დავუკრათ, თანახმა ვარ
მიაწვდინეთ ფანობამ ხმა სტადიონის რადიო-წერტს
* * *
ძველ ყაიდაზე "ექვსი ერი" მეორე რაუნდში ძველ, ლელო-მწირსა და ჭიდილ-ჭარბ კალაპოტს დაუბრუნდა, და ბობოლა საფრანგეთმაც კვლავ წააგო.http://Qaflan.netai.net/2013თუ სტარტზე 16 ლელო დაიდო, ამჯერად ექვსიღა: 5 მარიფილდში, ერთი პარიზში და ვერც-ერთი დუბლინში. მანდ ინგლისმა 10-წლიანი გატეხა ნავსი. უელსმა პარიზში 2005 წლის აქეთ პირველად იმარჯვა და წაგებათა წყებაც რვა ტესტზე დაისრულა, გალებმა კი 1982 წლის შემდეგ პირველად დაიწყეს ტურნირი წყვილი მარცხით.
სან-დენში მოედანი მალე წახდა და ბოლოს მთლად დაიხნა. უელსს უყოჩა ბებერმა რაიან ჯოუნზმა, ვინც ქრონიკულად ტრავმირებული სემ ვორბერთონი შეცვალა. საფრანგეთი უშნოდ გეზა ფრედი მიშალაკმა, ვინც კლუბში ჰავბექად თამაშობს, უელსმა კი რეიტინგში სამი საფეხურით მაღლა აინაცვლა.
სტარტზე ორივეს რომ წაეგო, მეტოქენი თავიდან ფრთხილობდნენ, ხალხი კი უსტვენდა. ფრანგებმა გოლი შერკინებაში მოპოვებული ჯარიმით გაიტანეს, უელსმა - ბოჭვაზე მიღებულით. გალებმა სალელოე შანსიც გაფლანგეს: იოან იუჟე ბურთს ვერ შეელია. არადა, რომ ეპასა, ვეზლი ფოფანას ვეღარავინ შეაჩერებდა.
ბედმაც უმტყუნათმეორე ტაიმში, 3:6-ზე, ფრანსუა ტრენ-დიუკმა იოლი არეკნი ააცილა. დაიწყო ბოლო ათი წუთი და ფრე, 6:6 იყო. აქ დენ ბიგარმა ფრთაზე გადაუკიდა ჯორჯ ნორსს, ამან კი ტრენ-დიუკი გააბითურა და დამიწების დროსაც ისე აწია ფეხი, რომ კიდეზე არ გადასულიყო.
ლი ჰაფპენიმ შეაგდო რთული გარდასახვა, მერე კი შორიდან - ჯარიმაც. დუბლინში რომ წვიმდა, რაქიდან ბურთი გვიან გამოდიოდა. ირლანდიას ბედმაც უმტყუნა: ჯერ შავტუხა საიმონ ზიბომ იტკინა ტერფი და ათი კვირით გამოვიდა მწყობრიდან, მეორე მეოთხედში კი კანჭ-გაჭიმული მგეზავი, ჯონათან სექსთონიც შესაცვლელი შეიქნა.
პირველ მეოთხედში ირლანდიელმა ბურჯმა, ქიან ჰილიმ რაქში დაწიხლა დენ ქოული, რასაც გუნდური კრივი მოყვა. ოუენ ფარელმა ოთხი ცდით ორი გოლი შეაგდო. მერე რონან ოგარამაც დაკრა წყვილი. აქ სტუმრებს რაქიდან გამომავალ ბურთზე ფეხის მიკვრისთვის გაუსინბინეს ჯეიმზ ჰესქელი, მაგრამ ინგლისი მაგრად დადგა.
შემყოვნებლებს ლაგამი ამოსდოფარელმა ოსტატურად გადაკიდა, მანუ ტუილანგიმ კი ლელოში კინაღამ იხელთა ბენ იანგსის შეგორებული. ფარელმა სახეიროდ რგებული ჯარიმა მაინც შეაგდო და სხვაობა ექვსამდე გაზარდა მას შემდეგ, რაც მაიქ ბრაუნის გადაკიდებული მიწაზე შეაფერხა რობ ქარნიმ. 6:12-ზე ფეხი მოეცარა ოგარას, ბოლოს კი ფარელმაც ააცილა.
შოტლანდიამ შერკინებით დაიბრიყვა იტალია და აფრიკელმა რეფმაც ლაგამი ამოსდო რაქში ბურთის შემყოვნებლებს. მატჩის ბედი მეორე ტაიმის დასაწყისში გადაწყდა: ჯერ ზელანდიელმა შონ მეითლენდმა ფრონტის შუაში დაგეზა მეთ სქოთი, მერე კი, არეულ თამაშში, სთიუართ ჰოგმა სალელოე პასი ჩაუჭრა ლუჩანო ორკერას და იქეთ ინავარდა 90 მეტრი.
შონ ლამონთმა რაქიდან გამოვარდნილი ბურთის ატაცებით გაიტანა მეოთხე ლელო, ბოლოს კი "აძურის" კაპიტანმა, სერჯო პარისემ შერკინებიდან შეტევისას შეუქცია პასი ალესანდრო ძანს. ჰოდა, მაჩანჩალა შოტლანდია არა მარტო მეორე ადგილზე აბრძანდა, არამედ აღარც ირბ-ის რეიტინგის მოწინავე დუჟინს ხურავს.
ექვსი ერი 2013 >> youtube [ჲუთუბი] არხი
http://www.youtube.com/channel/UCL5bAcVfbxSAs-UM5f5ncWgმეორე რაუნდი >> bbc [ბიბისი] რჩეული
https://acrossthetasman.com/attachment.php?...42&d=1360616001<< შოტლანდია 34:10 იტალია
შტლ: ჰოგ (ევანს 72) მეითლენდ შ.ლამონთ სქოთ ფისერ <10-9> ჯექსონ ლეიდლოუ (პირგოს 76) / გრანთ (ლოუ 60) ფორდ მარი (ქროს 71 სბ 80+) გრეი ჰემილთონ (ქელოქ 67) ჰერლი ბრაუნ^კაპ (დენთონ 71) ბითი - 4ლ: ფისერ სქოთ ჰოგ ლამონთ; 4გ 2ჯ: ლეიდლოუ
იტა: მაზი ვენდიტი ბენვენუტი კანალე მაკლეინ <10-9> ორკერა (ბერთონ 50) ბოტეს (გორი 50) / ლოჩიჩერო (დემარკი 60) გირალდინი (ჯაძონ 60) კასტროჯოვანი (ჩიტადინი 64) ხელდენჰეის (პავანელო 60) მინტო; ძანი ფავარო (დარბიშირ 68) პარისე^კაპ - ლ: ძანი; გ: ბერთონ; ჯ: ორკერა
რეფ პეიპერ (აფრ) @ ედინბურგი, მარიფლდ (50 247)
>> ვიდეო
https://acrossthetasman.com/attachment.php?...72&d=13604341763:0(16) 6:0(25) 13:0(30) 13:3(40) /
20:3(44) 27:3(49) 34:3(70) 34:10(75) სბ(80+შ)
<< საფრანგეთი 6:16 უელსი
სფრ: იუჟე ფოფანა ბასტარო მერმოზ (ფრიც 76) ფალ (ტრენ-დიუკ 41) <10-9> მიშალაკ მაშნო (პარა 56) / ფორესტიე (დებატი 51) შარჟევსკი (კეიზერ 51) მას (დიუკალკონ 56) სიუტა (ტაოფიფენუა 66) მაესტრი; უდრაოგო (შული 52) დიუზოტუარ^კაპ პიკამოლ - 2ჯ: მიშალაკ
უელ: ჰაფპენი ქასბერთ დევის რობერთს (სქ.ვილიამს 79) ნორს <10-9> ბიგარ ფილიპს (ჰლ.ვილიამს 71) / ჯენქინს (ჯეიმზ 39-ნახ, 59) ჰიბარდ (ოუენს 56) ად.ჯოუნზ (მიჩელ 79) ქუმზ ევანს (რიდ 79) რ.ჯოუნზ^კაპ (შინგლერ 79) თიპურიქ ფალეტაუ - ლ: ნორს; გ 3ჯ: ჰაფპენი
რეფ ქლენზი (ირლ) @ პარიზი, სან დენი (80 ათასი)
>> ვიდეო
https://acrossthetasman.com/attachment.php?...76&d=13604512913:0(15) 3:3(18) / 3:6(43) 6:6(53) 6:13(73) 6:16(75)
<< ირლანდია 6:12 ინგლისი
ირლ: ქარნი გილროი ოდრისქოლ დარსი ზიბო (ერლს 11) <10-9> სექსთონ (ოგარა 32) მარი / ჰილი (ქილქოინ 75) ბესთ (ქრონინ 75) როს (ფითსპათრიქ 79) მაკქართი რაიან (ოქალაჰენ 67) ომაჰონი ობრაიენ (ჰენრი 67) ჰიზლიპ^კაპ - 2ჯ: ოგარა
ინგ: გუდ ეშთონ ბარით თველვთრიზ (ტუილანგი 48) ბრაუნ <10-9> ფარელ ბ.იანგს / მარლერ (ვუნიპოლა 59) თ.იანგს (ჰართლი 51) ქოულ (ვილსონ 77) ლონჩბრი (ლოზ 48, ვოლდრომ 71) პარლინგ; ჰესქელ სბ 57, რობშოუ^კაპ ვუდ - 4ჯ: ფარელ
რეფ გარსეზ (სფრ) @ დუბლინი, ავივა (51 ათასი)
>> ვიდეო
https://acrossthetasman.com/attachment.php?...16&d=13605303030:3(3) 0:6(29) / 3:6(45) 6:6(58სბ) 6:9(64) 6:12(66)
ექვსი ერი 2013 2/02 უელსი 22:30 ირლანდია
ინგლისი 38:18 შოტლანდია
3/02 იტალია 23:18 საფრანგეთი
9/02 შოტლანდია 34:10 იტალია
საფრანგეთი 6:16 უელსი
10/02 ირლანდია 6:12 ინგლისი
2 რაუნდი ქ სხვ ლ მ-წ გატ:გაშინგლისი 4 +26 4/2 2-0 50:24
შოტლანდია 2 +4 6/5 1-1 52:48
უელსი 2 +2 4/3 1-1 38:36
ირლანდია 2 +2 3/3 1-1 36:34
იტალია 2 -19 3/6 1-1 33:52
საფრანგეთი 0 -15 2/3 0-2 24:39
ქულა: მოგება 2, ფრე 1, წაგება 0
ტოლობაზე: მთელ ტურნირში 1) გატანილ - გაშვებულის
სხვაობა, 2) გატანილი ლელო, 3) უკეთესი ადგილის გაზიარება
23/02 იტალია 18.30 უელსი
ინგლისი 21.00 საფრანგეთი
24/02 შოტლანდია 18.00 ირლანდია
9/03 შოტლანდია 18.30 უელსი
ირლანდია 21.00 საფრანგეთი
10/03 ინგლისი 19.00 იტალია
16/03 იტალია 18.30 ირლანდია
უელსი 21.00 ინგლისი
საფრანგეთი 24.00 შოტლანდია
ირბ-ის რეიტინგი11/02 @ 1 ზელანდია 9008, 2 აფრიკა 8694, 3 ავსტრალია 8687,
4 ინგლისი 8494, 5 საფრანგეთი 8156, 6 ირლანდია 8029,
7 უელსი 7919, 8 სამოა 7871, 9 არგენტინა 7871,
10 შოტლანდია 7718, 11 იტალია 7647, 12 ტონგა 7610
+/-: უელ 192 სფრ, შტლ 135 იტა, ინგ 104 ირლ
@