ქასბერთ დევის რობერთს ნორს <10-9> ბიგარ (ჰუქ 74) ფილიპს (ჰლ.ვილიამს 64) / ჯენქინს (ჯეიმზ 39-ნახ, 67) რის (ოუენს 14-21, 52) ად.ჯოუნზ (მიჩელ 74) ქუმბს ევანს (ქიონ 74) შინგლერ (თიპურიქ 45) ვორბერთონ^კაპ ფალეტაუ - 3ლ: ქასბერთ ჰაფპენი მიჩელ; 2გ ჯ: ჰაფპენი
ირლ: ქარნი გილროი ოდრისქოლ დარსი (ერლს 45) ზიბო (რედენ 80) <10-9> სექსთონ მარი სბ 69 / ჰილი (ქილქოინ 74) ბესთ სბ 58, როს (ფითსპათრიქ 69) მაკქართი (ოქალაჰენ 74) რაიან; ომაჰონი (ჰენრი 52) ობრაიენ ჰიზლიპ^კაპ - 3ლ: ზიბო ჰილი ოდრისქოლ; 3გ 3ჯ: სექსთონ
რეფ პუატ (სფრ) @ კარდიფი, მილენიუმ (71 254)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...17&d=13598316360:7(12) 0:10(21) 0:17(25) 0:20(29) 3:20(34) 3:23(40+3) /
3:30(44) 10:30(49) სბ(58ი) 15:30(59) სბ(69ი) 22:30(77)
ინგლისი 38:18 შოტლანდიაინგ: გუდ (სთრეთლ 68) ეშთონ ბარით თველვთრიზ (ფლად 68) ბრაუნ <10-9> ფარელ ბ.იანგს (ქეა 58) / მარლერ (ვუნიპოლა 58) თ.იანგს (ჰართლი 54) ქოულ (ვილსონ 74) ლონჩბრი (ლოზ 65) პარლინგ; ვუდ რობშოუ^კაპ მორგან (ჰესქელ 46) - 4ლ: ეშთონ თველვთრიზ პარლინგ ქეა; 3გ 4ჯ: ფარელ
შტლ: ჰოგ (ევანს 79) მეითლენდ შ.ლამონთ სქოთ ფისერ <10-9> ჯექსონ ლეიდლოუ (პირგოს 74) / გრანთ ჰოლ (ფორდ 48) მარი; გრეი ჰემილთონ (ქელოქ 56) სთროქოშ (დენთონ 14) ბრაუნ^კაპ ბითი - 2ლ: მეითლენდ ჰოგ; გ 2ჯ: ლეიდლოუ
რეფ როლან (ირლ) @ ლონდონი, თვიქნემ (81 347)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...25&d=13598428153:0(3) 3:5(10) 6:5(14) 9:5(19) 9:8(20) 16:8(32) 19:8(38) 19:11(40) /
26:11(44) 31:11(54) 31:18(71) 38:18(80+)
იტალია 23:18 საფრანგეთიიტა: მაზი ვენდიტი ბენვენუტი (კანალე 72) სგარბი მაკლეინ <10-9> ორკერა (ბერთონ 64, გირალდინი 80) ბოტეს (გორი 56) / ლოჩიჩერო (დემარკი 56) გირალდინი (ჯაძონ 56 სბ 80) კასტროჯოვანი (ჩიტადინი 63) ხელდენჰეის (პავანელო 72) მინტო; ძანი ფავარო (დარბიშირ 64) პარისე^კაპ - 2ლ: პარისე კასტროჯოვანი; 2გ ჯ: ორკერა: 2ა: ორკერა ბერთონ
სფრ: იუჟე (ტრენ-დიუკ 72) ფოფანა ფრიც (ბასტარო 63) მერმოზ ფალ <10-9> მიშალაკ მაშნო (პარა 63) / ფორესტიე (დებატი 53) შარჟევსკი (კეიზერ 53) მას (დიუკალკონ 67) პაპე (ტაოფიფენუა 59) მაესტრი; უდრაოგო დიუზოტუარ^კაპ პიკამოლ (შული 70) - 2ლ: პიკამოლ ფალ; გ 2ჯ: მიშალაკ
რეფ ოუენს (უელ) @ რომი, ოლიმპიკო (67 529)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...54&d=13599279997:0(6) 7:5(12) 10:5(15ა) 13:5(18) 13:8(28) 13:15(34) /
13:18(50) 20:18(58) 23:18(69ა) სბ(80ი) ბოლო(80+1)
ექვსი ერი 2013 2/02 უელსი 22:30 ირლანდია
ინგლისი 38:18 შოტლანდია
3/02 იტალია 23:18 საფრანგეთი
1 რაუნდი ქ სხვ ლ მ-წ გატ:გაშინგლისი 2 +20 4/2 1-0 38:18
ირლანდია 2 +8 3/3 1-0 30:22
იტალია 2 +5 2/2 1-0 23:18
საფრანგეთი 0 -5 2/2 0-1 18:23
უელსი 0 -8 3/3 0-1 22:30
შოტლანდია 0 -20 2/4 0-1 18:38
ქულა: მოგება 2, ფრე 1, წაგება 0
ტოლობაზე: მთელ ტურნირში 1) გატანილ - გაშვებულის
სხვაობა, 2) გატანილი ლელო, 3) უკეთესი ადგილის გაზიარება
9/02 შოტლანდია 18.30 იტალია
საფრანგეთი 21.00 უელსი
10/02 ირლანდია 19.00 ინგლისი
23/02 იტალია 18.30 უელსი
ინგლისი 21.00 საფრანგეთი
24/02 შოტლანდია 18.00 ირლანდია
9/03 შოტლანდია 18.30 უელსი
ირლანდია 21.00 საფრანგეთი
10/03 ინგლისი 19.00 იტალია
16/03 იტალია 18.30 ირლანდია
უელსი 21.00 ინგლისი
საფრანგეთი 24.00 შოტლანდია
ირბ-ის რეიტინგი4/02 1 ზელანდია 9008, 2 აფრიკა 8694, 3 ავსტრალია 8687,
4 ინგლისი 8390, 5 საფრანგეთი 8349, 6 ირლანდია 8133,
7 სამოა 7871, 8 არგენტინა 7871, 9 იტალია 7782,
10 უელსი 7727, 11 ტონგა 7610, 12 შოტლანდია 7583
+/-: იტა 158 სფრ, ირლ 111 უელ, ინგ 0 შტლ