უწყლობის მიუხედავად
უელსური სასწაული "ექვსი ერის" ფინიშზე უელსმა სასწაულად დაიბრიყვა ლიდერი ინგლისი, სარეკორდო სხვაობით მოუგო და თავად იჩემპიონა. http://Qaflan.netai.net/2013უელსმა შარშან სლემით იპირველა, წელს კი სტარტზე შინ დამარცხდა. ურჩხულები მას აქეთ დალაგდნენ, აბურთავდნენ და სხვებისგან განსხვავებით, მათ (სამჯერ) მეტი ლელოც გაიტანეს, ვიდრე გაუშვეს.
კელტებს პირველ ადგილზე გასასვლელად 8 ქულით უნდა ეძლიათ ინგლისი, მაგრამ 27-ით მოსრეს რაგბის სამშობლო, სლემი ჩაუშალეს და 108 წლის წინდელი (1905) რეკორდიც (25:0) გააუმჯობესეს.
ჯარიმებით აგროვესუელსმა ყოველ-მხრივ აჯობა ულელოოდ დამაშვრალ მეტოქეს:
ბურთის ფლობით 63-37%, ტერიტორიით 65-35%, რაქში 116-71, ხაზის გაჭრით 6-3, მბოჭავის გაბითურებით 19-9. გაოზებული კივი რეფიც მაგრად მისდგა პომებს, მეტადრე კი, მათ პირველ ხაზს, და ჯარიმები 12-7 თანაფარდობით გასცა.
შესვენებამდე ლელო თუმც არ დადებულა, ბურთაობა მაინც ეშხიანი გამოვიდა. უელსმა ლი ჰაფპენის ჯარიმებით აგროვა ქულები და რომ მოახლოვდა ბოლო მეოთხედი, სასურველი მიჯნაც დაძლია * 12:3
აქ ინგლისი უცებ წახდა, ალექს ქასბერთმა წყვილი ლელო დადო, დენ ბიგარმა კი თითო გარდასახვა, არეკნი და ჯარიმაც შეაგდო * 30:3
უკეთესი სხვაობითუელსის პირველი ლელო თერნოვერს მოყვა: მაიქ ფილიპსმა ფრთაზე დაგეზა ახმახი გარემარბი, ვინც მაიქ ბრაუნი მწარედ მოაღორა, მეორე კი მარბიელებმა - სემ ვორბერთონმა და ჯასთინ თიპურიქმა ბურთაობით შეამზადეს.
უელსმა ინგლისი ბევრად უკეთესი სხვაობით ჩამოიტოვა. ქულა ტოლად მოაგროვა სხვა ორმა წყვილმაც: იტალიამ "ექვს ერზე, ანუ ამ საუკუნეში (!) პირველად ახლაღა ძლია ირლანდია, საფრანგეთმა კი ბოლო რაუნდშიღა მიითვალა პირველი (!) გამარჯვება.
ლელო არც ამ მატჩების პირველ ტაიმებში გასულა. ირლანდიას მეორე მეოთხედში აერია უკანა ხაზი: ბრაიან ოდრისქოლი გაასინბინეს, სამი (!) კაცი კი დაშავდა და გარემარბად მარბიელი დადგა.
ისევ დაითხარაიტალიამ გააცილა ბებერი ბურჯი ანდრეა ლოჩიჩერო. ზედახორაში ლელო ბექმა (!) შეიტანა, ოთხი სინბინიდან ორი კი სარმას (!) მოყვა და მხოლოდ თითო - დაწიხლვასა და მოლის ჩაქცევას.
პარიზში წვიმდა და მოედანი ისევ დაითხარა. საფრანგეთი პირველ ტაიმში შერკინებით ბლომად ეძალა შოტლანდიას, მაგრამ 0:6 ჩამორჩა. შესვენებაზე 9 ნომრად შევიდა მაკსიმ მაშნო და "ლე ბლე" აათამაშა.
გალები წინ საათის თავზე, მესამე ჯარიმით გავიდნენ, დასკვნით მეოთხედში კი შავ-ტუხა ბექებმა ორჯერ გაიპარპაშეს. და მაინც, "ექვსი ერის" ერთადერთი 5-გზის ჩემპიონი ამ საუკუნეში პირველდ ჩარჩა ცხრილის ფსკერზე.
ექვსი ერი 2013 >> youtube [ჲუთუბი] არხი
http://www.youtube.com/channel/UCL5bAcVfbxSAs-UM5f5ncWgბოლო, მეხუთე რაუნდი bbc [ბიბისი] რჩეული >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...29&d=1363679479იტალია 22:15 ირლანდიაიტა: მაზი (ბენვენუტი 66) ვენდიტი კანალე გარსია მაკლეინ <10-9> ორკერა გორი (ბოტეს 75) /
ლოჩიჩერო (რიძო 65) გირალდინი (ჯაძონ 75) ჩიტადინი (დემარკი 75) ხელდენჰეის (პავანელო 65) ფურნო (მინტო 59) ძანი ფავარო (დარბიშირ 59) პარისე^კაპ სბ 52 -
ლ: ვენდიტი; გ: ორკერა; 5ჯ: ორკერა 4, გარსია (3)
ირლ: ქარნი გილროი ოდრისქოლ სბ 30, ლ.მარშალ (მედიგან 28) ერლს (ფითსჯერალდ 25, ჰენდერსონ 37) <10-9> პ.ჯექსონ მარი სბ 80 /
ჰილი (ქილქოინ 71) ბესთ (ქრონინ 71) როს (არჩერ 67) მაკქართი (თოუნერ 65) რაიან სბ 69 (პ.მარშალ 80+) ომაჰონი ობრაიენ ჰიზლიპ^კაპ -
5ჯ: ჯექსონ
რეფ ბარნს (ინგ) @ რომი, ოლიმპიკო (74 174)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...17&d=13636523830:3(6) 3:3(14) 6:3(22) სბ(30ირ) 9:3(36) 9:6(40+) /
16:6(50) 16:9(53სბ) 16:12(58) 16:15(64) 19:15(70სბ) სბ(80ირ) 22:15(80+)
უელსი 30:3 ინგლისიუელ: ჰაფპენი ქასბერთ დევის რობერთს (სქ.ვილიამს 76) ნორს <10-9> ბიგარ (ჰუქ 76) ფილიპს (ჰლ.ვილიამს 76) /
ჯენქინს^კაპ (ჯეიმზ 62) ჰიბარდ (ოუენს 53) ად.ჯოუნზ (ენდრიუზ 74) ავ.ჯოუნზ ევანს (ქუმზ 72) ვორბერთონ (შინგლერ 76) თიპურიქ ფალეტაუ -
2ლ: ქასბერთ; გ ა: ბიგარ; 5ჯ: ჰაფპენი 4, ბიგარ
ინგ: გუდ (თველვთრიზ 66) ეშთონ ტუილანგი ბარით ბრაუნ <10-9> ფარელ (ფლად 68) ბ.იანგს (ქეა 66) /
მარლერ (ვუნიპოლა 45) თ.იანგს (ჰართლი 53) ქოულ (ვილსონ 73) ლონჩბრი (ლოზ 53) პარლინგ; ქროფთ რობშოუ^კაპ ვუდ (ჰესქელ 68) -
ჯ: ფარელ
რეფ ვოლშ (ავს) @ კარდიფი, მილენიუმ (74 104)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...58&d=13634761763:0(11) 6:0(18) 6:3(21) 9:3(24) /
12:3(52) 17:3(57) 20:3(65ა) 27:3(67) 30:3(71)
საფრანგეთი 23:16 შოტლანდიასფრ: იუჟე კლერკ ბასტარო (ფიკუ 75) ფოფანა მედარ <10-9> მიშალაკ (ტრენ-დიუკ 72) პარა (მაშნო 41) /
დომინგო (დებატი 55) კეიზერ (გირადო 55) მას (დიუკალკონ 64) ვაამაინა (სონსონ 73) მაესტრი; კლასენ (ნიონგა 68) დიუზოტუარ^კაპ (ნიონგა 64-67) პიკამოლ -
2ლ: ფოფანა მედარ; 2გ: მიშალაკ მაშნო; 3ჯ: მიშალაკ
შტლ: ჰოგ მეითლენდ (ევანს 31) შ.ლამონთ სქოთ ფისერ <10-9> ვიარ (რ.ჯექსონ 68) ლეიდლოუ (პირგოს 75) /
გრანთ (ლოუ 64) ფორდ (ჰოლ 75) მარი (ქროს 65) გილქრისთ (ქელოქ 55) ჰემილთონ; სთროქოშ ბრაუნ^კაპ ბითი (ვილსონ 73) - ლ: ფისერ; გ: ჯექსონ;
3ჯ: ლეიდლოუ
რეფ ოუენს (უელ) @ პარიზი, სან დენი (79 996)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...84&d=13635249910:3(9) 0:6(15) /
3:6(45) 6:6(50) 9:6(54) 9:9(59) 16:9(67) 23:9(72) 23:16(76)
ექვსი ერი 2013 2/02 უელსი 22:30 ირლანდია
ინგლისი 38:18 შოტლანდია
3/02 იტალია 23:18 საფრანგეთი
9/02 შოტლანდია 34:10 იტალია
საფრანგეთი 6:16 უელსი
10/02 ირლანდია 6:12 ინგლისი
23/02 იტალია 9:26 უელსი
ინგლისი 23:13 საფრანგეთი
24/02 შოტლანდია 12:8 ირლანდია
9/03 შოტლანდია 18:28 უელსი
ირლანდია 13:13 საფრანგეთი
10/03 ინგლისი 18:11 იტალია
16/03 იტალია 22:15 ირლანდია
უელსი 30:3 ინგლისი
საფრანგეთი 23:16 შოტლანდია
5 რაუნდი ქ სხვ ლ მ-წ*ფ გატ:გაშუელსი 8 +56 9/3 4-1 122:066
ინგლისი 8 +16 5/6 4-1 094:078
შოტლანდია 4 -9 7/9 2-3 098:107
იტალია 4 -36 5/8 2-3 075:111
ირლანდია 3 -9 5/5 1-3*1 072:081
საფრანგეთი 3 -18 6/6 1-3*1 073:091
ქულა: მოგება 2, ფრე 1, წაგება 0
ტოლობაზე: მთელ ტურნირში 1) გატანილ - გაშვებულის
სხვაობა, 2) გატანილი ლელო, 3) უკეთესი ადგილის გაზიარება
ამ საუკუნის, ანუ "ექვსი ერის" ჩემპიონებისაფრანგეთი 2002^ 2004^ 2006# 2007# 2010^
ინგლისი 2000 2001# 2003^ 2011
უელსი 2005^ 2008^ 2012^ 2013#
ირლანდია 2009^
^ სლემი [10 ქ] # უკეთესი სხვაობითღა
ირბ-ის რეიტინგი [18/03]
1 ზელანდია 9008, 2 აფრიკა 8694, 3 ავსტრალია 8687,
4 ინგლისი 8372, 5 უელსი 8336, 6 საფრანგეთი 8159,
7 სამოა 7871, 8 არგენტინა 7871, 9 ირლანდია 7805,
10 შოტლანდია 7686, 11 ტონგა 7610, 12 იტალია 7606
+/-: უელ 158 ინგ, იტა 113 ირლ, სფრ 28 შტლ
@
This post has been edited by ლუკასა და ნიკოს მამა on 19 Mar 2013, 19:55