iiraklii1973 წელს ხუთივე (!) გახდა ჩემპიონი
იხილეთ
ძველებური მუღამები III
არაა მაგათი საშველი "ექვსი ერის" ბოლოსწინა, მეოთხე რაუნდში ინგლისმა შინ ძლივსღა რომ ძლია კადნიერი იტალია, ფინიშზე უელსში ფიცხელი ომი მოელის >>>
http://Qaflan.netai.net/2013ჩრდილოური რაგბის საშველი არაა! ლელოიანობა ყოველ რაუნდში ეცემა: ჯერ დაიდო 16, მერე 6, მერე კიდევ 5, ახლა კი 4-ღა!
თამაში ჩაკლა და სტვენის რეკორდი დაამყარა სამხრეთ აფრიკელმა ქრეიგ იუბერმა, ვინც კელტურ დარბში 28 ჯარიმა დანიშნა.
უელსელმა ლი ჰაფპენიმ ათიდან გაიტანა შვიდი, სქოთმა გრეიგ ლეიდლოუმ - რვიდან ექვსი. ურჩხულთა შერკინება რომ ერეოდა ნარშავებისას, გაიმარჯვა უელსმა. მანვე შეიტანა მატჩის ერთადერთი ლელოც - ახლოდან, ძალურ სოლოთა გადაბმით, მძიმედ კი დაშავდა შოტლანდიის ქერა მეორე-ხაზელი რიჩი გრეი.
არ დარღვეულაოირლანდიამ და საფრანგეთმა შარშანდელივით ფრე გააგორეს. სამყურებმა საზარელ ავდარში თავიდანვე ააგორეს მოლი, რომელიც ბრაიან ოდრისქოლის დიდოსტატურ გადაკიდებას მოყვა. ზედიზედ სამი თამაშის წამგები გალები ბოლოსღა გამწარდნენ და ლუი პიკამოლმა ჯარიმის უცებ გათამაშებით შეიტანა საპასუხო ლელო.
ამ ეპიზოდის წინ ირლანდიას ორივე შუამარბი დაემტვრა. თავშეხვეული "ბოდი" მოედანზე მაინც დაბრუნდა. სათამაშო 4 წუთი რჩებოდა, ეოინ რედენის მიერ ლელოში გადაკიდებულ ოვალს დადევნებულ ქის ერლს რომ უმხარეს ბურჯმა ვენსან დებატიმ და პიკამოლმა, თემიდამ კი სწორად (!) დაასკვნა, წესი არ დარღვეულაო.
ბოლოს რედენს ბოჭვაზე ფეხი მოტყდა და საკაცით წაასვენეს, სტუმართა გადაკიდებული კი ლელოს გადაცდა. ბობოლა საფრანგეთი კვლავაც ცხრილის ფსკერზეა და შეიძლება მანდვე დააფინიშოს 1957 წლის შემდეგ პირველად, გურუ ფილიპ სანტ-ანდრე კი ჯიუტობს, ეგრეც რომ მოხდეს, არ გადავდგებიო.
გაჭირვებით დაიცვესიტალიამ სტარტზე ხომ გაასაღა "ლე ბლე" და ახლაც ინგლისთან კინაღამ ფრეს გამორჩა. ბრიტები საწყის საათში სჯობდნენ მეტოქეს, მაგრამ ჯერ მაიქ ბრაუნი ვერ დაეწია შეგორებულს, მერე კი თობი ფლადმა ზედახორაში ვეღარ დაამიწა შეტანილი.
შანსი აძურსაც ჰქონდა, როცა სერჯო პარისემ და ალესანდრო ძანიმ ფრთაზე წაიბურთავეს, მაგრამ რეფმა "წინ თამაში" მოიგონა, მესამე მეოთხედში კი დანი ქეას საკუთარ 22-ში მოეჭრა ბოქს-ქიქი და ლუჩანო ორკერამ მყის ფრთაზე გადაუკიდა ლუქ მაკლეინს.
63’ წუთზე იტალიამ სამი ზორბა მორკინალი ჩააბა ბრძოლაში და ბოლო ათი წუთი ბრიტების წითელ ზოლს უტრიალა. ინგლისმა გაჭირვებით დაიცვა თავი: აძურს ბურთი წინ დაუვარდა, ბოლოს კი ქორთნი ლოზმა მეტოქის დერეფანიც მოიგო.
ზიარად შემართავენ?
დასკვნით რაუნდში მთავარი რკენა ჩვენებურად ღამის ცხრაზე, კარდიფშია. თუ მოიგებს ლიდერი ინგლისი, 2003 წლის აქეთ პირველად გაასრულებს "დიდ სლემს"
უელსს საჩემპიონოდ 8 ქულით გამარჯვება ჭირდება, ინგლისს კი 6 ქულით წაგებაც ყოფნის, ოღონდ მაგით სლემი ჩაუფლავდება.
თუ უელსი 7 ქულით მოიგებს, მაგრამ ინგლისი სამი ლელოთი მეტს დაუდებს, პირველ ადგილზე ვარდები გავლენ; თუ უელსი მეტოქეზე ერთით ნაკლებ ლელოს დადებს, თავად გადავა პირველზე, ხოლო თუ მატჩში ლელოთა სხვაობა ორი იქნება ინგლისის სასარგებლოდ, თასს ორივე გუნდი ზიარად შემართავს!
ჰოდა, მაგითღა დაასკვნიან მახვშები, რომ 20 წლის წინ (1993) თასის შემოღებისას, დებულება სანახევროდღა დაწერეს და შეიწყნარებენ ... მთელს დანარჩენ რაგბეთში გავრცლებულ პრემიალურ ნიხრს. ექვსი ერი 2013 youtube [ჲუთუბი] არხი >>
http://www.youtube.com/channel/UCL5bAcVfbxSAs-UM5f5ncWgმეოთხე რაუნდი
bbc [ბიბისი] რჩეული >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...47&d=1363024333შოტლანდია 18:28 უელსიშტლ: ჰოგ მეითლენდ შ.ლამონთ სქოთ ფისერ <10-9> ვიარ (რ.ჯექსონ 79) ლეიდლოუ /
გრანთ ფორდ მარი (ქროს 77) გრეი (ქელოქ 30) ჰემილთონ; ჰერლი ბრაუნ^კაპ ბითი (ვილსონ 69) -
6ჯ: ლეიდლოუ
უელ: ჰაფპენი ქასბერთ დევის რობერთს (სქ.ვილიამს 73) ნორს <10-9> ბიგარ ფილიპს (ჰლ.ვილიამს 73) /
ჯეიმზ სბ 78, ჰიბარდ (ოუენს 62) ად.ჯოუნზ; ავ.ჯოუნზ ევანს; რ.ჯოუნზ^კაპ (თიპურიქ 50) ვორბერთონ ფალეტაუ (ბევინგთონ 80+) -
ლ: ჰიბარდ; გ 7ჯ: ჰაფპენი
რეფ იუბერ (აფრ) @ ედინბურგი, მარიფლდ (67 144)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...89&d=13628665530:3(5) 3:3(7) 6:3(13) 6:10(23) 9:10(27) 12:10(38) 12:13(40+) /
12:16(47) 15:16(49) 15:19(56) 15:22(59) 18:22(61) 18:25(68) 18:28(72) სბ(78უ)
ირლანდია 13:13 საფრანგეთიირლ: ქარნი მაკფადენ (ფითსჯერალდ 63) ოდრისქოლ (მარი 72-75) ლ.მარშალ (მედიგან 72) ერლს <10-9> პ.ჯექსონ მარი (რედენ 63, ქრონინ 80+) /
ჰილი ბესთ როს; მაკქართი რაიან (ოქალაჰენ 68) ომაჰონი (ჰენდერსონ 77) ობრაიენ ჰიზლიპ^კაპ -
ლ: ჰიზლიპ; გ 2ჯ: ჯექსონ
სფრ: იუჟე კლერკ ფრიც (ბასტარო 52-57, 68) ფოფანა მედარ <10-9> მიშალაკ პარა /
დომინგო (დებატი 66) კეიზერ (გირადო 68) მას; სონსონ მაესტრი (ვაამაინა 51) ნიონგა (კლასენ 66) დიუზოტუარ^კაპ პიკამოლ -
ლ: პიკამოლ; გ: მიშალაკ; 2ჯ: მიშალაკ პარა
რეფ ვოლშ (ავს) @ დუბლინი, ავივა (51 ათასი)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...96&d=13628912007:0(12) 7:3(27) 10:3(30) 13:3(33) /
13:6(54) 13:13(75)
ინგლისი 18:11 იტალიაინგ: გუდ ეშთონ ტუილანგი ბარით (თველვთრიზ 67) ბრაუნ <10-9> ფლად ქეა (ბ.იანგს 58) /
ვუნიპოლა (მარლერ 58) თ.იანგს (ჰართლი 72) ქოულ (ვილსონ 76) ლონჩბრი პარლინგ (ლოზ 46) ჰესქელ (ქროფთ 51) რობშოუ^კაპ ვუდ -
6ჯ: ფლად
იტა: მაზი (ბოტეს 36-/) ვენდიტი კანალე გარსია მაკლეინ (ბენვენუტი 72) <10-9> ორკერა გორი სბ 31 (ბოტეს 58) /
დემარკი (ლოჩიჩერო 76) გირალდინი (ჯაძონ 59) კასტროჯოვანი (ჩიტადინი 29) ხელდენჰეის (პავანელო 63) ფურნო (მინტო 63) ძანი ბარბიერი (ფავარო 63) პარისე^კაპ -
ლ: მაკლეინ; 2ჯ: ორკერა
რეფ ქლენზი (ირლ) @ ლონდონი, თვიქნემ (81 458)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...19&d=13629454443:0(4) 6:0(16) 6:3(18) სბ(31იტ) 9:3(38) 12:3(40+) /
15:3(44) 15:6(48) 15:11(49) 18:11(62)
ექვსი ერი 2013 2/02 უელსი 22:30 ირლანდია
ინგლისი 38:18 შოტლანდია
3/02 იტალია 23:18 საფრანგეთი
9/02 შოტლანდია 34:10 იტალია
საფრანგეთი 6:16 უელსი
10/02 ირლანდია 6:12 ინგლისი
23/02 იტალია 9:26 უელსი
ინგლისი 23:13 საფრანგეთი
24/02 შოტლანდია 12:8 ირლანდია
9/03 შოტლანდია 18:28 უელსი
ირლანდია 13:13 საფრანგეთი
10/03 ინგლისი 18:11 იტალია
4 რაუნდი ქ სხვ ლ მ-წ*ფ გატ:გაშინგლისი 8 +43 5/4 4-0 91:48
უელსი 6 +29 7/3 3-1 92:63
შოტლანდია 4 -2 6/7 2-2 82:84
ირლანდია 3 -2 5/4 1-2*1 57:59
იტალია 2 -43 4/8 1-3 53:96
საფრანგეთი 1 -25 4/5 0-3*1 50:75
ქულა: მოგება 2, ფრე 1, წაგება 0
ტოლობაზე: მთელ ტურნირში 1) გატანილ - გაშვებულის
სხვაობა, 2) გატანილი ლელო, 3) უკეთესი ადგილის გაზიარება 16/03 იტალია 18.30 ირლანდია
უელსი 21.00 ინგლისი
საფრანგეთი 24.00 შოტლანდია
ირბ-ის რეიტინგი [11/03]
1 ზელანდია 9008, 2 აფრიკა 8694, 3 ავსტრალია 8687,
4 ინგლისი 8530, 5 უელსი 8178, 6 საფრანგეთი 8131,
7 ირლანდია 7917, 8 სამოა 7871, 9 არგენტინა 7871,
10 შოტლანდია 7715, 11 ტონგა 7610, 12 იტალია 7493
+/-: უელ 104 შტლ, სფრ 11 ირლ, ინგ 0 იტა
@
This post has been edited by ლუკასა და ნიკოს მამა on 12 Mar 2013, 21:54