დროს ვაწერ ყველა სტატიას, 5 წუთის სიზუსტით
საითი კი 2002 წლიდან მუშაობს
http://Qaflan.netai.net/2013@
ახეული ყურითაც "ექვსი ერის" მესამე რაუნდში ინგლისმა შინ ომი მოუგო საფრანგეთს და შეჯიბრს კვლავ ეულად ლიდერობს, ხოლო შოტლანდიამ წაგებული თამაში შემოუბრუნა ირლანდიას ლელოიანობა კიდევ დაეცა: თუ სტარტზე 16 დაიდო, წინა რაუნდში ექვსიღა, ამჯერად კი სულაც ხუთი! საფრანგეთი 1982 წლის აქეთ პირველად დამარცხდა ზედიზედ სამჯერ და ცხრილის ფსკერზეა, სქოთებმა კი 2001 წლის შემდეგ პირველადვე მოიგეს მიჯრით ორი.
"ლე ქრანჩ’ი სასტიკ ჯახებსა და მიწაზე ჭიდილში გაილია. ფრონტის შუაში სამოელმა მანუ ტუილანგიმ დაჯაბნა შავტუხავე მატიო ბასტარო, მაგრამ ლუი პიკამოლის ბოჭვისას, თამაშის დასაწყისშივე აეხა ყური და ნამატჩევს 19 ნაკერი დაადეს.
ფრანგებმა სამ-კაცა მეტობა რომ გაფლანგეს, მორგან პარამ ხეირად ჯარიმა შეაგდო (3:3) ინგლისი შერკინებაშიც ორჯერ გამტყუნდა, მაგრამ მანუმ რომ გაარღვია მწყობრი, პარამ შებოჭა და ოუენ ფარელმა ზუსტად ვერ გადაუკიდა ქრის ეშთონს, ბრიტები მსაჯის ჩაფიქრებული ჯარიმით მაინც დაწინაურდნენ * 6:3
უკან-მოუხედავად გაქუსლა"ლე ბლემ" უმალ რაუნდის საუკეთესო ლელო გამოაცხო: მარცხნივ ჩათამაშებისას ვეზლი ფოფანამ გააბითურა ქორთნი ლოზი, ჯო მარლერი, ეშთონი, ბენ იანგსი და ისევ ეშთონი (6:10) მეორე ტაიმში ფრანგმა მორკინალებმა კიდევ დაჯაბნეს მეტოქე, მაგრამ პარამ ააცილა, მოლით მიძალების კვალად კი ფარელმა შეაგდო * 12:10
გარდატეხა მალე და ფათერაკიანად მოხდა: ქაოსურ რაქში თომ ვუდმა ფეხი რომ მიჰკრა ბურთს, წინ მდგომ მაკო ვუნიპოლას გაარტყა, რიკოშეტი კი გამოვარდა და მიუვიდა მანუს, ვინც უკან-მოუხედავად გაქუსლა. ფარელს მერე სამიზნე მოეშალა და შეცვალეს, თობი ფლადმა კი ორი ჯარიმა თუმც შეაგდო, ეშთონმა ვეღარც მისი გადაკიდებული დაიჭირა.
მარიფილდში სასწაული მოხდა: ირლანდიას ბურთი დროის 71% ეპყრა და 77% მეტოქის ნახევარზე გაატარა, მაგრამ გულადი სქოთები მაგრად იდგნენ და თუმც 16 ბოჭვა გაუცუდდათ, 128 კი შეასრულეს მეტოქის 44-ის საპირისპიროდ. გარდა ამისა, აურია სამყურათა ორივე მგეზავმა: პედი ჯექსონმა კარს სამჯერ ააცილა, რონან ოგარამ კი გუნდი დაღუპა.
ბოლომდე გაძლესირლანდიის ნაქებმა ბექებმა პირველ ტაიმში ორი სალელოე შანსი დაანიავეს წინ პასითა და "პასის არ-გაკეთებით. მაგის მიუხედავად, ბოლო ნახევარი საათის დადგომისას სტუმრები მაინც 8:0 იგებდნენ, მაგრამ მასპინძლებმა თანდათან ხელთ იგდეს ინიციატივა და გრეიგ ლეიდლოუმ ოთხი ჯარიმა შეაგდო.
ბოლო ოგარას ორმაგ შეცდომას მოყვა: ბებერმა ჯერ ფრთიდან ცენტრისკენ (?!) აბრაგანი აწია საკუთარ (!?) 22-დან, მერე კი ლელოდან კიდეზე ვერ მოიგერია ოვალი და შარიანმა რეფმაც ორ-კაცა ბოჭვაზე დააჯარიმა უდანაშაულო ბურჯი, ესაო და თამაშგარე (?!) ხარო.
ოთხით ჩამორჩენილი ირლანდია ლელოს დასადებად გახელდა, მაგრამ სქოთებმა აქაც გაძლეს. დაიბნა თვით ბრაიან ოდრისქოლი და თავისიანს დაეჯახა, ბოლოს კი ლუქ მარშალს წინ დაუვარდა ბურთი.
გასინბინება აკადრარომში კოკისპირულად წვიმდა. ფრანგი რეფი შერკინებაში ლატარიით გასცემდა ჯარიმებს. უელსს მაინც მეტი ერგო და ლი ჰაფპენიმ ზუსტად ურტყა, ქვინზლენდელ აძურს, ქრის ბერთონს კი 6:9-ზე არეკნი გაუცუდდა.
უელსმა წყვილი ლელო მეორე ტაიმში დადო: მაიქ ფილიპსმა ბოქს-ქიქი სცადა, ბერთონი და ედუარდო გორი კი ბურთს აცდნენ და ოვალი ჯონათან დევისმა იხელთა. მერე მესიე პუატმა შერკინებაში წამოდგომისთვის თვით მარტინ კასტროჯოვანს აკადრა გასინბინება.
ჰოდა, მარცხნივ ჩათამაშებისას დევისმა რომ ჩაირბინა, გაქანებულმა ალექს ქასბერთმა აიღო დენ ბიგარის ფონური პასი.
ექვსი ერი 2013 >> youtube [ჲუთუბი] არხი
http://www.youtube.com/channel/UCL5bAcVfbxSAs-UM5f5ncWgმესამე რაუნდი
იტალია 9:26 უელსიიტა: მაზი ვენდიტი ბენვენუტი კანალე (გარსია 64) მაკლეინ <10-9> ბერთონ გორი (ბოტეს 66) / ლოჩიჩერო (დემარკი 55) გირალდინი (ჯაძონ 55) კასტროჯოვანი^კაპ სბ 59 (ჩიტადინი 71) პავანელო მინტო (ხელდენჰეის 55) ძანი ფავარო (დარბიშირ 70) ვოსავაი (ჩიტადინი 66-68) - 3ჯ: ბერთონ
უელ: ჰაფპენი ქასბერთ დევის რობერთს (სქ.ვილიამს 71) ნორს <10-9> ბიგარ (ჰუქ 69) ფილიპს (ჰლ.ვილიამს 64) / ჯენქინს (ჯეიმზ 47) ჰიბარდ (ოუენს 52) ად.ჯოუნზ (მიჩელ 74) ქუმზ (ავ.ჯოუნზ 52) ევანს; რ.ჯოუნზ^კაპ (ვორბერთონ 69) თიპურიქ ფალეტაუ - 2ლ: დევის ქასბერთ; 2გ 4ჯ: ჰაფპენი
რეფ პუატ (სფრ) @ რომი, ოლიმპიკო (73 526)
>> ვიდეო
https://acrossthetasman.com/attachment.php?...54&d=13616415290:3(8) 3:3(10) 3:6(16) 3:9(20) 6:9(30) /
6:16(46) 9:16(50) 9:19(53) სბ(59ი) 9:26(62)
ინგლისი 23:13 საფრანგეთიინგ: გუდ ეშთონ ტუილანგი ბარით ბრაუნ <10-9> ფარელ (ფლად 62) ბ.იანგს (ქეა 59) / მარლერ (ვუნიპოლა 52) ჰართლი (თ.იანგს 52) ქოულ სბ 80; ლონჩბრი პარლინგ; ლოზ (ჰესქელ 52) რობშოუ^კაპ ვუდ - ლ: ტუილანგი; 6ჯ: ფარელ 4, ფლად 2
სფრ: იუჟე კლერკ ბასტარო (ფრიც 74) ფოფანა ფალ <10-9> ტრენ-დიუკ (მიშალაკ 53) პარა (მაშნო 67) / დომინგო (დებატი 56) კეიზერ (შარჟევსკი 56) მას (დიუკალკონ 65) სონსონ (სიუტა 65) მაესტრი; ნიონგა (კლასენ 69) დიუზოტუარ^კაპ პიკამოლ - ლ: ფოფანა; გ: პარა; 2ჯ: პარა მიშალაკ
რეფ იუბერ (აფრ) @ ლონდონი, თვიქნემ (81 713)
>> ვიდეო
https://acrossthetasman.com/attachment.php?...66&d=13616589403:0(2) 3:3(5) 6:3(28) 6:10(31) 9:10(34) /
12:10(48) 17:10(55) 17:13(57) 20:13(73) 23:13(77) სბ(80ი) ბოლო(80+3)
შოტლანდია 12:8 ირლანდიაშტლ: ჰოგ მეითლენდ შ.ლამონთ სქოთ ფისერ <10-9> რ.ჯექსონ (ვიარ 61) ლეიდლოუ / გრანთ სბ 16, ფორდ (ჰოლ 46) ქროს (ლოუ 76) გრეი ჰემილთონ (ქელოქ 72) ჰერლი (ლოუ 19-25) ბრაუნ^კაპ (დენთონ 46-50) ბითი (დენთონ 72) - 4ჯ: ლეიდლოუ
ირლ: ქარნი გილროი (ფითსჯერალდ 61) ოდრისქოლ ლ.მარშალ ერლს <10-9> პ.ჯექსონ (ოგარა 65) მარი (რედენ 70) / ქორთ (ქილქოინ 56) ბესთ როს; ოქალაჰენ (თოუნერ 72) რაიან; ომაჰონი (ჰენდერსონ 72) ობრაიენ ჰიზლიპ^კაპ - ლ: გილროი; ჯ: ჯექსონ
რეფ ბარნს (ინგ) @ ედინბურგი, მარიფლდ (67 006)
>> ვიდეო
https://acrossthetasman.com/attachment.php?...80&d=1361725753სბ(16შ) 0:3(36) /
0:8(44) 3:8(53) 6:8(60) 9:8(64) 12:8(74) ბოლო(80+2)
ექვსი ერი 2013 2/02 უელსი 22:30 ირლანდია
ინგლისი 38:18 შოტლანდია
3/02 იტალია 23:18 საფრანგეთი
9/02 შოტლანდია 34:10 იტალია
საფრანგეთი 6:16 უელსი
10/02 ირლანდია 6:12 ინგლისი
23/02 იტალია 9:26 უელსი
ინგლისი 23:13 საფრანგეთი
24/02 შოტლანდია 12:8 ირლანდია
3 რაუნდი ქ სხვ ლ მ-წ გატ:გაშინგლისი 6 +36 5/3 3-0 73:37
უელსი 4 +19 6/3 2-1 64:45
შოტლანდია 4 +8 6/6 2-1 64:56
ირლანდია 2 -2 4/3 1-2 44:46
იტალია 2 -36 3/8 1-2 42:78
საფრანგეთი 0 -25 3/4 0-3 37:62
ქულა: მოგება 2, ფრე 1, წაგება 0
ტოლობაზე: მთელ ტურნირში 1) გატანილ - გაშვებულის
სხვაობა, 2) გატანილი ლელო, 3) უკეთესი ადგილის გაზიარება
9/03 შოტლანდია 18.30 უელსი
ირლანდია 21.00 საფრანგეთი
10/03 ინგლისი 19.00 იტალია
16/03 იტალია 18.30 ირლანდია
უელსი 21.00 ინგლისი
საფრანგეთი 24.00 შოტლანდია
ირბ-ის რეიტინგი25/02 1 ზელანდია 9008, 2 აფრიკა 8694, 3 ავსტრალია 8687,
4 ინგლისი 8530, 5 საფრანგეთი 8120, 6 უელსი 8074,
7 ირლანდია 7928, 8 სამოა 7871, 9 არგენტინა 7871,
10 შოტლანდია 7819, 11 ტონგა 7610, 12 იტალია 7493
+/-: უელ 155 იტა, შტლ 101 ირლ, ინგ 36 სფრ
@
This post has been edited by ლუკასა და ნიკოს მამა on 26 Feb 2013, 12:57